დევისხვრელის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოთხიოდე კმ-ზე. მდინარე ლ

დევისხვრელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოთხიოდე კმ-ზე. მდინარე ლოპოტის ხეობაში. თხილისწყაროდ წოდებულ ადგილზე, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესიის სამნავიანი ბაზილიკაა, გეგმით სწორკუთხა (18,8 x 11,9 მ.) მეტრი ნაგებია მოზრდილი ზომის, რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეების წყობაში დაკონსტრუქციულ ელემენტებში გამოყენებულია შირიმის, სუფთად გათლილი კვადრები. ბაზილიკის გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდი კონქის მცირე ნაწილთან ერთად, რომელიც მთლიანად შირიმის, ნათალი ქვითაა გამოყვანილი. ასევე, გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი სათავსეები - მთელ სიმაღლეზე. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი დაახლოებით 1-1,5 მეტრ სიმაღლეზე, გადახურვის ჩამოცვენილი ქვებითა და მიწითაა ამოვსებული, რის გამოც გეგმის ზუსტად დადგენა არ ხერხდება. შემორჩა მხოლოდ ნავების გამმიჯნავი, გეგმით წრიული, ორი ბოძის ნაწილი, რომლებიც საკურთხევლიდან სამიოდე მეტრის მოშორებით დგანან. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან.

საკურთხევლის აფსიდი ღრმაა, ჩალისებრი საკურთხევლის გვერდებზე მდებარე სათავსები - სამკვეთლო და სადიაკვნე - გეგმით სწორკუთხაა, გადახურული არიან ცილინდრული კამარით. ორივე სათავსე შესაბამისი ნავისგან, კედლით იყო გამიჯნული და მას კარით უკავშირდებოდა დასავლეთ კედელში მოწყობილი კარი, რომელიც თარაზულადაა გადახურული. ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლით. მათ შორის, სამხრეთ სათავსის სარკმელი, ისევე როგორც საკურთხევლის სარკმელი, თაღოვანია, გარეთკენ შევიწროებული ჩრდილოეთ სათავსო სარკმელი კი პარალელურ წირთხლებიანია და ბრტყლადაა გადახურული. ეკლესიის ფასადები სადაა. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადები მიახლოებით 3 მეტრ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ფასადების დიდი ნაწილი სუროთია დაფარული. აღმოსავეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, რელიგიური წარბია, მცირე ჰორიზონტალურ გადანაკეცებით ბოლოებში. ეკლესიის მახლობლად, ჩრდილოერთით, ქვითკირის, წრიული ნაგებობის ნაშთია. შესამჩნევია ლოდებით ნაგები შენობის ნაშთიც.

ლიტერატურა რედაქტირება