ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/8

ქართული ანბანის თემა

ეს არის წერილი ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიელი პროფესორის, Werner Seibt-ის, კავკასიაში ანბანების შექმნის პრობლემატიკზე, სადაც ის სერიოზულ ეჭვს გამოთქვამს კორიუნის ცნობის ისტორიულობაზე, მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე (იხ. There is no objection against the report that Mashtots visited inter alia the Armeno-Georgianborderlands for missionary activities and that he was supported here by the local dynasts.Yet there is also another chapter, with an astonishing and highly suspect report. This chapteris quite polemical and aggressive, it calls Iberia a land of barbarians (barbarosakan kołmann),a country of many different languages. According to this chapter Mashtots created a Georgianalphabet so to speak with the left hand, then he went to Iberia where the king, the army andthe districts submitted to him, but he apparently needed an interpreter, Ĵałay, to transmit hisproduct to the people. In this context an Iberian king Bakur and a bishop Movses arementioned, events which are not known to the Georgian historical sources. No concretegeographical term is mentioned in this chapter. We assume that it is a later interpolation toKoriwn’s text, and one of modest quality). ეს დასმატებელი იქნება როგორც ქართული, ასევე (და პირველ რიგში) ინგლისურსა და რუსულში. მე ბოდიშს გიხდით, რომ ამას თავად ვერ ვაკეთებ. ვნახე ინგლისურსა და განსაკუთრებით რუსულში რა ბრძოლაა გაჩაღებული ქართულ ანბანთან დაკავშირებით, ჩვენი სამხრეთელი დაა ჩრდილოელი მეზობლების მხრიდან და ეს უნდა გააკეთოს გამოცდილმა და მათთვის უკვე ნაცნობმა, კონსტრუქციული რეპუტაციის მქონე მომხმარებელმა. წარმატებებს გისურვებთ. [აი ბმულიც https://www.academia.edu/1355678/Werner_Seibt_The_Creation_of_the_Caucasian_Alphabets_as_Phenomenon_of_Cultural_History] --46.170.216.198 12:44, 25 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

ეს კენჭისყრა ამ არქივში არ უნდა აისახოს? კენჭისყრა კი ეხებოდა წესის შეცვლას, თუმცა, რეალურად, მან გამოიწვია ადმინისტრატორთათვის სტატუსის ჩამორთმევა. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:05, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კოლექტიური მუშაობა

მოკლედ, მე და მიშას დაგვებადა ასეთი იდეა. ჩვენ ვიკიში არის სტატიათა კატეგორია, რომელიც მრავალი მიზეზის გამო მკითხველთა დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა არც ისე კარგ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს ვიკის იმიჯზეც მოქმედებს, უარყოფითად. მაგალითად, ასეთია სტატიები ქვეყნებსა და დედაქალაქებზე. მასალა დიდია, ამიტომ გთავაზობთ პროექტის წამოწყებას, რომელიც 1 ან 2 კვირას გაგრძელდება და 4-5 მომხმარებელი ერთი კონკრეტული ქვეყნის სტატიაზე იმუშავებს. ნებისმიერი მსურველი თავისთვის სასურველ სექციას აირჩევს და მის შევსებას დაიწყებს (სხვა ვიკიპედიიდან თარგმნის ან სხვა ლიტერატურას გამოიყენებს). რა აზრის ხართ? – BruTe () 15:16, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

წესით, ამაში სიამოვნებით @GiorgiXIII:-ც ჩაერთვება. არა? --Henry (მომწერეთ) 15:24, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)--დათო1010   15:38, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მსურველები ჩაეწერეთ, ორშაბათიდან დავიწყოთ ეს არაოფიციალური პროექტი. — Mikheil მიწერა 15:39, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რამე პროექტის გვერდიც რომ შევქმნათ მგონი კარგი იქნება--დათო1010   15:42, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია:პროექტი: ქვეყნები - ასეთი სახელწოდებით ხომ არ წამოვიწყოთ პროექტი? ასევე უნდა შევთანხმდეთ ხანგძლივობაზე, გადასაწყვეტია თუ რომელი ქვეყნებით უნდა დავიწყოთ. – BruTe () 16:03, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვადების გარეშე ხომ არ აჯობებს?--შოთა [UT] 16:10, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
იქნებ უბრალოდ ამოივსოს ცარიელი ადგილები? დაიწეროს იმ ქალაქებსა და სოფლებზე, რომლებზეც ჯერ არ დაწერილა (ქვეყნის მიხედვით)? გარდა ამისა, ვიკიპედია:პროექტი: ქვეყნები თუ ვიკიპედია:პროექტი:ქვეყნები? --Henry (მომწერეთ) 16:11, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი ქალაქებზე და სოფლებზე ესკიზის სახით სტატიები ისედაც შეიქმნება, ხოლო აქ საუბარია ისეთი ვრცელი სტატიების გაკეთებაზე როგორიცაა ბაჰამის კუნძულები, აღდგომის კუნძული, სანქტ-პეტერბურგი და ა.შ. რაც შეეხება პროექტის სახელს ეს გადაბმული ვარიანტი უფრო მომწონს ვიკიპედია:პროექტი:ქვეყნები--დათო1010   16:15, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
პრინციპში, ქალაქებსა და სოფლებზე სტატიების შექმნას მოქმედი მთავარი ვიკიპროექტიც გულისხმობს. მე, კონკრეტულად, ქვეყნების შესახებ სტატიები მქონდა მხედველობაში, რადგან ძირითად მათზეა მოთხოვნა. რაც შეეხება ვადას, გარკვეული დროის შემდეგ ხომ უნდა შეიცვალოს ქვეყანა, რომელზეც ვიმუშავებთ? თანაც ამ პროექტის მოთხოვნა არ იქნება სტატიების მაინცდამაინც რჩეულის დონემდე მიყვანა; თუ ვადის გასვლის შემდეგ რამდენიმე სექცია ეკლდება, ბოლოს და ბოლოს არც ეს იქნებ ტრაგედია. ჰენრი, სათაურზე გეთანხმები. (რედ. კონფლიქტი) – BruTe () 16:19, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
თემატური ვიკიპროექტები, ზოგადად, უვადოა და შეზღუდული დროით არ „ტარდება“. პროექტი გულისხმობს ვიკიპედიის მცირე რედაქციულ ჯგუფს, რომელშიც ერთიანდებიან მომხმარებლები უვადოდ. გთხოვთ, გაეცნოთ პროექტის არსს უცხოენოვან ვიკიპედიებში. უცხოური პრაქტიკის დანერგვის მცდელობა გვქონდა რამდენიმე მომხმარებელს აქ, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ გავაგრძელეთ მუშაობა (თუმცა, აღვადგენ ამ მიმართულებით მუშაობას). მე არ მომწონს ასეთი პროექტის შეზღუდული დროით ჩატარების იდეა, ვინაიდან მოხიბლული ვარ გერმანული, ინგლისური პრაქტიკით. თუმცა, ხელს არ შეგიშლით. Deu. 16:25, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგალითისთვის - ვიკიპროქტი ალბომები, მაგალითად, ინგლისურ ვიკიპედიაში, უვადოა. თუ ვინმე მიადგება (ჩემსავით) და წერს ალბომებზე, განხილვაში ტოვებს თარგს, რომ შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში. --Henry (მომწერეთ) 16:27, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ მხოლოდ ქვეყნის სტატიებზე საუბარი, 4 კაცი ერთი ქვეყნის სტატიაზე როგორ იმუშავებს? მაშინ პარალელურად რამდენიმე ქვეყნის უნდა ჩატარდეს.--შოთა [UT] 16:30, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არსი ვერ გაიგეთ კარგად. ავიღებთ 1 ქვეყანას, ვთქვათ, ანბანის მიხედვით და ერთი კვირა ვიმუშავებთ მასზე, გავინაწილებთ სექციებს და ვარედაქტირებთ მხოლოდ სექციებში, რათა კონფლიქტი არ მოხდეს. შემდეგ კვირაში სხვა ქვეყანაზე გადავალთ და ა. შ. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, რამდენიმე მომხმარებელი ისედაც შევძლებთ ამას, ვიკის გარედან დაგეგმვით. ყველაფერს ძალიანაც ნუ გააოფიციალურებთ! — Mikheil მიწერა 16:35, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი იდეაა, რამდენად მივიღებ მონაწილეობას ვერ გეტყვით, თუმცა ერთი თხოვნა მექნება, თუ თვის განმავლობაში 4 ქვეყანას დაამუშავებთ, იქნებ ამ ოთხში ერთი ვიკიპროექტის მიმდინარე ქვეყანაც იყოს. --JABA 1977 16:39, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაოფიციალურება არაფერ შუაშია, ვიკიპედიაში განახორციელეთ თქვენი იდეა! მიღებელი არავისთვისაა. უბრალოდ, მე არ მომწონს ასეთი იდეა, რადგან მგონია, რომ ანალოგიური მიზნისათვის მსგავსი უცხოური პროექტები, რომლებიც დროში არაა შეზღუდული, უფრო ეფექტურია. როგორიც არ უნდა იყოს, მე არ მივიღებ მონაწილეობას, არ მიზიდავს ეგ თემატიკა და მიტომ! სამაგიეროდ ძალიან გამიხარდება, თუ თქვენ დასახულ მიზანს განახორციელებთ :). Deu. 16:47, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ზოგიერთებმა მგონი საერთოდ ვერ გაიგეს რაზეა საუბარი. ჩვენ ვამბობთ, რომ ავიღოთ ერთი რომელიმე ქვეყანა ან ქალაქი, დავინაწილოთ სექციები (მაგ. ერთი დაწერს ისტორიას, მეორე გეოგრაფიას, მესამე ადმინისტრაციულ დაყოფას და ა.შ) და ამ პრინციპით შევქმნათ სრულყოფილი თუ არა საკმაოდ კარგი სტატიები. --დათო1010   17:07, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გავიგეთ ზოგიერთებმა  . წარმატებები, გულწრფელი! Deu. 17:09, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ერთი წინადადება მაქვს, ხომ არ აჯობებს ეს საინტერესო პროექტი, მთავარ გვერდზე, ვიკიპროექტის ტექსტი სადაცაა იქ დაგვემატებინა, ვიკიპროექტის ქვემოთ მთელ ხაზზე? --JABA 1977 16:20, 1 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

იდეა კარგია, მაგრამ ვშიშობ, უცხო მომხმარებლების მხრიდან რედაქტირების კონფლიქტის პრობლემას შეგვიქმნის. მეორე — მგონი აჯობებს, ასეთი საპასუხისმგებლო პროექტი გამოცდილმა ვიკიპედიელბმა ავიღოთ საკუთარ თავზე. — Mikheil მიწერა 16:22, 1 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში ეგ საშიშროება არის. --JABA 1977 16:28, 1 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები მიშას. ჯობია ამ პროექტს მასშტაბური ხასიათი არ მისცეთ, ხარისხისათვის უნდა იყოს ეს პროექტი უპირველესად და ამიტომ. Deu. 17:02, 1 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ახალი წელი

საახალწლო განწყობა არ შემოვიტანოთ? ნაძვის ხის სათამაშოები ხომ არ ჩამოვკიდოთ ლოგოზე. ხორვატიულ ვიკიპედიაში ვნახე და მომეწონა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:22, 23 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გვაქვს რამდენიმე ძველი ლოგო, ერთ-ერთი commons:File:ChristmasKawikiLogo.png, ან დაამზადოს ვინმემ ახალი. მოვიფიქროთ და შევცვლი, თორემ კართან არის უკვე ახალი წელი. - ოთოჯი განხილვა 11:13, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ესეც არის commons:File:Wikipedia-logo-v2-ka-xmas.png. - ოთოჯი განხილვა 11:20, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მართალია, ძველებია, მაგრამ თუ ის გრაფიკა ვერ ვიპოვეთ, ისევ ძველი არ სჯობს? --Henry (მომწერეთ) 11:22, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომელი გრაფიკა ?. - ოთოჯი განხილვა 11:26, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აი ის, ზემოთ რომ დაიდო. ხორვატული. --Henry (მომწერეთ) 11:32, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, თუ იცი ეგ საქმე, ეგებ დააწერო ქართულად და შუა სათამაშო ვიკის ლოგოთი უნდა ჩაანაცვლო. ვის ველოდებით. commons:File:Christmasornaments.png. - ოთოჯი განხილვა 11:37, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ არ ვიცი, რა შრიფტს ვიყენებთ ზედ. --Henry (მომწერეთ) 12:10, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აი აქ წერია, სად რა ფონტი და როგორ უნდა იყოს.--g. balaxaZe 14:33, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომელი ქართული ფონტი გამოიყენება, ეგ მაინტერესებს. ისე, მადლობა, არ ვიცოდი რეკომენდაციის მაგ გვერდი შესახებ. --Henry (მომწერეთ) 14:40, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

და აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა ? ფაილი დროებითი უნდა იყოს. Sylfaen დაადე მაგალითად. - ოთოჯი განხილვა 15:03, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
en:Sylfaen (typeface) ამას გულისხმობდი ალბათ. - ოთოჯი განხილვა 15:17, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სილფაენს არ ჰგავს, BPG-ის რომელიღაც შრიფტივით არის. --Henry (მომწერეთ) 15:24, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სილფაენი არაა. არც ბპგ-ს ჰგავს მაინცდამაინც. მე ეს შრიფტი დიდი ხანია არ მომწონს და საერთოდაც გამოცვლა არ აწყენდა. მინიმუმ ის არა მგონია პრობლემა იყოს, საახალწლო ლოგოზე მაინც რომ სხვა შრიფტით გაკეთდეს წარწერა. Deu. 15:40, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ის ფონტი ავირჩიოთ რომელიც ამჟამინდელს წააგავს. თუ დამზადდა ფაილი დღესვე შევცვალოთ. - ოთოჯი განხილვა 16:25, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორ აპირებთ ლოგოს შეცვლას? იმავე ფაილზე ახალ ვერსიას ვერ ატვირთავთ, რადგან შარშან ეგ აგვიკრძალეს ვიკისაწყობში--დათო1010   16:42, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ახალი ფაილის შექმნას არავინ არ აპირებს როგორც ჩანს. მაშინ ძველი ფაილი აირჩიეთ. მეტი რა ვთქვა. ან საერთოდ არ შევცვალოთ. - ოთოჯი განხილვა 16:47, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
 

ინებეთ, ჩემი გაკეთებული. შრიფტი შევეცადე მსგავსი ყოფილიყო, თუმცა ზუსტი არაა. არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ამ ლოგოს დაყენება თავის ადგილზე, დათომ როგორც თქვა აკრძალულია ოფიციალური ლოგოს ახალი ვერსიის ატვირთვა... Deu. 17:24, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აგვიკრძალეს კი გასაგებია, მაგრამ რომ ვთხოვოთ საახალწლოდ ვინმეს ხომ შეეძლება შეცვლა? ხორვატიული ვიკიპედიის ვერსია მე მომწონს და ეს წარვადგინოთ. --JABA 1977 17:34, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აკრძალვით მხოლოდ ოფიციალური ლოგოს ახალი ვერსიით ჩანაცვლება აგვიკრძალეს, მაგრამ შეგვიძლია ეგ ფაილი ცალკე ავტვირთოთ და მერე ვთხოვოთ რომ დროებით ეგ დაგვიყენონ--დათო1010   18:23, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დავით გთხოვ დესპანობა გასწიო ვიკისაწყობსა შინა. --JABA 1977 18:24, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ არ ვიცი ეგ ვის ეხება. სანდროს უფრო ეცოდინება ეს საკითხები--დათო1010   18:26, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ლოგოს შეცვლა მედიავიკიდან არის შესაძლებელი, აქედან. - ოთოჯი განხილვა 18:29, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
რატომღაც ვერ შევცვალე. ჰმ. რაში მდგომარეობს შეცდომა საინტერესოა. - ოთოჯი განხილვა 20:55, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მელბერგთან კონსულტაციებისა და დახმარების შედეგად, ყველაფერი გასწორდა. უბრალოდ, ერთმა არამკითხე მოამბემ ვიკისაწყობში ფაილს შეუცვალა ზომა, რის გამოც ახლა ლოგო ცუდად ჩანს. მივწერე და დააბრუნებს. — Mikheil მიწერა 22:50, 29 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, მიშა! მშვენიერია. - ოთოჯი განხილვა 09:50, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

  მე მომწონს. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:12, 30 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ფონტს რაც შეეხება DejaVu Serif არის გამოყენებული ლოგოში --Waiper 10:13, 1 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ახალ მომხმარებელთა სტატიები

კოლეგებო, შემომაქვს წინადადება, ვინც არ უნდა შექმნას ახალი სტატია, ისეთი, რომელიც სწრაფ წაშლას არ ექვემდებარება და აშკარაა, რომ მომხმარებელი რაღაც დონეზე გარკვეულია ვიკიპედიის საკითხებში, მინიმუმ ნახევარი საათით დავტოვოთ ხელუხლებლად. ხანდახან ხდება, რომ მომხმარებელი ახალია, სწავლობს, ამ დროს ჩვენ „ვეცემით“ მის სტატიას, ისიც არედაქტირებს, კონფლიქტში ხვდება და ვერ იგებს რა მოხდა. ამის შემდეგ კი სრულიად ეკარგება ვიკიპედიაში მუშაობის ხალისი. მაგალითად, ახლა ვასწავლი ერთ მომხმარებელს მუშაობას, შექმნა ეს სტატია და რამდენიმე წუთში მოყვა რედაქტირების კონფლიქტში. ვერ გაერკვა რა ხდება და მთელი ძალისხმევის ფასად დამიჯდა, რომ მისთვის გული მომებრუნებინა ვიკიპედიაზე. — Mikheil მიწერა 14:57, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

  •   (მომხრე) 500%. Deu. 14:58, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
  •   (მომხრე) - ამაზე რომ შევთანხმდეთ, აღარ ავწრიალდებით. არც ისე რედაქტორები, არც ადმინისტრატორის უფლებების მატარებლები. სხვა საკითხებს მივხედავთ ამასობაში. ამ მომხმარებლის სტატიის საწყისი სტადია ნათელი მაგალითია იმისა, რომ იგი სწავლობს, ამიტომ მოდელად გამოვიყენოთ მსგავში შემთხვევები. ისეთი კი, როგორიც არის (ახალ სტატიაზე ვამბობ) - 'ნინიკო დებილია' და 'შალვა შტერია' და ა.შ. ჩემთვის პირადად სწავლის მცდელობას არ წარმოადგენს.--Henry McClean განხილვაწვლილი 15:05, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, აგრეთვე, საჭიროა, ასეთი სტატიების (რომლებშიც განვითარების პერსპექტივას დავინახავთ) მონიტორინგი. სამი დღის შემდეგ მაინც უნდა გადავამოწმოთ, რა მოხდა სტატიაში. სამი დღის შემდეგ კი, შეიძლება სულაც გადაგვავიწყდეს ეს სტატია. ამიტომ, ალბათ რაღაც თარგი უნდა შევქმნათ, რომელსაც ჩავსვამთ ასეთი სტატიის განხილვის გვერდზე (ხელი რომ არ შევუშალოთ რედაქტორს) და ეს თარგი ამ სტატიის განხილვის გვერდს მოათავსებს ერთ კატეგორიაში. ამ კატეგორიის მონიტორინგი დაგვჭირდება უბრალოდ ყოველდღიურად. Deu. 15:08, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მიშა ნახევარ საათს ამომბს საერთოდაც. მე ცოტა მეტი ვიფიქრე. Deu. 15:09, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, აშკარად ვანდალიზმებსა და სწრაფად წასაშლელ სტატიებზე არ მაქვს საუბარი. დათო, 3 დღე ბევრია, მაქსიმუმ რამდენიმა საათს ვემხრობი. — Mikheil მიწერა 15:14, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე მაგალითად, თვალს ვადევნებ დამუშავების სტადიაში მყოფ სტატიებს, გამოუყენებელ ფაილებს და რამდენიმე სხვა კატეგორიას, ამიტომ ვერ ვხედავ ამ პროცესში რამე რთულს. მოვიფიქროთ, რა შეიძლება ეწეროს თარგში (ეს სტატია ამჟამად განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის და ეგეთი ბლა ბლა ბლა) და დამზადდეს თარგი. დროც (ნახევარი საათი) უფრო მეტი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, თუ ვთქვათ, შექმნის და გავა რაღაც დრო და ადგება და სხვა სტატიებს არედაქტირებს ამასობაში, გამოდის, რომ იმ ძველს დროებით შეეშვა, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ამ სტატიაში ცვლილებების შეტანა არ უნდა იყოს საშიში. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:16, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

სიღრმე

ბოტით შემოტანილი სტატიების შემდეგ, სიღრმე ერთი ერთეულით დაგვივარდა. იქნებ სტატიას მინიმუმ 2-3 რედაქტირება გაუკეთოთ ხოლმე. — Mikheil მიწერა 15:25, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტულად რომელი კატეგორიის სტატიებია, მიხეილ? --Henry McClean განხილვაწვლილი 15:29, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიას არ აქვს მნიშვნელობა, შოთამ შემოიტანა ამ დღეებში ახალი სტატიები ბოტით, შეიხედე ახალ გვერდებში. მრავალ მათგანს მხოლოდ 1 რედაქტირება აქვს, რაც სიღრმეს აგდებს. — Mikheil მიწერა 15:30, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
და თუ არაფერი აქვს სტატიას დასარედაქტირებელი, რა ვუყო? :D--SHOTHA [UT] 15:32, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
რაღაც დეტალი დააკელი ბოტს და ხელით ჩაუსვი. — Mikheil მიწერა 15:33, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მასე ვიზამ. ეს სტატიებიც მომავალში მაინც განსავრცობი მაქვს. და სიღრმე რას წყვეტს?--SHOTHA [UT] 15:33, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, ამა თუ იმ ვიკიპედიის იმიჯისათვის, სიღრმე საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიათებელია. — Mikheil მიწერა 15:34, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის არავიკიპედიური ენა

ფეხბურთით დაინტერესებულნო, ამ მომხმარებლის წვლილი მთლიანად გადასახედია. მის მიერ შემოტანილი ტექსტები აბსოლუტურად არ შეესაბამება ვიკიპედიის ნორმებს და ძირითადად ამოსაშლელია, იქნებ გადახედოთ. @ასლამაზიშვილი:@BRUTE:Mikheil მიწერა 23:36, 29 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ეს რა უბედურებაა. :) ლუდოგორეცი მოვიყვანე ცოტა აზრზე. – BruTe () 11:43, 30 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ ძალიან ცუდი ენით წერს ეგ მომხმარებელი და ასეთი უყურადღებო მუშაობის გამო არაერთხელ მიიღო გაფრთხილება და გზავნილები თხოვნებით. საკუთარი თავისადმი კრიტიკული მიდგომა აკლია, სამწუხაროდ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:50, 30 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მწვერვალი, მთა და სხვა

მე ვფიქრობ, რომ ქართულ ვიკიპედიაში მთებთან, მწვერვალებთან, პიკებთან მიმართებაში ერთი კატეგორია უნდა გვქონდეს — მთა. მწვერვალი არსებითად იგივე მთის, ბორცვისა თუ მასივის უმაღლესი წერტილია ანუ მთის ელემენტი. შევქმათ მხოლოდ კატეგორია მაგ., საქართველოს მთები. თორემ ძალიან არეულია. არის ვინმე წინააღმდეგი ?. - OTOGI Messages 12:25, 10 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთის ა/რ დროშა

კაროჩე ესეთი შეკითხვა მაქვს ეს დროშა რამდენად კორექტულია?

 

რატომ მაინცდამაიც ეხლა? სრული ბალაბურდაა აფხაზეთთან მიმართებაში და იმიტომ.--Surprizi განხილვაწვლილი 09:39, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

აი ეს თარგი და სხვა მრავალი გარკვევას ითხოვს! თუ ვეთანხმებით აფხაზეთის თანამედროვე დროშას მაშინ ვთქვათ, ნუ იცით რაც. თუ არა და ვერ გავიგე აფხაზეთის მარიონეტულ მტავრობას მარიონეტული დროშის გავრცელებაში ვეხმარებით?--Surprizi განხილვაწვლილი 09:42, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ესეც მისახედია. Autonomous Republic of Abkhazia ინგლისურში. კრიფავ და აფხაზეთის რესპუბლიკის პარადი მიდის. არადა ეს ორი სხვა დასხვა სუბიექტია და მათი ერთმანეთში არევა არასწორია. ნუ ჯანდაბას თუ რუსულზეც და ინგლისურზეც აფხაზური პარადი მიდის ქართულზე მაინც მოვწესრიგდეთ და ეს დროშა, თუნდაც ისტორიული იყოს არ უნდა გახდეს აფხაზეთთან მაიდენტიფიცირებბელი.--Surprizi განხილვაწვლილი 09:47, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

იმ თარგიდან, რომელიც შენ აქ მიუთითე, აფხაზეთის დროშა ამოსაღებია, ორი აზრი არაა. დროშა საერთოდ არ უნდა იყოს მითითებული იქამდე, სანამ ავტონომიური რესპუბლიკა ოფიციალურად არ მიიღებს (ამჟამად არაა მიღებული). რაც შეეხება უცხოენოვან სტატიებს, ეს გვერდი ეხება არა აფხაზეთის რესპუბლიკას, არა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, არამედ სადავო ტერიტორიას და რეგიონს. მგონი რუსულ ვიკიპედიაშიც ასეა, თუმცა მე პირადად საერთოდ აღარ მაინტერესებს რუსულში როგორ იქნება. – BruTe () 10:17, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
დაგეთანხმებოდი სადავო ტერიტორიასა და რეგიონის თაობაზე მარა მთავარ თარგში აი ესენი:

Republic of Abkhazia

Аҧсны Аҳәынҭқарра (Abkhaz)

Aphsny Axwynthkharra

აფხაზეთი (Georgian)

Apkhazeti

Республика Абхазия (Russian)

Respublika Abkhaziya

Government Unitary semi-presidential republic

- President Raul Khajimba

- Prime Minister Beslan Butba

რა უბედურებაა? რავა, ქართულად აფხაზეთია და დანარჩენ ენებზე რესპუბლიკა? ქემაინც შევეტენოთ და ვუთხრათ მსოფლიოჰარმონიის დასაცავად ქართულსაც მიუწერეთ რესპუბლიკათქო?! მარა ეს შეგნებულად არის გაკეთებული რომ ქართველში პრეტენზია არ გამოიწვიოს და უცხოელში კი ნელ ნელა დაამკვიდრონ ეს "რესპუბლიკა".

თუ ეს ზოგადად აფხაზეთის რეგიონზეა მათ არ აქვთ თავშივე პრეზიდენტები და ვიცეპრეზიდენტები ასახელონ თითქოს იურიდიულად მაგენი იყონ უპირატესნი! მარა მე ისე ვატყობ მათთან კამათი არა ღირს და სადამდეც მივლენ მაგენი ქე გამოჩნდება! მოკლედ, დროშაზე დიდი მადლობა თორე სულ მღრღნიდა--Surprizi განხილვაწვლილი 13:01, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ეს ხარახურა წავშალე პრეზიდენტი ჯერ არ მიმიყოლებია და ვიღაცა არარეგისტრირებულმა გამიუქმა! ნეტა რას იმალებიან?--Surprizi განხილვაწვლილი 13:29, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

აბა ეს როგორ მოგწონთ? Map centred on the Caucasus indicating Abkhazia (orange) and Georgia proper with South Ossetia (grey). )) რეებს სწერენ ვინ დაარედაქტირა საერთოდ?!--Surprizi განხილვაწვლილი 13:31, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

Surprizi მე მზად ვარ ნებისმიერ რამეში დაგეხმარეო, მეც ვიბრძოდი თავის დროზე ამაზე და საერთოდ ამ ინფოდაფის ამოღება ან ქვევით ჩატანა მინდოდა, მაგრამ არგუმენტად მოიყვანეს აფხაზეთის რეალურ დე ფაქტო მდგომარეობას ეს ასახავსო.--g. balaxaZe 10:33, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
გამოსავალი ჩემის აზრით იმაშია რომ მაქსიმალურად გავწელოთ(შევავსოთ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩანართი ისე რომ მარტო ავტონომიურმა დაიტიოს 10-20 თაბახი. მერე მიხვდებიან რომ დასაწერი ბევრია მარტო ერთზე არათუ ყველა ერტად ჩაყარონ!. მაგისთვის ქართულში გვაქვს თარგი და ის ასე გამოიყურება:

ასე რომ თუ რამე იცი წერე ჩვენს გრაფაში თორე სანამ ცოტაა ლოგიკური პრეტენზია უცხოელს არასოდეს გაუჩნდება, იტყვის ბარემ ეყაროს ერთადო!--Surprizi განხილვაწვლილი 11:17, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

Giorgi Balakhadze აი ეხლა დეფაქტოები მივუწერე ხაჯიმბას და ჩვენი კაცი ჩავაკვეხე თავში. He was elected chairman of the Supreme Council of the Autonomous Republic of Abkhazia, ეს რამდენად სწორია საბჭოს თავჯდომარეა თუ მთავრობის?--Surprizi განხილვაწვლილი 11:40, 17 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: ეს ინფოდაფა იმათ ისე გააკეთეს რომ სეპარატისტულ აფხაზეთს ასახავს, არამგონია ამ ჩამატებებით ფონს გავიდეთ მაინც. მაშინ უნდა შევცვალოთ ვალუტაც, ოფიციალური ენებიც და კიდევ ბევრი რამ. ორი არჩევანი გვაქვს, ან ავტონომიის თარგი ცალკე იყო და სეპარატისტების ცალკე, როგორც შვედურ ვიკიზეა ► [1] ან თარგი ისე უნდა გადავაკეთოთ, რომ პოლიტიკურ თემებს არ შეიცავდეს და მარტო ტერიტორიის ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა, მთავარი ქალაქი და ა.შ. აისახებოდეს, ისე, როგორც ჩვენ სტატია ► აფხაზეთშია.--g. balaxaZe 06:35, 18 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Giorgi Balakhadze: ალბათ პირველი აჯობებს რადგანაც სეპარატისტები თუმცაღა სეპარატისტები არიან ისინი მოითხოვენ რომ მათი უფლებებიც დაცული იყოს და ნუ ძაან ბევრი რო ვიდაოთ მაინც მივალტ იმ დასკვნამდე რომ მათაც აქვთ სათქმელი სიტყვა რადგანაც სეპარატისტების გარდა ისინი უპირველეს ყოვლისა ადამიანები არიან რომელთაც აქვთ თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. მოკლედ შევთანხმდეთ რომ იყოს სამი თარგი ერთი ზოგადად აფხაზეთის როგორც ძირითადი სტატია, მეორე ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის და მესამეც ჩვენი გასაკეთებელია რამდენად უცნაურად არ უნდა ჟღერდეს და ეს აფხაზეთის რესპუბლიკის თარგი უნდა იყოს თორე ეგ სეპარატისტები ან თვითონ შეცვლიან ან უცხოელს შეაცვლელვინებენ მთავარ თარგს. ასე რომ სხვა გზა არ გვაქვს აფხაზეთის რესპუბლიკის თარგიც ჩვენ უნდა შევქმნათ! პრინციპში რა დიდი შესაქმნელი ეგაა. პროსტო მონაცემები ჩაიყრება და ვსიო!--Surprizi განხილვაწვლილი 07:22, 18 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Giorgi Balakhadze: მოკლედ სომხების გარდა ყველგან რესპუბლიკა აფხაზია დაწერეს ვირუსებმა. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ ეგება რამე ფოტო შევკრათ თარგის მაგივრად და ვიკიპედიაზე ავტვირთოთ და განხილვის გვერდზე დავუდოთ ეგება წაიკითხონ თორე რა იციან მაგათ რა არის აფხაზეთი და რა დეფაქტო რესპუბლიკა.--Surprizi განხილვაწვლილი 14:01, 2 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

პიროვნების ინფოდაფა სამხედროებზე

სალამი.

ინფოდაფებში სამხედრო მოღვაწეზე არ არის თარგი და ვინმე მცოდნემ მიჰყოს ხელი ამ საქმეს, კარგი იქნება. – Abu Anwar განხილვაწვლილი 12:59, 20 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

არის ეს ინფოდაფა. — Mikheil მიწერა 13:23, 20 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე – Abu Anwar განხილვაწვლილი 04:51, 21 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

„1 წუთი მაესტროზე“

რა აზრის ხართ, ამ რუბრიკაში რომ ჩავეწეროთ რომელიმე, რა თქმა უნდა, ვიკიპედიის შესახებ? რამდენიმე დღე მაინც იტრიალებს. — Mikheil მიწერა 13:54, 3 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) ალბათ ისევ შენ თუ მოგიწევს ;) --g. balaxaZe 18:25, 3 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) — G.G. 07:13, 4 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

„ვიკიმედია არმენიას“ შემოთავაზება

კოლეგებო, „ვიკიმედია არმენიას“ ქართულ ვიკიპედიასთან საინტერესო შემოთავაზება აქვს. ჩვენს მეზობლებს აქვთ სურვილი, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მათი წლიური გრანტის ფარგლებში, მოვაწყოთ კონკურსი, რომელიც გულისხმობს სტატიების შექმნას ერთმანეთის ქვეყნების შესახებ, დაახლოებით ისევე, როგორც ამას „ვიკიპროექტ ქვეყანაში“ ვაკეთებთ. გამარჯვებული 1 ან 2 ადამიანი, ორივე მხრიდან, 5 დღით დასასვენელბად გაემგზავრება მეორე ქვეყანაში. ხარჯებს მთლიანად დაფარავს „ვიკიმედია არმენია“. ველი თქვენს პასუხს, რომ მივწერო თანხმობა ან უარი. — Mikheil მიწერა 16:18, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი წინადადებააა, ასეთ საქმეს უარი არ შეშვენის. ჩემი მხრიდან თანხმობა. --ჯაბა 1977 16:27, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა თანხმობა უთხარი. რაც მეტი ერთობლივი პროექტები გვექნება მით უკეთესი--დათო1010   16:29, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) ვარ. — GIO→13  17:08, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]
არ მგონია ვინმე წინააღმდეგი იყოს. ალბათ ამ კონკურსზეა ხო ლაპარაკი? იმ განსხვავებით რომ შემოდგომაზე ჩატარდება... :) – BruTe () 19:18, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]
არა სანდრო ეს სრულიად სხვა კონკურსია. --ჯაბა 1977 19:30, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. იმედია კონკურსის წესებსაც მალე შემოგვთავაზებთ. :) – BruTe () 19:37, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

თავისუფლად შეგიძლიათ აქ გაეცნოთ :) --ჯაბა 1977 19:47, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰო კიდევ სანდრო. შეგიძლია თარგმნაშიც დამეხმარო. :)--ჯაბა 1977 19:57, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე შემოდგომაზე ჩასატარებელი კონკურსი ვიგულისხმე. :) – BruTe () 20:00, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. თუმცა შენი დახმარება არც გაზაფხულის კონკურსზე გვაწყენდა. :) --ჯაბა 1977 20:02, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

ორივეში მივიღებ მონაწილეობას რა თქმა უნდა. – BruTe () 20:05, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

არვიცი რა უნდა შემოგვთავაზოს ვიკიპედია არმენიამ, ალბათ ის რომ ჩვენც ჩავსწეროთ აფხაზეთის გვერდზე აფხაზეთი — ოფიციალურად კი აფხაზეთის რესპუბლიკა?! აფხაზეთის განხილვის გვერდი. შეგახსენებთ რომ ლინკი რომელიც მითითებული აქვს სომხურ ვიკიპედიას რომელზედაც ეყრდნობოდა სამართლიანად სომხური ვიკიპედია, იყო სასომხეთის ოფიციალური საიტი რომელშიც აღიარებულ ქვეყნებთა ჩამონათვალში "ა" აფხაზეთი და ოსეთიც ჰქონდათ მოთავსებული ოფიციალურად აღიარებული ქვეყნების გვერდით. აღნიშნულის გამო მივმართეთ საგარეო სამინისტროს და იმავე დღისით ქართულმა საელჩომ სასომხეთში საპროტესტო ნოტით მიმართა სასომხეთის რესპუბლიკას რის გამოც ეგ პედეეფები წაშალეს. თუ გგონიათ რომ ზღაპარს გიყვებოდეთ შემოძლია მოგაწოდოთ პედეეფიც და თავადვე დარწმუნდეთ. იქედან გამომდინარე რომ ეს საიტი და შესაბამისად პედეეფებიც აღარაა მე სომხურ ვიკიპედიას ხან კატეგორიულობით და ბოლოს მუდარით მივმართე რომ წაეშალათ სომხური ვიკიპედიიდან სიტყვები აფხაზეთის რესპუბლიკა. მაგრამ რამდენჯერაც ჩავსწერე იმდენჯერა გამიუქმეს რედაქტირება. ამიტომ გისვამთ ესეთ შეკითხვას. რა აზრი აქვს რაიმეს რედაქტირებას სომხურ ვიკიპედიაში თუ იქ სიმართლე უბრალოდ არ აინტერესებთ! თუ თქვენ თქვენი ძალების დახარჯვას აპირებთ სომხურ ვიკიპედიაში ისეთი სტატიების დასაწერად როგორც საქართველოს ქალაქები და დასახლებული პუნქტებია, რავიცი ეს თქვენი არჩევანია რაში რა მონაწილეობას მიიღებთ. მე პირადად მიმაჩნია რომ ქართულ ვიკიპედიაში უფრო მეტი მაქვს გასაკეთებელი. პატივისცემით.--Surprizi განხილვაწვლილი 06:36, 20 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

რას ჰქვია, „სასომხეთის ოფიციალური საიტი“? სომხურ ვიკიპედიას გულისხმობ? ან ამ ყველაფერთან რა შუაშია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო? ეს იგივეა, ჩვენზე რაიმე ბერკეტი გააჩნდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აბსურდია! როგორც ჩანს, ვერ ჩაწვდი ამ თანამშრომლობის აზრს. ისინი ჩვენ შესახებ დაწერენ სომხურ ვიკიში, ჩვენ კი მათ შესახებ ქართულში. კარგი, ვთქვათ ასე უწერიათ, თანამშრომლობის ამაზე უკეთეს შანსს ინატრებ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად? — Mikheil მიწერა 10:54, 20 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

სომხურ ვიკიპედიაში გარკვეული ლაფსუსები არის, თუმცა მიშას 100 % ვეთანხმები და თანამშრომლობის ასეთ ხელსაყრელ მომენტს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებ. ახლა ერთი პატარა მაგალითი: სომხებისთვის ასეა ცნობილი რომ მესროპ მაშტოცი არის ქართული ანბანის შემქმნელი, მაგრამ მე მსგავსი მეგობრული კონტაქტების შედეგად ჩემს სომეხ ვიკიპედიელ მეგობარს დავაწერინე სტატია დავათის სტელა სომხურ ვიკიში და უკვე არსებობს შესანიშნავი გამაბათილებელი ინფორმაცია იმისა, რომ მესროპ მაშტოცი ვერ შექმნიდა ქართულ ანბანს. მე ვფიქრობ მეგობრობით და თანამშრომლობით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. --ჯაბა 1977 14:20, 20 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

თუ თანამშრომლობა აღმოფხვრის ისეთ ლაფსუსურ სიჯიუტეს როგორიცაა ოფიციალურად აფხაზეთის რესპუბლიკა მივესალმები ორივე ხელით!!! უბრალოდ მე პირადად გული დამწყდა რომ არც თხოვნამ რო არ გაჭრა ისეთ საკითხის მოთხოვნამ რაც ჩვენ ქვეყნების სადავო ტერიტორიებთან კავშირში არაა! რაც შეეხება არმუნულ გვერდს აფხაზეთი იქ ეხლაცაა დასაწყისში მითითებული ლინკი ისეთი ოფიციალური გვერდიდან როგორიცაა სომხეთის საჯარო რეესტრი. უბრალოდ ჩვენი მხარის მოთხოვნით ეგ ლაფსუსი აღმოიფხვრა მაგრამ ვიკიპედია მაინც იმოწმებს "მკვდარი" გვერდის შინაარს სადაც არანაირი პედეეფები აღარ დევს. ისევ და ისევ თუ დაგიჯერებენ თქვენ და თუ შეცვლით ესეთ უაზრობებს რომელიც თვით სომხეთს უქმნის დისკომფორტს და არა ჩვენ იქნება ძალიან კარგი!--Surprizi განხილვაწვლილი 15:53, 20 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

სომხური ვიკიპედიის თხოვნა

კოლეგებო, სომეხი ვიკიპედიელები მოგვმართავენ თხოვნით, რომ 24 აპრილს, სტატია სომეხთა გენოციდის შესახებ, 1 დღით გავიტანოთ მთავარ გვერდზე. რას იტყვით? — Mikheil მიწერა 22:41, 17 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ მათი ისტორიისადმი პატივისცემა, სხვა დადებით მოვლენებს გამოიწვევს. ალბათ უარი არ უნდა ვუთხრათ. ერთი დღით არაფერი დაშავდება. --ჯაბა 1977 04:15, 18 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მთავარზე გავიტანთ, ხელის შევლება არ აწყენს და აუცილებლად გასალურჯებელი იქნება შესავალში არსებული რამდენიმე წითელი ბმული--SHOTHA [UT] 07:26, 18 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

რჩეული სტატიის ადგილის უნდა გავიტანოთ?--დათო1010 07:43, 18 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

კი დათო. შოთა ამჟამინდელი სტატიაც წითელი ბმულებით გავიტანეთ, თუმცა მეც სიამოვნებით დავუჭერ მხარს მაგ სტატიების „გალურჯებას“. --ჯაბა 1977 13:46, 18 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) — Mikheil მიწერა 15:40, 18 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

  (წინააღმდეგი) – მე არ ვიქნები მომხრე, ეს გარკვეულწილად პოლიტიკური საქციელია. თურქულმა მხარემ რომ გვთხოვოს არ გაიტანოთო, რომელს დავუჭიროთ მხარი ? მემსმის პიროვნული ურთიერთობები გაქვთ ბევრ მათგან და არ გინდათ არ აწყენინოთ, მაგრამ მსგავსი პოლიტიკურიო სვლები ვიკი სივრცეში გაუმართლებლად მიმაჩნია. ეს რომ ეხებოდეს სიტყვის თავისუფლებას ან ზოგადად აღიარებულ მოვლენას მაშინ კიდევ ჰო, თუმცა სომხების გენოციდი საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საკითხია და ბევრი ქვეყნის მიერ არ არის აღიარებულუი. არ სასტიკად წინააღმდეგივარ მსგავსი პოლიტიკური ქმედების განხორციელების! --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:48, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

მოდი, პრაგმატულად შევხედოთ საქმეს. თურქულ მხარეს არა თუ „ვიკიმედია“, user group-იც არ აქვს, „ვიკიმედია სომხეთი“ კი ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციაა ვიკიმედიებს შორის. — Mikheil მიწერა 07:52, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
არამგონია ვიკიპედიის მთავარი პრინციპი პრაგმატულობა იყოს, საკითხს იმის მიხედვით არ უნდა მივუდგეთ რომლი მხარე უფრო ძლიერია. კიდევ ვიმეორებ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია რომ ასე განვსაჯოთ. რამდენად სამართლიანია ასეთი საქციელი ესაა მთავარი. რამდენად მიუკერძოებელი და ობიექტუეია, ესაა მთვარი კითხვა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:21, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
პაატა ვინმეს არ ვაწყენინოთ კი არა, მე მაგ ხალხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დროშა წავაშლევინე თავიანთ სტატიაში და ვფიქრობ ჯიქურ მიდგომას სჯობს თანამშრომლობა, რაც ბევრ დადებით შედეგს გამოიწვევს ისევ საქართველოს სასარგებლოდ. --ჯაბა 1977 13:50, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
ბოდიშით მეგობრებო, მაგრამ ჩემთვის ეს მაინც პოლიტიკურ აქტად რჩება და მიუღებელია. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:00, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

პაატა შენ შენი აზრი დააფიქსირე და ეს უკვე მისაღებია. უბრალოდ მე არგუმენტი გავამყარე. --ჯაბა 1977 14:04, 20 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჩემი შემოთავაზება (1)

რაც არაა დაბეჯითებით ცნობილი, რომ შევქმნათ პრესა საინტერვიო სტილში (თუ თანამედროვეა) ან კომისიები გამოსაკვლევ-გამოსაკითხათ ვიკი-პრესა (უცხორზე მგონი მინახავს) ვიკიკომისია :) და შეხვედრები ხელოვნების თუ სხვა კულტურულ თემებზე...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.73.78 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ბოსნიის სატიტულო ერი

ბოსნიის სატიტულო ერს ქართულად რა ქვია? ბოსნიელების სტატიის მიხედვით ბოსნიელი უბრალოდ ბოსნიის მცხოვრებს ნიშნავს ეთნიკური ნიშნის მიუხედავად (ბოსნიელები, ხორვატები და სერბებიც). საკუთრივ სატიტულო ეთნოსი როგორ არის ქართულად – მუსლიმები, ბოსნიაკები თუ ბოშნიაკები?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Abu Anwar (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მსგავსი სახელწოდებები ქართულში არ აქვს. ჩვენთან პირდაპირ გამოიყენება ბოსნიელები ან ბოსნიელი მუსლიმები.--დათო1010 06:03, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
ესე იგი ბოსნიელები ეს უნდა გადაიწეროს ისე, რომ შეესაბამებოდეს ბოსნიელ ეთნოსს, მართალი ვარ? – Abu Anwar განხილვაწვლილი 06:37, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
მე ვფიქრობ უნდა შეიქმნას ორი სტატია, ერთი - ბოსნიელები (ეს იქნება ზოგადად ბოსნია და ჰერეცეგოვინის ყველა მაცხოვრებელზე), ხოლო მეორე ბოსნიელი მუსლიმები (რომელიც ბოსნიელებზე, როგორც ეთნოსზე იქნება) ან ბოსნილები და ბოსნიელები (ეთნოსი). ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, დაველოდოთ სხვების აზრსაც და ისე გადავწყვიტოთ.--დათო1010 08:12, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა დაველოდოთ სხვებსაც. — Abu Anwar განხილვაწვლილი 12:06, 27 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ რომ ეს სტატია უნდა დარჩეს ისე როგორც არის, რადგან ის არის ბოსნიელებზე ანუ ბოსნიის მოქალაქეებზე, ხოლო მუსლიმ ბოსნიელებზე უნდა ცალკე შეიქმნას სტატია როგორც en:Bosniaks ამის ანალოგიური. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:26, 27 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

სტატია საქართველოს ინფოდაფასთან დაკავშირებით გარკვეული ნორმების მიღება გვჭირდება და ასევე მოსაწესრიგებელია ქვეყნების ნუმერაცია ფართობის, მოსახლეობის, სიმჭიდროვის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. გთხოვთ გამომეხმაუროთ და შევიმუშაოთ საერთო მიდგომა, სისულელა ერთი სტაია CIA-ს მიხედვით იწერებოდეს მეორე კი სხვა მონაცემებზე, ჩემი აზრით პრიორიტები ოფიციალურ სახელმწიფო სტატისტიკურ სამსახურებს უნდა მიენიჭოს. --g. balaxaZe 17:36, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

კონკურსი

კოლეგებო, ფეისბუკზე კი დავსვი ეს კითხვა უკვე, ჩვენს ჯგუფში, მაგრამ აქაც დავწერ, Nokia-ს (აწ უკვე Microsoft Lumia) ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, სავაჭრო სახლ „გოლეთიანს“ სურს ერთობლივი კონკურსი Microsoft Lumia-ს თემატიკის სტატიებზე. გაათამაშებს რამდენიმე სმარტფონს. რა აზრის ხართ? — Mikheil მიწერა 20:34, 29 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)რა თქმა უნდა   (მომხრე)--დათო1010 20:43, 29 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) – --ბალა 04:15, 30 აპრილი 2015 (UTC) გადასარევია
  (მომხრე) — GIO→13  06:30, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე)--SHOTHA [UT] 10:08, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე)— ჯაბა 1977 15:00, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) – MEDGEORGIA • Talk to me! 19:20, 30 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე). კარგი იდეაა. - OTOGI Messages 19:09, 1 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპროექტი ჩერნოგორია

როდესაც შექმნით, გთხოვთ, ყველა სტატია, რომლის სათაურშიც ურევია ჩერნოგორია, გადაამისამართოთ მონტენეგროს დასახელებიდანაც. — Mikheil მიწერა 18:04, 2 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

გამარჯობათ. გუშინ ვიყავი სტუმრად აღნიშნულ დაწესებულებაში და მივიღე სრული მხარდაჭერა მასალების კუთხით. ამ დღეებში ბაგრატის ტაძარის გვერდზე დამატებული პირველი ტექსტი მათი დახმარებით შედგა. სამომავლოდ დავგეგმეთ აღნიშნული დაწესებულების მიერ შესრულებული და დასრულებული პროექტების განთავსება ვიკიპედიაში. ანუ ძეგლის არქიტექტურული მხარე და რეკონსტრუქციის ისტორია. აქ თავს იჩენს ერთი საკითხი, კერძოდ ფოტოებთან მიმართებაში. რას მირჩევთ როგორი ლიცენზიით უნდა ავტვირთოთ ვიკიმედიაში ფოტოები რომ ფოტოს ავტორიც მიეთითოს, სააგენტოც დასახელდეს, ლოგოც დაედოს და ამტვირთავი მე ვიყო?

პ.ს. მადლობა ადმინებს გენერალური დირექტორის ბატონ ნიკოლოზ ანთიძეს გვერდის შელამაზება/ვიკიფიცირებისათვის!--Surprizi განხილვაწვლილი 03:18, 5 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:Otogi ამის მსგავსად გავაკეთო? ანუ ავტორში ჩავუწერ ვისი გადაღებულიცაა. თუ ახალი გადაღებულია და 70 წელი გასული არაა რა ლიცენზია მივუთითო? ისანია არც pd-old da arc pd-art და არც pd-self. აბა რას მირჩევთ? ანუ ფოტო დიდი ალბათობით აიტვირთება ლოგოსთან ერთად და მითითებული იქნება ფოტოგრაფის სახელიც და წყაროში ის რომ აღნიშნული ფოტო მოგვაწოდა "სააგენტომ". ხოდა აი ლიცენზია რა მივუთითო ფოტოზე თუ "სააგენტოც" და "ავტორიც" თავიანთი კეთილი ნებით ავრცელებენ ლოგოიან ფოტოს ყველანაირი უფლების გარეშე. რაც მთავარია ლოგო ზედ იქნება და თუ ვინმე გამოიყენებს ის ავტომატურად ასოცირებული იქნება "სააგენტოსთან".--Surprizi განხილვაწვლილი 07:17, 5 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: ეს ყველაფერი ძალიან კარგია!. რა თქმა უნდა თუ სურათი თანამედროვე ავტორის მიერ არის გადაღებული ეს თარგი → {{PD-Old}} არ გამოდგება. „ავტორში“ იმ შემთხვევაში უნდა იყოთ, თუ სურათი თქვენი გადაღებულია, სხვა შემთხვევაში თარგში უნდა მიეთითოს ავტორის ვინაობა. ჯერ გაარკვიეთ თვითონ რა ლიცენზიით სურთ ამა თუ იმ ფაილის გავრცელება. კომონზზე მათაც შეუძლიათ ატვირთონ ფაილები. - OTOGI Messages 20:11, 5 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ლიცენზიის საბოლოო პირობაზე კიდევ ჩამოვყალიბდები მათთან, მაგრამ მათ რანაირად შეეძლებათ რომ ატვირთონ ფოტო? ანუ ამტვირთავი რიგითი აიპი იქნება თუ დარეგისტრირდენ და ისე? დავუშვათ და დარეგისტრირდენ ნიკი მათ შემთხვევაში აუცილებლად ორგანიზაციის სახელწოდებასთან უნდა იყოს ასოცირებული, მაგალითად — "heritagesites.ge"? თუ როგორ ჯობია?--Surprizi განხილვაწვლილი 07:01, 6 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: არა, ორგანიზაციის სახელი დაუშვებელია, IP-დან სურათს ვერ ატვირთავთ, აქაუნთის შექმნაა საჭირო. ჩვეულებრივად, ნიკით, გვარ-სახელით დარეგისტრირდეს ის დაინტერესებული ადამიანი და ატვირთოს ფაილები. გააჩნია რა ლიცენზიით სურთ ფაილების გავრცელება, მაგალითად, შესაძლოა ავტორს სურდეს, რომ მისი ფაილის გამოყენებისას მითითებული იყოს მისი სახელი და ა.შ. გააჩნია თვითონ როგორ აწყობთ. - OTOGI Messages 09:47, 6 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ასეთი ვარიანტი თუა შესაძლებელი რომ, ავტვირთო ფოტო მე, ხოლო ლიცენზია, ავტორი, თარიღი და წყარო მივუთითო მე შესაბამის ადგილას? ანუ ფოტოს მართალია ავტორი ყავს მარა ის უკვე ერგანიზაციასტან ხელშეკრულების შესაბამისად ურგანიზაციის კუთვნილება ხდება. ჩვენს შემთხვევაში ორგანიზაცია აზიარებს მის ხელთ არსებულ ფოტო მასალას საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალლისწინებით. ანუ მე რომ ავტვირთო მათი მხრიდან რეგისტრაციის გარეშე, ეს თუა შესაძლებელი?--Surprizi განხილვაწვლილი 11:55, 6 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

დარწმუნებული ვარ რომ ესეთი ფოტო მასალები ვიკიმედიაში წვდომა რომ გვქონდეს გადასარევი იქნებოდა. ძეგლს უფრო უკეთ წარმოვადგენდით! თუ სურვილი გექნებათ და თუ ჩათვლით საჭიროდ შემიძლია შესაბამის სამსახურსაც შეგახვედროთ.--Surprizi განხილვაწვლილი 11:59, 6 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: შეიძლება რა თქმა უნდა. გაარკვიეთ ლიცენზია და ატვირთეთ. - OTOGI Messages 15:19, 6 მაისი 2015 (UTC)[უპასუხე]

Revision help

Dear All,

please revise the article on this link

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90

this is the article for my rector, found on this link

https://en.wikipedia.org/wiki/Ninoslav_Marina

Best regards, Jovanuist განხილვაწვლილი 10:34, 8 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

  DoneMikheil მიწერა 11:23, 8 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

Galicia 20 - 20 Challenge

 

Wikipedia:Galicia 20 - 20 Challenge is a public writing competition which will improve and translate this list of 20 really important articles into as many languages as possible. Everybody can help in any language to collaborate on writing and/or translating articles related to Galicia. To participate you just need to sign up here. Thank you very much.--Breogan2008 განხილვაწვლილი 10:15, 9 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ახალი ვიკიპროექტი

გამარჯობა ვიკიპედიელებო! რას იტყვით ახალი ვიკიპროექტის შექმნაზე: ვიკიპროექტი მედიცინა. ამ სფეროში ქართულ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება.ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 16:29, 23 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

რათქმაუნდა საჭიროა სამედიცინო სტატიების სიმრავლე, თუმცა თემა სპეციფიურია და სიზუსტე სჭირდება. გიორგი  

ჩემი აზრით ეს არ არის პრობლემა. სამედიცინო სტატიები ძირითადად უცხოურ ანალოგებზე დაყრდნობით შეიქმნება, სადაც მოცემულია კვლევებით დამტკიცებული ინფორმაცია. წყაროების სანდოობის შემოწმება ყოველთვის შეიძლება. პროექტს სერიოზული მხარდაჭერა დასჭირდება.ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 19:35, 23 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

თანაც სამედიცინო სფეროში კარგად გარკვეული მომხმარებლებია საჭირო, ტერმინების ზუსტად თარგმნისთვის. --გუგა  ნემსიწვერიძე  1998 05:24, 24 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ამიტომაც გთავაზობთ პროექტის შექმნას. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნების უმეტესობას გაცნობიერებული აქვს, რომ ამ სფეროში ადამიანების ინფორმირება ბევრ პრობლემას ააცილებს თავიდან.ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 05:51, 24 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

და შენი აზრით, პროექტი რა სახის უნდა იყოს? --გუგა  ნემსიწვერიძე  1998 16:22, 25 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად შეიძლება ავიღოთ ინგლისურენოვანი ანალოგი, რომლის მიზნებშიც ნათქვამია:"WikiProject Medicine seeks to benefit the world by giving the general public and health care professionals a text they can all read, appreciate, and respect, free of charge." ქართული ვიკიპროექტის მიზანი იქნება ყველა სამედიცინო სტატია გახადოს ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე.თავდაპირველად დაემატება და დალაგდება კატეგორიები, ქვეკატეგორიები, შედგება სათარგმნი სტატიების ჩამონათვალი თითოეულ კატეგორიაში. შედგება რედაქტორების ძირითადი ჯგუფი, ჯგუფში სასურველია ამ სფეროში გარკვეული პირის/პირების ყოფნაც, რომლებიც საბოლოოდ რედაქტირებას გაუკეთებენ სტატიის შინაარსობრივ-ტერმინოლოგიურ მხარეს.პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს.ვალიკო ბეგიაშვილი განხილვაწვლილი 18:31, 25 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი იდეაა, ძალიან მომწონს, მაგრამ რაღაც მონაწილეობის მსურველებს ვერ ვხედავ და გული მწყდება. გუგა  ნემსიწვერიძე  1998 11:36, 28 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) კარგი აზრია. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 13:47, 28 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

რუსული სახელების თარგმნა

მეგობრებო, რა გვავალდებულებს, რომ რუსული სახელების თარგმნა აუცილებლობად გავიხადეთ ვიკიში? საბჭოთა ლიტერატურა, რომ მოგვიწოდებს, გასაგებია, მაგრამ, რაზე იყო დაფუძნებული ეს ვალდებულება? და კიდევ მარტო რუსული სახელები ითარგმნებოდა? თუ რუსული/უკრაინული/ბელარუსული? თუ თხუთმეტივე მოკავშირე რესპუბლიკის?--GagaVaa 17:07, 23 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

გაგა საკუთარ სახელებს გულისხმობ?--დათო1010 18:45, 23 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]
კი, და მაინტერესებს რა გვავალდებულებს, რომ ალეკსანდრ ვთარგმნოთ, როგორც ალექსანდრე, მიხაილ - მიხეილ, ივან - ივანე, აფანასი (აჶანასი) - ათანასე, ნიკოლაი - ნიკოლოზ(?), ფიოდორ - თედორე(??), გეორგი - გიორგი, დმიტრი - დიმიტრი, ვლადიმირ - ვლადიმერ, ალეკსეი - ალექსი, პიოტრ - პეტრე, ანდრეი - ანდრია(???), სემიონ - სიმონ, იაკოვ - იაკობ, სერგეი - სერგი, გრიგორი - გრიგოლ, ვასილი - ვასილ, ვისარიონ - ბესარიონ, კონსტანტინ - კონსტანტინე, პაველ - პავლე(????), ნიკიფორ - ნიკიფორ, იოსიფ - იოსებ და ასე შემდეგ.--GagaVaa 20:25, 26 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]
რუსული, უკრაინული და ბელარუსული სახელების თარგმნა ასეა დამკვიდრებული.--დათო1010 07:21, 27 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

ვალდებულება? მაინტერესებს რა გვავალდებულებს?--GagaVaa 12:51, 27 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

აქვე: ანდრეი შევჩენკო გადასატანია ანდრია შევჩენკოზე?--GagaVaa 12:52, 27 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

ორი ერთნაირი სტატია

მეგობრებო, სტატიის განხილვაშიც დავწერე და პასუხი რომ ვერ მივიღე აქაც დავწერ. სტატია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უფრო სრულყოფილი სახით არსებობს სათაურით ქართული უნივერსიტეტი, თანაც შეუმოწმებელი აწერია. გთხოვთ თუ შესაძლებელია წავშალოთ ეს სტატია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და ამ სახელით გადამისამართება გავაკეთოთ ქართული უნივერსიტეტი–ზე, და მოვხსნათ ,,შეუმოწმებელიც". მადლობა წინასწარ. პატივისცემით,--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:54, 27 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

სტატიები შერწყმულია და გაკეთებულია გადამისამართება--GagaVaa 06:00, 28 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

სკოლების დასახელებების სისტემატიზაცია

მეგობრებო სკოლების სახელებზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. არსებბს რამდენიმე ვარიანტი:

იქნებ შეგვერჩია ერთი სტანდარტული სახე? თქვენ რას იტყოდით? --ჯაბა 1977 13:59, 1 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ, ბოლო ვარიანტია საუკეთესო. ყველაფერს მიესადაგება და ამომწურავიცაა. თუ უმერაცია არ იქნება, იქნება ასეთი ფორმით: ლაფანყურის საჯარო სკოლა. ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 14:43, 4 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მდებარეობის მითითების გარეშე მყისიერად გამოირიცხება. ბოლო ვარიანტი უნდა იყოს, ჩემი აზრითაც. ტრადიციულად, სკოლის ნომერს არაბულით აღნიშნავენ. Deu. 15:20, 4 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

Просьба

У меня есть к Вам просьба--Hayk.arabaget განხილვაწვლილი 09:35, 6 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

მსურს დავწერო სტატია ელფირდე იელინეკის ,,ბემბილენდზე ( მისი მოკლე მიმოხილვა, ვინაიდან ქართულად არ არის თარგმნილი). შესაძლებელია კრიტიკოსთა მასალებიც დავიხმარო? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.80.150 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა. სტატია უნდა იყოს ენციკლოპედიური სტილის. — Mikheil მიწერა 17:56, 7 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მასალები

გამარჯობათ. მე გახლავართ დავით საყვარელიძე. ინტერნეტ სივრცეში არსებობს ესეთი საიტი dzeglebi.com, რომელის ადმინისტრატორიც მე გახლავართ. მოკლედ, თუ დაგაინტერესებთ, ქართული ვიკიპედიას განვითარების მიზნით, სრულიად უსასყიდლოდ გადმოგცეთ ამ საიტიდან ინფორმაციის გამოყენების უფლებას, რადგან საიტი შეიძლება დაიხუროს. თუ დაინტერესდით არსებული წინადადებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონზე 577041493 ან ფოსტაზე: dsdatuna1970@gmail.com. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.100.237.29 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მეგობრებო, ამ ადამიანს და კარგ კაცს დავუკავშირდი უკვე და მზადაა გადმოგვცეს მასალები. მეილზე მივწერ ახლავე. --ჯაბა 1977 16:39, 29 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი! ახლა ვნახე საინტერესო მასალებია და მადლობა ამ ადამიანს! ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 16:44, 29 სექტემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამომცემლობა "ისტორიანი"

მოგესალმებით. მოკედ გამომცემლობა "ისტორიანი" კარგა ხანია ტექსტის სახით თავის ფეისბუკ გვერდზე თავის გამოცემებში არსებულ მასალებს ტექსტის სახით ავრცელებს. მე მათ მივმართე თხოვნით მესარგებლა (დამეკოპირებინა) აღნიშნული მასალა ვიკიპედიაში შესაბამისი მითითებებით. აი მაგალიტად ისე როგორც ეს ამ - "დავით არსენიშვილი" სტატიაზე გაკეთდა. რაზეც მატ თანხმობა განმიცხადეს. კიტხვა მაქვს ესეთი. ტექსტის დაკოპირება ლიცენზიის დარღვევებთან ხომ არ ასოცირდება? ანუ მე არ მინდა ვაკეთო საქმე რომელსაც მერე სავარაუდოდ წაშლიან. და მირჩევნია თადარიგი დავიკავო. რას იტყვით? არადა მატ უკვე ბევრი საინტერესო მასალა აქვთ ატვირთული!--Surprizi განხილვაწვლილი 11:16, 4 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

თუ მიღებულია მათგან თანხმობა, ამის პრობლემა არ არის. მეორე საკითხია, რომ ტექსტები იყოს ვიკიპედიური, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ უბრალოდ ვიკიპედიური სტილის თხრობა ჰქონდეს სტატიას და ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი დაცული იყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:30, 4 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

კეთილი.--Surprizi განხილვაწვლილი 12:11, 4 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ერთერთი

მოკლედ გრამათიკულად რომელია სწორი ერთერთი თუ ერთ-ერთი?--Surprizi განხილვაწვლილი 07:12, 31 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ერთ-ერთი.-George.G განხილვაწვლილი 07:27, 31 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]