ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია

ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ ლაფანყურის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრზე. მდინარე ლოპოტის ხეობაში, ტყეში. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (10,2 x 9,2 მ). ეკლესიის კორპუსის ძირითადი ნაწილია ორფერდა სახურავით გადახურული, დარბაზული სივრცე, რომელსაც სამი მხრიდან (სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან) შედარებით დაბალი, ცალფერდასახურავიანი მინაშენი ეკვრის. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორივე ნაწილი ერთდროულადაა აგებული, ისინი ერთმანეთს წყობით არ ებმის, მინაშენის გვერდით ნაწილებში თითო, აფსიდიანი სადგომია, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენს, დასავლეთ ნაწილში კი - მთავარი ეკლესიის გაგრძელებაზე - დერეფანია, რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. მინაშენის ჩრდილოეთი ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია მცირე სათავსი - სამკვეთლო, რომელიც მხოლოდ შუა, მთავარ ეკლესიას უკავშირდება.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების და კედლების წყობაში, ალაგ-ალაგ, ლოდებია ჩართული. წყობა ირეგულარულია. კარ-სარკმელებისა და საბჯენი თაღები ნაწყობია საკმაოდ თხელი, რიყის ქვით. ძ. ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია მთავარი და სამხრეთ ეკლესიების კამარები დანგრეულია მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. მთავარი ეკლესია და სამხრეთ მინაშენი, დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე, მიწითა და ქვებითაა ამოვსებული. ეკლესიას ორი, ორმალიანი, თაღოვანი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. თაღები ნახევარწრიული ფორმისაა და სწორკუთხა ბურჯზეა დაყრდნობილი. შუა ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის ასავლეთ ნაწილშია.

თარაზულად არის გადახურული, ხოლო შიგნიდან - ნელისებრი თაღით. აღმოსავლეთით ნეხევარწრიული აფრისია. აფსიდის ღერძზე გაჭრილი განიერი, ნალისებრთაღიანი სარკმელი, რომელიც საფეხურით შეღტმავებულ, ნალისებრი თაღით დასრულებულ არეში ზის. ამჟამად სარკმელს თაღის და სამხრეთ გვერდის უმეტესი ნაწილი მონგრეული აქვს. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო, მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდის კონქის თაღისგან, მხოლოდ ჩრდილოეთ გვერდის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. იგი დაყრდნობილია წყაროებიდან ოდნავ შვერილ, თხელი ქვის იმპოსტზე. მსგავსი იმპოსტებია გამოყოფილი დანარჩენი საბჯენი თაღების ქუსლებთანაც. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო, ორსაფეხურიანი პილასტრია, რომელთა განაპირა საფეხურებს კედლის ყრუ თაღები ეყრდნობა. წინა საფეხურზე კი კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი. თითო პილასტრი დარბაზის დასავლეთ კუთხეებშიცაა. ამ უანასკნელებზე კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში ნალისებრთაღოვანი კარია, რომელიც სამკვეთლოში გადის. კარი სამკვეთლოს მხრიდან ლოდით, თარაზულად არის გადახურული.

სამკვეთლო უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომლის შუაში ნალისებრთაღოვანი სარკმელია. ერთი, თაღოვანი სარკმელი ჩრდილოეთ კედელშიცაა. სამხრეთით მდებარე ეკლესია ერთიანი, წაგრძელებული სადგომია, ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრში სარკმალია გაჭრილი. სარკმელს გადახურვა და გარეთა ნაწილი მონგრეული აქვს. შიგნიდან, სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლს თაღის მცირე ნაწილი შემორჩა, რომელიც ნალისებრი მოხაზულობისაა.

ჩრდილოეთით მდებარე ეკლესიის აფსიდიც ნახევარწრიულია. მის ჩრდილოეთ გვერდში, იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლეზე, მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშაა, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი თაღოვანი სარკმელი.

დასავლეთი გარშემოსასვლელი გვერდით ეკლესიებში მთელ სიგანეზეა გახსნილი, იგი გადახურულია კამარით. კამარის ბოლოებში, შეკიდული საბჯენი თაღია. რომელიც მას გვერდითი ეკლესიების კამარებისგან გამოყოფს. თვით კამარის დასაყრდნობად, მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შეკიდული, სამი თაღის მეშვეობით, ოციოდე სანტიმეტრი სიგანის საფეხურია შექმნილი. მსგავსი საფეხურია მთავარი ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მთელ სიგრძეზეც. ჩრდილოეთ კედელზე არსებულ საფეხურზე სამკვეთლოს და ჩრდილოეთ ეკლესიის კამარისკენ კი, მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა.

ეკლესიის კედლების ზედაპირი, შიგნიდან და გარედან, გასწორებული იყო სქელი ბაქაშით. მთავარი ეკლესიის დასავლეთ ფასადის შუა არეში, ერთმანეთთან ახლოს, სამი ვიწრო, მომაღლო, თაღოვანი ნიშაა - ერთი შუაში, ზემოთ, დანარჩენი ორი - მის ორივე მხარეს, რომელთა ძირი დასავლეთ გარშემოსასვლელის გადახურვის დონეზეა. შუა ნიშის მთელ სიმაღლეზე გამოყვანილია რელიეფური, წითლად შეღებილი ჯვარი. გვერდითი ნიშები, შუა ნიშისაგან განსხვავებით, კედლის სიბრტყეში ორი საფეხურით არის შეღრმავებული და სრულიად სადაა.

შენობის აღნაგობაში საყურადღებოა ორი მომენტი: I — ჩრდილოეთ ეკლესია მთავარი ეკლესიისგან სრულიად იზოლირებულია, II — მთავარ ეკლესიას დასავლეთ გარშემოსასვლელიდან შესასვლელი არა აქვს. მხატვრული თვალსაზრისით საინტერესოა დასავლეთ ფასადის გაფორმების მიზნით ბრტყელი ნიშების გამოყენება.

ლიტერატურა რედაქტირება