ლაფანყურის საჯარო სკოლა
ლაფანყურის საჯარო სკოლა — სოფელ ლაფანყურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. შენობა ორსართულიანი და ნაწილობრივ რეაბილიტირებულია.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა | |
---|---|
დირექტორი: | ლალი იარაჯული |
ტიპი: | საჯარო |
მოსწავლე: | 114 |
მისამართი: | სოფელი ლაფანყური |
ელ. ფოსტა: | schools\lapankuri@mes.gov.ge |
ლაფანყურის საჯარო სკოლა სპორტ დარბაზისა, დირექტორის კაბინეტისა და 12 საკლასო ოთახის გარდა მოიცავს სამასწავლებლო, საკანცელარიო, კომპიუტერებისა და დარაჯისათვის განკუთვნილ ოთახებს.
მეორე მსოფლიო ომამდე სოფელში მხოლოდ დაწყებითი სკოლა იყო. 1950 წელს კი პირველი მერვე კლასი გამოუშვა. 1973 წელს აშენდა ახალი სკოლა, რომელსაც უკვე საშუალო სკოლის სტატუსი ჰქონდა. იმ დროს სკოლაში 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა.