ახალი შეტყობინების დასატოვებლად დააწკაპუნეთ ამ სიმბოლოზე - +.

გადავწყვიტე რომ ავიღო ვიკიშვებულება განუსაზღვრელი ვადით და შევაჩერო ქართულ ვიკიპედიაში ჩემი წვლილის აქტიურად შეტანა ამ პერიოდის მანძილზე. მიზეზი ბევრი შეიძლება მოიძებნოს, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი არის არაჯანსაღი გარემო, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე ჩამოყალიბდა ქართულ ვიკიპედიაში. ქართული საზოგადოების ნაკლოვანებები, რომლებიც აფერხებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სამწუხაროდ იმ საუნჯემდეც მიაღწია რასაც ქართული ვიკიპედია ჰქვია - განსხვავებული აზრის დევნა ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაციის დამახასიათებელი ლაიტმოტივი გახდა, ხოლო ძველი ღვაწლმოსილი მომხმარებლების მიმართ ცინიზმი, დევნა, ბლოკირება და პარალელურ რეჟიმში პრაქტიკულად ნულოვანი წვლილის მქონე ორკესტრირებული არაავთენტური ქცევის მქონე ახალი მომხმარებლების (იხ. en:Wikipedia:Sockpuppetry) მიერ დისკუსიებსა თუ კენჭისყრებში მონაწილეობა და მათ შედეგზე ზეგავლენა ადმინისტრაციის ან მასთან აფილირებული პირების სასარგებლოდ, აბსოლუტურ ნორმად ჩამოყალიბდა, რაც არაჯანსაღ გარემოს კიდევ უფრო ტოქსიკურს ხდის. ვაკეთებ დაშვებას, რომ ზემოთქმული არის მხოლოდ ჩემს მიერ არასწორად აღქმული მოცემულობა, თუმცა თუნდაც ეს მაგალითი სამწუხაროდ ამის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. ვთვლი, რომ არ შეიძლება ვიკიპედიის თავისუფალი პროექტი გამოყენებულ იქნას საკუთარი პირადი თუ სხვა არაჯანსაღი ამბიციების, კომპლექსების, ავტორიტარიზმის და ბონაპარტიზმის წყურვილის რეალიზაციის საშუალებად, ისევე როგორც შეუძლებელია ეს საზოგადოება ჯანსაღად ფუნქციონირებდეს პრინციპით
„რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.
ვიკიპედიის საკითხებზე უშუალო კომუნიკაციის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მომწეროთ ელ. ფოსტაზე ✉ ამ ბმულზე დაწკაპუნებით.
შეხვედრამდე! პატივისცემით, OpusDEI 00:41, 23 ივნისი 2021 (UTC)


13 დღეს არის: 27 დეკემბერი, 2024. გავიდა 13 წელი, 0 თვე და 13 დღე, რაც ვიკიპედიელად ვითვლები!
ეს მომხმარებელი ვერ იტანს ავტორიტარიზმს, განსაკუთრებით ვიკიპედიაში!


129ka ამ მომხმარებელს ქართული ვიკიპედიის 129-ზე მეტი სტატია დაუწერია.
2798ka ამ მომხმარებელს ქართული ვიკიპედიის 2798-ზე მეტი რედაქტირება გაუკეთებია.
ka ამ მომხმარებლის მშობლიური ენა არის ქართული.
en-3 This user is able to contribute with an advanced level of English.
ru-4 Этот участник владеет русским почти как родным.
de-1 Dieser Benutzer hat grundlegende Deutschkenntnisse.
ეს მომხმარებელი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლას
ეს მომხმარებელი გაქანებული მილიტარისტია.


ეს მომხმარებელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
ეს მომხმარებელი არ ეწევა და ასრულებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას.
ამ მომხმარებელს უყვარს ცხოველები
ეს მომხმარებელი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეა
ეს მომხმარებელი ეგმ-ების ნერდია და გიჟდება მათში ჩხირკედელაობაზე


გეგმაში მყოფი სტატიები

რედაქტირება