ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბოსნიელები (სერბულ-ხორვატული: Bosanci / Босанци) — ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომელ რეგიონში ცხოვრობენ, ან რომელ ეთნოსს მიაკუთვნებენ საკუთარ თავს. აღნიშნული სიტყვა ტიტულარული ერის სინონიმად გამოიყენება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კონსტიტუციაში. ბოსნიელები შეიძლება ჩვეულებრივ შეიძლება ეთნონიმადაც გამოიყენებოდეს.

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მოქალაქეები შეიძლება იყვნენ:

  • ბოსნიელი მუსლიმები, დღეს „ბოსნიაკებად“ წოდებულნი.
  • ბოსნიელი ხორვატები.
  • ბოსნიელი სერბები.

რელიგიები

რედაქტირება

ბოსნიელთა 40 %-ზე მეტი ისლამს აღიარებს, და უმეტესობა სუნიტები არიან. ბოსნიელთა 31 %-ზე მეტი სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია, 15 % კი რომის კათოლიკური ეკლესიისა. დანარჩენი 14 % წარმოადგენს მორწმუნე ებრაელებსა და ათეისტებს.

ბოსნიელთა უმეტესობა ლაპარაკობს ბოსნიურად, ხორვატულად ან სერბულად, რომლებიც სერბულ-ხორვატული ენის სხვადასხვა, ერთმანეთისაგან მინიმალურად განსხვავებული ვარიანტები არის. რეგიონში გავრცელებული მეტყველება არის სერბულ-ხორვატული ენის შტოკავური დიალექტი, თუმცა გასულ წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენებისა და ასევე პოლიტკორექტული მოსაზრების გამო მას ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოსნიურს, ხორვატიაში ხორვატულს, ხოლო სერბეთში სერბულ ენებს უწოდებენ. ვიკიპედიაშიც შეხვდებით შესაბამის დასახელებათა სტატიებს ხორვატული ენის, სერბული ენის, ბოსნიური ენის შესახებ, მაგრამ ამ გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლო მცხოვრები სამი ეთნოსის, მუსლიმ ბოსნიელთა, მართლმადიდებელ სერბთა და კათოლიკე ხორვატთა ენას, ენათმეცნიერული თვალსაზრისით, სერბულ-ხორვატული ენა წარმოადგენს.

ისტორიულად ბოსნიაში გავრცელებული იყო ე.წ. არებიცა, რომელიც დიაკრიტიკული ნიშნებით გავრცობილი არაბული ანბანის ერთ-ერთი ვარიანტია. არებიცა ახლოს დგას ოსმალურ ანბანთან. დღეს ბოსნიაში, ისევე როგორც სერბეთში, გამოიყენებენ ე.წ. ჩირილიცასაც და ლატინიცასაც, ანუ ქვეყანაში ფაქტობრივი ორანბანიანობაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოსნიელები“-დან