ლაფანყური
ლაფანყური — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ლოპოტის მარცხენა სანაპიროზე. ხეობა სამი მხრიდან გარშემორტყმულია კახეთის კავკასიონის მთებით. ეს მთებია: დიდი მუხაციხე, პატარა მუხაციხე, სასანთლე, ნაყოროღალი, დიდი და პატარა ანდარაზანი და სხვა. ხეობის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 500 – 3000 მ-ის ფარგლებში. ხეობის უმაღლესი მწვერვალია მთა დიდი ანდარაზანი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3039 მეტრი.
სოფელი | |
---|---|
ლაფანყური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლაფანყური |
კოორდინატები | 42°03′43″ ჩ. გ. 45°35′28″ ა. გ. / 42.06194° ჩ. გ. 45.59111° ა. გ. |
დაარსდა | 1905 – 1908 წლებში |
ფართობი | ~ 1.26 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 600—640 მ |
კლიმატის ტიპი | ხასიათდება კონტინენტური თავისებურებებით. იანვრის საშუალო ტემერატურა 0 °C-ია, ხოლო ივლისის +20 °C. |
ოფიციალური ენა | ქართული |
მოსახლეობა | 620[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | ~ 492 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,5 % აზერბაიჯანელები 1,5 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 2210[3] |
ისტორია
რედაქტირებასოფლის გარშემო უხვად მოიპოვება უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ ლოპოტის ხეობაში, თითქმის ალპურ ზონამდე შორეულ წარსულში ხალხი ცხოვრობდა. ხეობის სიღრმეში მდებარეობს ადგილები, რომელთა სახელები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ოდესღაც ისინი დასახლებული პუნქტები ყოფილა და არა უბრალო გეოგრაფიული ადგილები:
- სასანთლე,
- მუხაციხე,
- ნაკალოვარი,
- ჩხინკური,
- გონჯახევი,
- ნამარნევის გორი,
- ტორნისი,
- ჭურისხევი,
- ნოსორნა (ეს უკანასკნელი ჩხინკურთან და მუხაციხესთან ერთად დაბის ტიპის დასახლება იყო).
თუმცა მასიურმა შემოსევებმა ლოპოტის ხეობის მოსახლეობა აიძულა, მიეტოვებინა სამოსახლო. დღევანდელი დასახლება მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ძირითადად არაგვის და ივრის ფშავლებისაგან. ივრის ფშავლები კარგად იცნობდნენ ლოპოტის ხეობას, რადგან აქ აზამთრებდნენ მსხვილფეხა პირუტყვს.
ხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს მოსწონებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ მისი ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად, მაგრამ ორი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ამხელა თანხის გადახდა. 10 – 12 ოჯახი შეამხანაგებულა, უყიდია 40 ჰექტარი მიწა და 1908 – 1909 წლებში პირველი ჩამოსახლებაც დაწყებულა; მიწის ყიდვა-გაყიდვა 1906 – 1907 წლებში გაფორმებულა. თავდაპირველად შესყიდული მიწები სახნავ - სათესად გამოუსადეგარი იყო. მოსახლეობას უჭირდა მხოლოდ მესაქონლეობით თავის გატანა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სოფლიდან გაგზავნილმა სამკაციანმა დელეგაციამ (ხვთისო ჩაქიაშვილი, ბაბო გიგაური, ხვთისავარ გორთამაშვილი) მიმართა ახალ ხელისუფლებას, რათა მათთვის დაეთმოთ შედარებით დასავლეთით არსებული ტყით დაფარული ტერიტორია („დიდ ვაკე“). ფილიპე მახარაძემ გაკაფული ხე-ტყის სანაცვლოდ ფშავლებს უფლება მისცა ადგილი ეცვალათ. თანდათანობით მოსახლეობამ დასავლეთისაკენ ჩამოინაცვლა და თავდაპირველ ადგილს დაახლოებით 5 კმ-ით დაშორდა.
ტოპონიმიკა და დღევანდელობა
რედაქტირებასავარაუდოდ, სოფლის სახელი - „ლაფანყური“ მცენარე ლაფნის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ლოპოტის ხეობაში მხოლოდ სოფლის შემოგარენში გვხვდება. სოფელში დღეს 450-მდე ოჯახი ცხოვრობს. იგი თელავიდან დაშორებულია 36 კილომეტრით. ლაფანყურში ფუნქციონირებს ამბულატორია, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, გია გორთამაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, სადაც წირვა ლოცვები ყოველთვიურად აღევლინება. მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა და, ასე თუ ისე, მეცხოველეობა წარმოადგენს. მცირე ფართობებზე გაშენებულია ვაზი და სხვა მრავალწლოვანი კულტურები. ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობა ემიგრირებს ქალაქის და სხვა ქვეყნების მიმართულებით. 2014 წლის აღწერის[1] მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 ადამიანი. აქედან 323 მამაკაცია, 297 კი ქალი.[1]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1923 | 218[4] |
2002 | 904[5] |
2014 | 620[1] |
გალერეა
რედაქტირებაგალერეა |
---|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 143.
- ლაფანყურელი მოლექსეები, იოსებ მთიბელაშვილი და ზინა მჭედლური, გამომცემლობა „მერანი“, 1991 წელი, გვ. 3 – 10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლაფანყურის ადმინისტრაციული ერთეული. თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი (telavi.gov.ge) (30/09/2014). ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2018.
- ლაფანყური Facebook ოფიციალური გვერდი
- თელავის მუნიციპალიტეტი 22 ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო. ick.ge (19 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-19. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (11 აგვისტო, 2014). ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- თელავის სოფელი ლალისყური და ლაფანყური გაზიფიცირდა (ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ კოდები, ინდექსები, ვალუტა, საზომი ერთეულები და სხვა. yell.ge. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
- ↑ Ethnic composition, all urban places: 1923 census.. ციტირების თარიღი: 2024-07-05.
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-29.