იახსრის ხატი (ლაფანყური)

ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-აღმოსავლე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იახსრის ხატი.

იახსრის ხატი — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ჭურისხევის ზემო წელში, ტყეში. სავარაუდოდ, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,3 x 4,3 მ.), უაფსიდო. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. გარედან კუთხეებშ და, აქა-იქ, კედლის საპირე წყობაში გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული შირიმი. შენობას ორი, სწორკუთხა შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეს უკანასკნელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. დარბაზი აღმოსავლეთით სწორი კედელითაა დასრულებული, რომელის შუაში გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი. სარკმელს საფეხურებათ დამუშავებული, თარაზული გადახურვა აქვს და შიგნიდან გარეთკენ, თანდათანობით მაღლდება. მსგავსი, მცირე ზომის სარკმელი სამხრეთითაცაა. მმისი ზემოთა ნახევარი კამარის მრუდშია მოქცეული. ეკლესიის საკურთხევლის გვერდითი კედლები დარბაზის გრძივი კედლების უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. საკურთხეველი გადახურულია კამარით, რომელიც მოგვიანეით უნდა იყოს შეკეთებული. მს საკმაოდ დაცრეცილი ზედაპირი აქვს. აღმოსავლეთ და სამხრეთ კუთხესთან ახლოს, თითო, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. მსგასვი ნიშა ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ბოლოშიცაა.

დარბაზი გადახურულია ნატეხი ქვებით ნაწყობი კამარით. საკურთხევლის გადახურვასთან ერთად, იგი გვიანდელია და ჭრილში კვერცხისებრი ფორმა აქვს. კამარა დარბაზის გრძივ კედლებს უშუალოდ არ ერწყმის და ოდნავ კედლის სისქეშია შეწეული, რის გამოც მათ საზღვარძე საფეხური იქმნება, რომელიც მოგვიანებით ნალესობით შეუვსიათ, ინტერიერი შელესილია. გარედან კედლების ზედდაპირი ბათქაშათაა გასწორებული, რომელიც საპირე ქვების მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. ოთხივე ფასადის წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილია, ჩრდილეთ ფასადი კი თითქმის მთლიანად ხავსითაა დაფარული. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით (ამჟამად სახურავზე მცენარეულობაა ამოსული), რომლის ნაშთებია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება