ლოპოტა
ლოპოტა — მდინარე თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 2560 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ-ია, აუზის ფართობი კი 263 კმ². საზრდოობს თოვლით, წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზოგჯერ ბაღ-ვენახებსა და ნათესებს ტბორავს[1]. წყალმცირია ზამთარსა და ზაფხულში. წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ³/წმ. მდინარის აუზი ალაზნის ვაკისკენ ერთბაშად დაბლდება, რაც მდინარის სიგრძის თითქმის 65 მ-ს შეადგენს.[1]" ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად. მდინარე ლოპოტის შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის ნაწარმოებში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“:
ლოპოტა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | კავკასიონი |
სათავის სიმაღლე | 2 500 მ |
შესართავი | მდ. ალაზანი |
შესართავის სიმაღლე | 367 მ |
სიგრძე | 33 კმ |
აუზის ფართობი | 263 კმ² |
წყლის დანიშნულება | გამოიყენება სარწყავად |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,58 მ³/წმ |
![]() |
„ამას ზეით ერთვის ლოპოტის-ჴევის წყალი, გამოსდის თუშეთსა და მას შორის კავკასსა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლად. ამ ჴევზედ მთაში არს ლოპოტი, კლდე დიდი კლდითავე მოზღუდვილი, მაგარი და შეუალი მტრისაგან, რომელი დადვა მოსვლასა ყრუსასა.[2] აქ მოერთვის ჴევი, დიდოსა და კავკასიდამ გამომდინარე. ამ ჴევს ერთვის კავკასიდამ გამომდინარე ჴევი. ამ ორსა ჴევს შორის არს ლოპოტი.[3]“
|
ქართლის ცხოვრებაში კი ვკითხულობთ:
![]() |
„და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტო/დიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ჴევსა ლოპოტისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე[4])“
|
სექციების სია
გალერეარედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 291, თბ., 1983 წელი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 ნ. კეცხოველი „საბავშვო ენციკლოპედია, საშუალო და უფროსი ასაკისათვის“. — „თბილისი“, 1963. — ტომი: I. — გვ. 107.
- ↑ იგულისხმება მურვან ყრუ. წყაროს მიხედვით ომაიანთა დინასტიის ხალიფამ ილაშქრა ლოპოტის ხეობაში, თუმცა ლოპოტის ხევი ვერ აიღო.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. — 1941.
- ↑ იგულისხმება ლოპოტის ხევის ერთ-ერთი უძლიერესი ციხე, ნოსორნა.