ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ხაშურის მე-9 საჯარო სკოლა)

ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ქალაქ ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის №9 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

სსიპ - ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლა
დაარსდა: 1972
დირექტორი: მამუკა ხაჩიძე
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 427[1]
მისამართი: ქ. ხაშური, ოქტომბრის ქ. №242
ელ. ფოსტა: mecxreskola@gmail.com

ხაშურის მე–9 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. იგი დაარსდა 1972 წელს. სკოლის საერთო ფართია 2624 კვადრატული მეტრი. სკოლის ეზო კი მოიცავს 1.7 ჰა.

სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, სასადილო, საკონცერტო დარბაზი 250 მსმენელისათვის, კეთილმოწყობილი სანიტარული კვანძები და კაბინეტ-ლაბორატორიები. ცალკე ფლიგელი უჭირავს დაწყებით კლასებს, სადაც განთავსებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ხელოვნების კაბინეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მემორიალური დარბაზი.

სკოლაში ასევე არსებობს ,,ქართული ენის”, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მიძღვნილი და ,,ჩირაღდნის" დარბაზები, ასევე დარბაზი სახელწოდებით ,,საქართველოს დიდება”. მოსწავლეთა განათლების მიღების სამსახურშია საბუნებისმეტყველო, ხელოვნების და კომპიუტერების კაბინეტ-ლაბორატორიები.[2]

დირექტორები:

  • ლევან კაკიშვილი 1972-1981 – სკოლის პირველი დირექტორი, ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე
  • თინათინ თიგიშვილი 1982–1989
  • თამარ მახათაძე 1989-2007
  • მურად მთვარელიძე 2007–2011 – მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
  • ალექსი ცერიაშვილი 2011–2014
  • მამუკა ხაჩიძე 2014–დან