ნიკოლოზ (ნიკა) ანთიძე (დ. 28 მარტი, 1974, თბილისი) — ქართველი იურისტი. 2014 წლიდან არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

ნიკოლოზ ანთიძე

ნიკოლოზ ანთიძე
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1974 (1974-03-28) (50 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
განათლება იურისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ცნობილია როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მეუღლე(ები) თამარ წერეთელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 2000 წელს იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სერტიფიკატი — „International visitor leadership program of the United States Department of State „Historic preservation in the U.S“, ხოლო 2008 წელს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სერტიფიკატი — „Maintenance and Restoration of Monuments“.

1991-2002 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო საქმის წარმოების ინსპექტორი, 2002-2004 წლებში საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, 2005-2007 წლებში კულტურული მემკვიდრეობის სამართლის ლექტორი თბილისის სამხატვრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნებისა და თეორიის ფაკულტეტზე.

2009 წლიდან სამინისტროსთან არსებული „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ არქეოლოგიური სექციის წევრია; „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული, არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი.

2009-2011 წლებში იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2014 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უფროსი. 2011-2013 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი.

ჰყავს მეუღლე, თამარ წერეთელი და შვილები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება