ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/16


ცვლილებები ვპ:ადმინ-ში

რედაქტირება

განხილვა

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სალამი, ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობ, რომ ქართული ვიკიპედიის საბაზისო წესები და რეგულაციები შესაბამისობაში იყოს უცხოენოვან ვიკიპედიებსა და ფონდის გაიდლაინებთან. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ქართული ვიკიპედიის მიდგომა ადმინისტრატორებთან მიმართებაში - ჩვენი წესების ამჟამინდელი რედაქცია საკმაოდ მკაცრია და, ობიექტურად, აღარ შეესაბამება პროექტში არსებულ რეალობას (მაგ. იხ. ინგლისური ვიკიპედიის გაიდლაინი ადმინისტრატორების უაქტიურობასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მინდა წარვადგინო ცვლილება არსებულ წესებში:

  • თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.,
    • შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
  • თუ ადმინისტრატორს 6 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება მიეცეს გაფრთხილება. თუ გაფრთხილების მიცემის შემდეგ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება დაინიშნოს კენჭისყრა ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის საფუძველზე ადმინისტრატორს შეუნარჩუნდება სტატუსი, პერიოდის ათვლა თავიდან დაიწყება. თუ კენჭისყრის დღიდან 6 თვის განმავლობაში ადმინისტრატორმა ისევ ვერ დააგროვა 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, ადმინისტრატორის სტატუსი ავტომატურად შეუჩერდება.
--Melberg მიწერა 16:36, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL:, @David1010:, @Otogi: - უპირველეს ყოვლისა თქვენ გეხებათ და რომ არ გამოგრჩეთ.--Melberg მიწერა 16:37, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — Mikheil მიწერა 16:55, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
იყოს ისე, როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. - OTOGI Messages 06:23, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
წინააღმდეგი არ ვარ. დაველოდები ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებას.--დათო1010 09:02, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  (წინააღმდეგი) მხარს ვუჭერ იმ წესს, რომელიც ფართო დისკუსით და თითქმის ერთხმად იქნა მიღებული, მ.შ. დღევანდელი ადმინების მიერ. განხილვაში არგუმენტები მრავლადაა მოყვანილი და აქ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მას შემდეგ რა შეიცვალა ამ მხრივ ქართულ ვიკიპედიაში, არ ვიცი. ასე რომ, დარჩეს ის, რაც აქამდე იყო.--გიო ოქრო 09:27, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: რატომ აღარ გაწყობთ 2014 წელს მიღებული წესი (შენი შემოთავაზების მიზანი რა არის)? 2014 წელს იმდროინდელმა და ამჟამიდელმა ადმინმა User:David1010 შემოვიდა წინადადებით და მაშინდელმა აქტიურმა ვიკისაზოგადოებამ მხარი დაუჭირა (მათ შორის ამჟამინდელმა სამივე Mikheil, David1010, Otogi ადმინისტრატორმა). რის შედეგადაც ერთროულად რამდენიმე ადმინისტრატორს (მათ შორის მეც) შეუჩერდა ადმინობის უფლებები (მაშინ წესის მიღების მიზანიც ეს იყო). 2016 წელს Mikheil როგორც სტიუარდობის კანდიდატს ამ ფაქტის გამო შეკითხვაც დაუსვეს. იმ დროისთვის დღეს შენს მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით ადმინისტრატორები მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე უკანონოდ შემიჩერდა ადმინობა, რადგან 2014 წელს ეს ასე აწყობდათ ამჟამინდელ ადმინებს. თუ შენი შემოთავეზებული წესს ვიკისაზოგადოება მიიღებს, მაშინ ვითხოვ ჩემი უფლებების აღდგენას, როგორც უკანონოდ შეჩერებულს. წინასწარ მადლობა. --ცანგალა/ 15:47, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  (მომხრე) კარგი აზრია, საჭიროა განახლება წესის, ძველი კარგი იყო თავის დროზე, როდესაც არა აქტიური ადმინები გვყავდა. --Mehman 97 16:00, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, შენი არგუმენტების არ მესმის: 2014 წლის შემდეგ გავიდა 7 წელი, მდგომარეობა სრულიად შეიცვალა - მემგონი შენც ხვდები, რომ 2014 წელი დღეს აღარაა: ის წესი, რომელიც მაშინ იყო რელევანტური, დღეს უკვე სრულიად მოძველებულია. 2016 წელი და მიხეილის სტიუარდად კენჭისყრა, რა შუაშია განსახილველ საკითხთან, სრულიად გაუგებარია. არამგონია, შენი ადმინისტრატორის სტატუსის აღდგენაზე საუბარი რელევანტური იყოს. 2014 წელს მიღებული წესის საფუძველზე მოხდა შეწყვეტა - 2021 წელს მიღებული წესისთვის უკუძალის მიცემა გაუგებარია და წესებთან თამაშის შეგრძნებას ტოვებს. ზოგადად, ის, რომ 7 წლის წინ მიღებული იყო ერთი შეთანხმება, არ ნიშნავს, რომ 7 წლის შემდეგ კონკრეტულ სოციუმსა თუ საზოგადოებაში იგივე შეთანხმება უნდა დარჩეს - ყველაფერი განიცდის ევოლუციას. --Melberg მიწერა 17:01, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიკვდილმისჯილები რეაბილიტირებული არიან და მე (და არა მხოლოდ მე) ვმუშაობდი ისე როგორც ამჟამად შენ წამოაყენე საკითხი. და რატომ არ შეიძლება შვიდი წლის შემდეგ უკანონოდ შეწყვეტილი ადმინისტრატორობა აღმიდგეს? 2016 წელი და მიხეილის სტიუარდად კენჭისყრა შუაში კი არა თავშია. ორი წელი იყო გასული და 2016 წელს შეკითხვა დაუსვეს თუ რატომ მოხსნა ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრატორი. სტუარდობაზე უარი უთხრეს. 2021 წელია — COVID-19 და მსოფლიო ჩაიკეტა.--ცანგალა/ 17:21, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  (წინააღმდეგი) არა აქტიური? ამჟამინდელი ადმინები (Mikheil, David1010) ვეღარ ასრულებენ თავის წვლილს 3 თვეში და უნდათ თვეების მომატება (თვითონ ვერც თანხმობას წერენ და ვერც წინააღმდეგობას)? თავისივე მიღებული წესის წინააღმდეგ ხომ არ მისცემენ ხმას. ებღაუჭებიან ადმინობას (Otogi-ის არ ვგულისხმობ. ის საკმარისად მუშაობს. ამას ვიკისაზოგადოებაც ხედავს)? ვიკიპედია კერძო საკუთრება არ არის. დღეს ეს წესი გაწყობს და ხვალ მეორე. ეს ნუცას სკოლა არ არის. ეს არის ვიკიპედია — კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა წინასწარ მოილაპარაკეთ (Melberg წევრი — წამოაყენა წინადადება, MIKHEIL, David1010, Mehman97). „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. რაც ქართულ ვიკიპედიაში ხდება კარგი სტატიის დაწერაც შეიძლება გაზეთის ფურცლებზე. --ცანგალა/ 17:21, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
„აღარ შეესაბამება პროექტში არსებულ რეალობას“ — რა არ შეესაბამება? რა შეიცვალა ამ მხრივ? წესი ერთჯერადად არააქტიური ადმინების მოსახსნელად არ მიუღიათ, ასე რომ ყოფილიყო, იქნებოდა ერთი კენჭისყრა და შეუჩერებდნენ. წესი არის პრევენციისათვის. „ძველი კარგი იყო თავის დროზე, როდესაც არა აქტიური ადმინები გვყავდა“ — ახლა ასე ვცვალოთ წესები როდის აქტიურები იქნებიან და როდის არა? წესი არის წესი, მას მხარი დაუჭირეს (მ.შ. ახლანდელებმა) და თუკი გინდათ რომ იგი შეცვალოთ, კეთილი ინებეთ და არგუმენტირებულად გამართეთ შემოთავაზებები (პირადად არავის ეხება, ყველას ვგულისხმობ, ვისაც შეცვლა უნდა). „დრო შეიცვალა“ და ასეთი ზედაპირული გამონათქვამები რაიმის შეცვლის საწინდარი არ არის.--გიო ოქრო 17:26, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, შენი პოზიცია გასაგებია. სამწუხაროა, რომ ვერ ხედავ, რა განსხვავებაა 7 წლის წინანდელ სიტუაციასა და თანამედროვე მდგომარეობას შორის. წესი არ არის ქვაზე ამოტვიფრული და ზოგადად, 7 წლიანი შუალედი სრულიად საკმარისია ნებისმიერი წესის გადასახედად.--Melberg მიწერა 17:47, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
რა შუაშია სიკვდილმისჯილები? :D ახალი წესისთის უკუძალის მიცემა ნონსენსია. თუ თვლი, რომ იმსახურებ ადმინისტრატორის სტატუსს, წამოაყენე საკუთარი თავი კენჭისყრაზე, ვინმე გიშლის? წესისთვის უკუძალის მიცემა არ მოხდება. სტუარდების კენჭისყრა რომ გენახა და კარგად წაგეკითხა, იმასაც ნახავდი, რომ ერთი კონკრეტული მომხმარებლის კითხვაზე სხვა მომხმარებელმავე გასცა პასუხი - ზოგადად, ეს აპელირება ამ საკითხისადმი, რბილად რომ ვთქვა, უფრო მომხმარებლის ადევნებას წააგავს, ვიდრე კონკრეტული საკითხის განხილვას (რასაც ადასტურებს შენივე შემდეგი კომენტარი). რაც შეეხება ე.წ. მოლაპარაკების ამბავს - აქ უკვე გთხოვ წარადგინო მტკიცე საბუთი, რომ ამას ჰქონდა ადგილი, უარეს შემთხვევაში იძულებული ვიქნები მივმარტო ადმინისტრატორებს უსაფუძვლო ბრალდებაზე რეაგირებისთვის.--Melberg მიწერა 17:51, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიტუაცია რა თქმა უნდა შეცვლილია, ათიათასობით სტატია და სხვა გვერდი შეიქმნა, რაღაც მოვლენები მოხდა. მაგრამ ადმინისტრატორის აქტიურობასთან დაკავშირებულ ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, არააქტიურობა მაშინაც იგივე იყო, რაც ახლა. გადახედვა შეიძლება, მაგრამ უკეთესი არგუმენტებია საჭირო (აშშ-ის კონსტიტუცია მახსენდება რატომღაც :)) გიო ოქრო 17:52, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
იცი რა განსხვავებაა? ამ შვიდი წლის განმავლობაში ქართული ვიკიპედია კერძო გახდა და მას მართავთ როგორც გსურთ. შვიდი წლის წინ ის წესი, შვიდი წლის შემდეგ ეს წესი და ა. შ. --ცანგალა/ 17:54, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, სანამ დისკუსიას გავაგრძელებ შენთან, გთხოვ წარადგინო საბუთი იმ ბრალდებისა, რომელიც წამოაყენე. თუ საბუთი არ გაქვს, გთხოვ ბოდიში მოიხადო.--Melberg მიწერა 17:56, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ამერიკის კონსტიტუციაში ჩასწორებების საშუალო რომ გადათვალო, ჩასწორება, სხვათაშორის, საშუალოდ 8 წელიწადში ერთხელ შედიოდა :)) არ გამოვრიცხავ, რომ 2014 წელს არსებობდა გარკვეული მიზეზები, რის გამოც წესის ამჟამინდელი ვერსია მისაღები და/ან საჭირო იყო. თუმცა ამჟამად, როდესაც პროექტში სულ 3 ადმინია, ასეთი დრაკონული წესის არსებობის გამართლებას ვერ ვხედავ: ფონდის პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ეფუძნება მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის იდეას; დრაკონული დამოკლეს მახვილის არსებობა, თან ასეთ მოკლე პერიოდზე, გაფრთხილების გარეშე, არის პროექტის სულისკვეთებიდან მნიშვნელოვანი გადახვევა.--Melberg მიწერა 18:23, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
რა საბუთი გინდა? გუშინ ის წესი გაწყობდათ და მიიღეთ (თუნდაც შვიდი წლის წინ), დღეს ეს წესი გაწყობთ და ღებულობთ. რა არგუმენტით? შვიდი წელი გავიდა? ვიკიპედიის ლოგო გსურთ ცვლით კენჭისყრის გარეშე და ა. შ. 6 თვეზე თუ აგრძელებთ მაშინ 500 უნდა გახდეს მინიმუმ 1000 ზოგადი და 50 უნდა გახდეს 100 ადმინისტრაციული რედაქტირება . იგივე წვლილი და ექვსი თვე? და კიდევ მეოთხე ადმინი რატომ არ გსურთ? ვიკიმედიის წევრი არ არის და იმიტომ. არ გსურთ ვინმემ წინააღმდეგობა გაგიწიოთ. --ცანგალა/ 18:40, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, შენ წამოაყენე კონკრეტული ბრალდება - ამ ბრალდებას საბუთი სჭირდება. თუ საბუთი არ გაქვს და შეთქმულების თეორიის გჯერა, რაღაცა ირიბ ფაქტებს შორის ვითომ კავშირებს ხედავ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჰაერზე ბრალდებები მოიგონო. ან საბუთი უნდა წარადგინო, ან ბოდიში მოიხადო - უარეს შემთხვევაში ეს არის არაკეთილსინდისიერი ბრალდება, რომელსაც სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს.--Melberg მიწერა 18:47, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
დიახ, თუმცა ეს შესწორება მთლად არ არის, მნიშვნელოვნად ცვლის წესსს :)) რაც შეეხება ფონდის პოლიტიკას, ადინიც ჩვეულებრივი მომხმარებელია და კომფორტული გარემო მათაც იგივე აქვთ, რაც მე და სხვას. ადმინის ფუნქცია კი საჭიროებს რაღაც სტანდარტებს. საერთოდ არ ვთვლი, რომ ამჟამინდელი წესები მკაცრია. 3 თვე საკმაოდ დიდი დროა წვლილის დასაგროვებლად, მითუმეტეს ადმინების მცირე რაოდენობის პირობებში. --გიო ოქრო 18:51, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვიკიმედიის წევრები, რომ ერთმანეთში კონტაქტობთ ამას რა მტკიცებულება უნდა? გეგმებზე, კონკურსების შესახებ და ა. შ. საუბრობთ. ამას რა საბუთი უნდა? საბუთი ვიკიმედიის ფურცლებზე დევს. ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე ქართული ვიკიმედიის გეგმებიც არ იარსებებს. --ცანგალა/ 19:04, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, შენ წამოაყენე კონკრეტული ბრალდება - წინასწარ მოილაპარაკეთ. მოიტანე ამ ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, ან ბოდიში მოიხადე - სირცხვილია, ასე ჰაერზე ბრალდებებს ისვროდეს ადამიანი. ის, რომ ადამიანი ადამიანს ეკონტაქტება სხვადასხვა თემებზე, არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საკითხზე მოლაპარაკების ბრალდების წაყენების უფლება გაქვს - თავადაც გაქვს და გქონდა ადამიანების ნომრები და fb მისამართები და არაერთხელ დაგირეკავს სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის ისეთებთან, ვისაც ვიკისთან კავშირი ირიბი ჰქონდა. ნიშნავს ეს, რომ კონკრეტულ საკითხზე მოელაპარაკე? კიდევ ერთხელ - ან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკების საბუთი გვანახე, ან ბოდიში მოიხადე. სირცხვილია.--Melberg მიწერა 19:10, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: - შენი პოზიცია გასაგებია, და სრულიად მისაღებია. თუმცა, ცხადია, არ ვეთანხმები)--Melberg მიწერა 19:10, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვიცი, რომ დაბლოკვა გსურთ. აქ ორი აზრი არ არსებობს (ესეც მოილაპარაკეთ). საბოდიშო არაფერი არ მითქვამს. კი, ბატონო, პირადი კავშირები გვქონდა. არ ვუარყობ. ამას არც შენ უარყოფ, რომ გაქვთ. მოილაპარაკეთ, რომ შენ შემოგეტანა ამ წესის შეცვლაზე, David1010 ამას ვერ გააკეთებდა, რადგან შვიდი წლის წინათ მან შემოიტანა წესის შეცვლის წინადადება, ხოლო Mikheil განახორციელა და ადმინისტრატორობის უფლებები მოუხსნა ადმინებს, რის გამოც ვერ გახდა Mikheil სტიუარდი. და ამ წესის შეცვლა იმიტომ გსურთ, რომ ადმინები User:David1010 და მომხმარებელი:MIKHEIL ვერ ასრულებენ სათანადო წვლილს. სადაც ეს ორივე ადმინი ერთმანეთს უჭერენ მხარს. იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/სტატუსის მოხსნა. აგერ, მეორე ფაქტი, რომ მოილაპარაკეთ და ისე შეცვალეთ ვიკიპედიის ლოგოს წარწერა იხ. ლოგო. ამ განხილვის შემდეგ შეცვალეთ თქვენი მოლაპარაკებით შეცვლილი ლოგო.--ცანგალა/ 19:58, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, არავის არ სურს შენი დაბლოკვა - მაგრამ ასეთი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ბრალდებებების კორიანტელის ფონზე, ძალიან რთულია პროექტში შენი მონაწილეობა შეფასდეს კონსტრუქციულად. განგიმარტავ პუნქტობრივად და ბოლო შანსს მოგცემ, რომ ბოდიში მოიხადო:
  • 1.) ვიცი, რომ დაბლოკვა გსურთ. აქ ორი აზრი არ არსებობს - დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორია;
  • 2.) ესეც მოილაპარაკეთ - დაუსაბუთებელი, სამარცხვინო ბრალდების გაგრძელება.
  • 3.) საბოდიშო არაფერი არ მითქვამს. - სამწუხაროა, რომ ასე თვლი.
  • 4.) კი, ბატონო, პირადი კავშირები გვქონდა. არ ვუარყობ. - კიდევ კარგი.
  • 5.) ამას არც შენ უარყოფ, რომ გაქვთ. - ცხადია, არ უარვყოფ. ოღონდ შეთქმულების თეორიებში არ ვიკარგები და ყველგან მტრები არ მელანდება.
  • 6.) მოილაპარაკეთ, რომ შენ შემოგეტანა ამ წესის შეცვლაზე, - დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორია, რომლის დამადასტურებელი საბუთი დღემდე არ მიგვიღია.
  • 7.) David1010 ამას ვერ გააკეთებდა, რადგან შვიდი წლის წინათ მან შემოიტანა წესის შეცვლის წინადადება, - შვიდი წლის წინანდელ ამბავზე ამბობ. შვიდი წელი გავიდა! და შენ პასუხს სთხოვ ადამიანს იმ ქმედებებისთვის, რასაც ადგილი შვიდი წლის წინ ჰქონდა.
  • 8.) ხოლო Mikheil განახორციელა და ადმინისტრატორობის უფლებები მოუხსნა ადმინებს, - და რაში უშლის ხელს ახლა წამოეყენებინა ეს ინიციატივა, თუ უნდოდა? პირიქით, კაცი თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. სასაცილოა ეს ბრალდება :)
  • 9.) რის გამოც ვერ გახდა Mikheil სტიუარდი. - ეს უკვე ცალსახა ტყუილია. ინგლისური ვინც იცის და ვინც ერკვევა ვიკის სპეციფიკაში, კარგად მიხვდება, რომ ეს კითხვა რიგითმა მომხმარებელმა დასვა და მერე სხვა რიგითმა მომხმარებელმა უპასუხა.
  • 10.) და ამ წესის შეცვლა იმიტომ გსურთ, რომ ადმინები User:David1010 და მომხმარებელი:MIKHEIL ვერ ასრულებენ სათანადო წვლილს. - ესეც სასაცილოა, აქ პირიქით ჩანს ერთი კონკრეტული მომხმარებლის ადევნება სხვა მომხმარებლებზე.
  • 11.) სადაც ეს ორივე ადმინი ერთმანეთს უჭერენ მხარს. იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/სტატუსის მოხსნა. - იგივე, რაც ზემოთ, ოღონდ ადამიანს წაუყენო ფორმალური კრიტეირუმების აღსრულების მოთხოვნა ჯანმრთელობის გაუარესების დროს არაა კარგი საქციელი.
  • 12.) აგერ, მეორე ფაქტი, რომ მოილაპარაკეთ და ისე შეცვალეთ ვიკიპედიის ლოგოს წარწერა იხ. ლოგო. - თუ მოვილაპარაკეთ და შევცვალეთ, უზარმაზარი განხილვა, ვარიანტების განხილვა და კენჭსყრა რაღა საჭირო იყო? ცოტა სირცხვილია ამ ლინკის მიცემა, რადგანაც ქართული ვიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განხილვა იყო.

მოკლედ, ეს არის ბოლო პუნქტობრივი myth buster ჩემგან. ველი ბოდიშს :)--Melberg მიწერა 20:13, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

სასამართლო დარბაზში არ ვარ. სიტყვა „შეთქმულება“ (შენ თქვი). მოლაპარაკება ვთქვი. --ცანგალა/ 20:41, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ანუ ამ მონაწერიდან მხოლოდ ეს შინაარსი გამოიტანე? :) შეთქმულების თეორია - საკმაოდ ნორმალური სტატია გვაქვს, და შეგიძლია გაეცნო. სამწუხაროა, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ასეთი პრობლემაა - ბოდიშის მოხდა კი არასდროს არ არის გვიან.--Melberg მიწერა 09:07, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ყველას მოგესალმებით. პირადად მე ამ განხილვაში ჩემს ხმას არ დავაფიქსირებ, არც წინააღმდეგი ვარ და არც მომხრე, მაგრამ კომენტარს გავაკეთებ. საერთოდ არ არის ახლა ეს თემა აქტუალური. ქართული ვიკიპედიის აქტიურობაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადმინების წვლილის რაოდენობა გაიზარდოს. რომელ უცხოენოვან ვიკიპედიებს ვადარებთ? სადაც კარგა ხანია სტატიების რაოდენობით რამდენიმე მილიონს გადასცილდნენ? დაგეთანხმე, როცა ლოგო შევცვალეთ. იქ შენი არგუმენტი იყო, რომ ლოგო ქართული წერის სტანდარტებისთვის მოგვერგო. ახლაც გეთანხმები ამაში, მაგრამ მსგავსი წესების კოპირებაში ვერა. ქართული ვიკიპედიის რეალობას უნდა მოვარგოთ ყოველივე. იქ სხვა რეალობაა, რასაც ადარებ. ერთ მომხმარებელს სამუდამო ბლოკი აქვს, რადგან ვიკიპედიის ადმინს წვლილის რაოდენობა შეახსენა... მეორე რედაქტორმა მეორეს შეახსენა... ავადაა და რა წვლილზე საუბრობო - იყო პასუხი. ყველაფერი მესმის, ყველა ადამიანები ვართ, მოხალისეები, ზოგჯერ წვლილი არ გროვდება, გვაქვს პირადი პრობლემები, ზოგჯერ სულ არ გვეხალისება და ა.შ. მაგრამ ვინც ახსენებს ჩასაფრებული ინტრიგანის როლში გამოდის, გაფრთხილებებს გვიწერენ, პროექტს აზარალებთო... რომელ წესებზე ვსაუბროთ, სადაა აქ წესები? ჩემიანი-შენიანის უსამართლო სამწუხარო თამაში მიდის. არავითარი საბუთი არ მაქვს ვინმეს რაიმეზე ბრალო დავდო, მაგრამ ბევრი რამაა აშკარა. 7 წელი გავიდაო... რამდენჯერ დაირღვა ამ 7 წელში ის წესი, ვინ აკონტროლებს ამას და ვინც გააკონტროლა რა პასუხი მიიღო? ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ვინ გააკონტროლებს მომავალში? ვინც პასუხისმგებლობას აიღებს, აქვს დრო და უნარი სათანადო რაოდენობის წვლილიც დააგროვოს, ის იქნება ადმინიც. ჯერჯერობით სამივე ადმინი ზოგიერთი ჩავარდნის გარდა ამ წვლილს აგროვებს (ზოგმა რომც არ დააგროვოს აზრი? სადაა მაკონტროლებელი?) იქნებ სჯობს ბიუროკრატი და ადმინი გაიმიჯნოს? ან სხვა რაიმე საშუალება მოვძებნოთ, რომ ვიკიპედია მეტად დემოკრატიული იყოს? მე პირადად არ ვიცი ამ რეალობიდან რა არის გამოსავალი. იმის მაგივრად რომ საქმეს ვაკეთებდეთ, ერთმანეთს ვჭამთ. სამწუხაროა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:44, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძეს, რომ ბიუროკრატი და ადმინი გაიმიჯნოს. User:David1010 და მომხმარებელი:MIKHEIL ადმინებიც არიან და ბიუროკრატებიც. ეს უფრო მისახედია, ვიდრე ახალი წესის მიღება. --ცანგალა/ 21:56, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
სალამი. ამ ეტაპზე მე რასაც ვამჩნევ, არის კონკრეტული მომხმარებელი, რომელიც 7 წლის წინ მომხდარ ამბავზე არის ნაწყენი და ყველაფერს უყურებს ამ წყენისა და შეთქმულების თეორიის პრიზმით, რაც სამწუხაროა. რაც შეეხება ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის სტატუსების გაყოფას. სიმართლე გითხრა, ამაზე არ მიფიქრია - ყველა მსხვილ ვიკიპედიაში ბიუროკრატის სტატუსი არის დანამატი ადმინისტრატორის სტატუსზე, ამიტომ ამ ორი სტატუსის გახლეჩა არ მგონია სწორი. ზოგადად, ამ ორი სტატუსის გახლეჩაზე შეგიძლია ცალკე განხილვის წამოწყება - ეს განხილვა აჯობებს, თუ იქნება კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებული.--Melberg მიწერა 09:07, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) შევეცდები წარმოგიდგინოთ ის ერთადერთი არგუმენტი რატომაც დავუჭირე მხარი ამ წესს. როდესაც ადმინისტრატორების მოხსნის წესი მივიღეთ 2014 წელს (ვთვლი რომ ძალიან სწორადაც) მაშინ ქართულ ვიკიპედიაში 84 000 სტატია იყო. დღეს 2021 წელს 150 000-ს გადავცდით, თუმცა ერთი რამ შეინიშნება: აქტიურ და ვიკიპედიის რეალურ „მუშა“ გუნდს არავინ შეგვმატებია, გაიზარდა ახალი მომხმარებლების რაოდენობა, გაიზარდა გასასწორებელი სტატიების რაოდენობაც, გაიზარდა მოთხოვნილება მათ გასწორებაზე, მაგრამ ვიმეორებ ძირითადი „მუშა“ გუნდი ისევ იმ რაოდენობით დავრჩით. ადმინებზე მოქმედმა წესმა, რომელიც მაშინ საკმაოდ მისაღები იყო, სამი ადმინი ძირითადად გადაიყვანა აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამან რა გამოიწვია? სამი ადმინი, სამი ბირთვი აი იმ ზემოთ ნახსენები „მუშა“ ადამიანებისა პრაქტიკულად, როგორც რედაქტორები დავკარგეთ და შესაბამისად მოიმატა უხარისხო სტატიების რაოდენობამ ვიკიპედიაში. (იხ. კატეგორია:გასაენციკლოპედიურებელი სტატიები - 900 სტატია; კატეგორია:უტექსტო - 422 სტატია; კატეგორია:სტატიები დაუსაბუთებელი მტკიცებებით - 103 სტატია...). გიორგის მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით (ზემოთთქმულიდან გამომდინარე, არ აწყენდა ამ წესში ზოგადი ცვლილებების რაოდენობის გაზრდა) ამ ადმინების მუშაობას მივმართავთ სწორედ მსგავსი სტატიების გაუმჯობესებისაკენ და არ იქნებიან ჩაციკლული მხოლოდ ადმინისტრაციულ ქმედებებზე. რაც შეეხება გაჟღერებულ ბრალდებებს (არ გავიმეორებ გიორგიმ კარგად ჩამიოაყალიბა) — გეყოს! მე როგორც ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი (რომლის მიმართაც არაერთხელ გაისმა დაუსაბუთებელი ბრალდება) ვითხოვ ამ მომხმარებელს გაეცეს საკადრისი პასუხი. --Wiki - ჯაბა 06:28, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ეს განხილვა კონკრეტულად, წესის გადახედვას შეეხება და არა წესის ახლიდან შემუშავებას. სტატუსების დაყოფის მოთხოვნით, თქვენ განხილვა აბსურდამდე მიგყავთ, რაც ვიკიპედიის წესების დარღვევაა. კარგად გაეცანით განხილვის სპეციფიკას და დასათაურებას. როგორც ყოველთვის, ამ განხილვაშიც იკვეთება მისტიფიკაცია უსაფუძვლო ბრალდებების გამო. დაუშვებელია როტაცია ერთი და იგივე კომენტარის ირგვლივ. @გიო ოქრო: თარგი:{{წინააღმდეგი}} გაქვს ჩასმული და ახლა უნდა დაელოდო სხვების აზრს. იყოს ისე როგორც ამას ვიკი-საზოგადოება გადაწყვიტავს. - OTOGI Messages 10:35, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

აქ რატომ მოვინიშნე ვერ ვხვდები, სხვების აზრს რომ ველოდებით ყველა, ნათელია. გიო ოქრო 10:47, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

რომ ვერ ხვდები მაგიტომაც მოგნიშნე, რომ თარგის ჩასმიდან კიდევ 3 კომენტარი გააკეთე. გავიგეთ შენი აზრი. აწი დაელოდე სხვებს. - OTOGI Messages 10:53, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი, გავაკეთე, ჩემი არგუმენტები წარმოვადგინე დისკუსიის გზით; როგორც ზევით აღინიშნა — წესის გადახედვის შესახებაა საუბარი. გიო ოქრო 10:56, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  (წინააღმდეგი) „მკვდარ სულებს“ ვიკი არ საჭიროებს. არსებული წესი არათუ შესამსუბუქებელი, არამედ გასამკაცრებელია. რისი ადმინისტრატორია თუ თვეობით არ მონაწილეობს მის ცხოვრებაში? ოღონდაცა, მრავალმილიონიანი ვიკიებით არგუმენტირებას ნუ დაიწყებთ, სადაც ადმინიტრატორები, ბიუროკრატები და მისთანები უფრო მეტია ვიდრე მონაწილეების მთლიანი რაოდენობა ქართულ ვიკიში. -- OpusDEI 11:19, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  (წინააღმდეგი) მე ვერ ვიგებ ეს თემა რატომ წამოიწყეთ. უხეშად რომ ვთქვათ უსაქმურობის წახალისებაა? აბა ადმინი, რომელიც ამდენი თვის მანძილზე 500 რედაქტირებასაც არ აკეთებს მისგან რა უნდა იხეიროს ვიკიპედიამ. ვფიქრობ ბევრად მნიშვნელოვანი თემებია აქ განსახილველი და კონკრეტულ პირებისთვის ხელსაყრელი საკითხები არ უნდა განიხილებოდეს. ვემხრობი ზემოთხსენებულს, რომ პირიქით უნდა გამკაცრდეს კონკრეტული კანონი!(სჯობს ეს განვიხილოთ). გაფრთხილება რომ თამაშია ეგ უკვე ყველას კარგად ესმის. უსაქმურობის წახალისება და პლუს გეგმა ბ. Vano 3333 12:31, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
რა საინტერესეოა სიზარმაცის წახალისებაზე საუბარი მოხალისეობრივ პროექტში განსაკუთრებით იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად განხილვებში ჩნდებიან. :) --Melberg მიწერა 13:16, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg:ჯერ უადგილოა, მეორე თუ სწორად გავიგე განხილვებში ვჩნდები მატო, ამისათვის ჩემ წვლილს გადახედეთ და დასკვნები მერე იყოს. და ვინ ვის აძალებს რამეს ვისაც რაუნდა ის აკეთოს. თუ იღებს ადმინის პასუხისმგებლობას არსში თვითონ უნდა გაერკვიოს პიროვნება. აბა ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და მადლობების ხდას ხომ არ დავიწყებთ რახან მოხალისეობრივია. ზოგადად არც წესების მწამს, ერთადერთი მომხმარებლების დაბლოკვაზეა წესი დაურღვეველი, თუნდაც ეგ ადმინის რედაქტირებების საკმაო რაოდენობა რამდენჯერ არ დაფიქსირებულა და რა მოყვა მაგას? უნდა? მაშინ გააკეთოს, არ უნდა? მაშინ არ გააკეთოს, ეგაა ნება და არა, ის რომ კონკრეტულ პირთა ადგილების გამყარებას ხელი შევუწყოთ. Vano 3333 09:44, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) საერთოდაც და მით უმეტეს, სტატიების და მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობის, ე. ი. გაზრდილი ადმინისტრაციული სამუშაოს პირობებში ადმინებისთვის, რომლებიც ისედაც ცოტანი არიან, ზოგადი რედაქტირებების რაოდენობა დამატებით ტვირთს არ უნდა წარმოადგენდეს. არათუ ამ შესწორების მომხრე ვარ, არამედ საერთოდაც რომ ამოვიღოთ ზოგადი რედაქტირებების ვალდებულება და მხოლოდ ადმინისტრაციული დავტოვოთ, მომხრე ვიქნები. — Anry Kiknavelidze :::::::::::განხილვაწვლილი 13:32, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Melberg:ზოგადად მხოლოდ განხილვებში გამოჩენილი მომხმარებლები მრავლად ახსოვს ქართულ ვიკიპედიას. ეს არც პირველი განხილვაა და ალბათ არც უკანასკნელი. რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა და ვფიქრობ ამ საკითხზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომ მინიმუმ ბოლო ერთ თვეში უნდა ჰქონდეს მომხმარებელს საკმარისი წვლილი, რომ განხილვაში მონაწილეობა შეძლოს. ასევე განხილვაში მონაწილეობით არ უნდა სრულდებოდეს მათი წვლილიც.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:51, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო. ოღონდ ამ თემაში განსახილველ საკითხს ეს ისევ არ ეხება. --Melberg მიწერა 14:03, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ისევე, როგორც ზემოთ შენს მიერ გაკეთებული კომენტარი, რასაც ვუპასუხე:D--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:05, 20 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა

რედაქტირება

კენჭისყრა დაიწყება 2021 წლის 28 მარტის 00:01 საათზე და გაგრძელდება 2021 წლის 31 მარტის 00:01 საათამდე. ერთ მომხმარებელს აქვს ერთი ხმის უფლება. კენჭისყრისას დასაშვებია მხოლოდ   (მომხრე)-ს გამოყენება - გთხოვთ, თავი შეიკავოთ კომენტარებისგან და მხოლოდ ხმა დააფიქსიროთ.

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
@Melberg: ვერ გავიგე, ახალი სტილის განხილვაა? წინააღმდეგი ვინცაა იმან რა ქნას? ან თუ მარტო მომხეს წერთ რაღას განიხილავთ? Vano 3333 15:35, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ან თუ მარტო მომხეს წერთ რაღას განიხილავთ - მემგონი ჯობია, ცოტა კორექტულად დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება :) კენჭისყრაში არსებობს ორი ქვესათაური მიმდინარე რედაქცია და ცვლილება. თუ მიმდინარე რედაქციას ემხრობით, ხმა უნდა დააფიქსიროთ შესაბამის ქვესათაურში. საკმაოდ მარტივია :)--Melberg მიწერა 15:42, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
კორექტულობა არ აკლია მაგ კითხვას, მემგონი და ვარაუდიც არ სჭირდება. კითხვა დავსვი, თუ რაუნდა ქნას მომხმარებელმა ვინც ეწინააღმდეგება, არაკორექტული არაფერია აქ და თუ კონკრეტული ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი კითხვაა, ეგ ნამდვილად სხვა თემაა უკვე. კი მარტივია აქ ყველაფერი :) და ეგ არის სწორედ უბედურება. Vano 3333 16:18, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
არადა, მართლა მარტივია.--Melberg მიწერა 16:27, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ ბევრ კითხვას არ ეღირსა აქ პასუხი. კვლავ გეთანხმებით მარტივია დიახ. Vano 3333 16:39, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვანო, სწორადაა კენჭისყრა. თანხმობა მიმდინარე რედაქციაზე, ან ცვლილებაზე. რომელსაც ანიჭებთ უპირატესობას იმის ქვეშ დააფიქსირებთ ხმას ხართ თუ არა მომხრე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:56, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
მადლობა გიო. Vano 3333 11:07, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მიმდინარე რედაქცია

რედაქტირება
  1. .   (მომხრე)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:51, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  2. .   (მომხრე)ნიკა 18:31, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე)--გიო ოქრო 19:15, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე) Gobrona განხილვაწვლილი 08:20, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  5. .  (მომხრე) Vano 3333 10:58, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  6. .  (მომხრე) (განვმარტავ, შეტანილი ცვლილებები არ ედრება ინგლისურ ვარიანტს. დამატებითი კენჭისყრა აღარ უნდა იყოს. არ მუშაობს, ჩამოერთვას უფლება, მორჩა) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:30, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  7. .  (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 17:27, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ცვლილება

რედაქტირება
  1. .   (მომხრე).--Melberg მიწერა 20:03, 27 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  2. .   (მომხრე) --Mehman 97 13:59, 28 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  3. .   (მომხრე) --Wiki - ჯაბა 14:18, 28 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  4. .   (მომხრე) ― Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 16:46, 28 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  5. .   (მომხრე) --Nia Cheგანხილვაწვლილი. 09:32, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  6. .   (მომხრე) --ავთანდილაშვილი რეზი განხილვაწვლილი 16:34, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  7. .   (მომხრე) --Nina1009 განხილვაწვლილი 18:40, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  8. .   (მომხრე)--დათო1010 19:55, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  9. .   (მომხრე)— Mikheil მიწერა 19:57, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
  10. .   (მომხრე) --ზაკო განხილვაწვლილი 19:59, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

#.   (წინააღმდეგი) Vano 3333 15:03, 29 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

სულ დაფიქსირებულია 17 ხმა. აქედან მიმდინარე რედაქციას ხმა მისცა 7-მა მომხმარებელმა. წესის ცვლილებას ხმა მისცა 10-მა მომხმარებელმა. წესში ცვლილება დამტკიცებულია. --Melberg მიწერა 20:05, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრაში მონაწილეები

რედაქტირება

იმედი მაქვს ყველა კარგად ადევნებთ თვალყურს რა ხდება, როგორ ხდება ვიკიპედიის ადმინისტრაციულ საკითხების გადაწყვეტისას კენჭისყრაში წვლილის არ მქონე, გადაკარგული მომხმარებლების გამოჩენა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელს აძლევს ხმას, მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს. იმედი მაქვს პირველ რიგში თავად @Melberg: დაამუშავებს ამ საკითხს, უბრალოდ თხოვნაა, რადგან ის ასე აქტიურად მუშაობს მსგავს საკითხებზე. ეგებ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე შევიმუშაოთ საერთო წესი, როგორ და ვინ უნდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:23, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

კი, „დაკარგული მომხმარებლების“ გამოჩენა ნამდვილად პრობლემაა. სავარაუდოდ, შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, რომელსაც დავამუშავებ.--Melberg მიწერა 20:25, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

შემდეგი განხილვა აუცილებლად ეგ უნდა იყოს და რაც შეიძლება მალე. ბევრი საკითხი გადაწყდა არასწორად და ყველამ კარგად იცის ეგ, მაქედან სამი მომხმარებლის აზრი, ესეც მინმუმ! გასაბათილებელია. ძაან არასწორი საქციელია ეგ, რა პლიუსი მაგით ვიკიპედიას? თხოვნა იქნება მელბერგ ჩემგანაც რომ სასწრაფოდ ეგ თემა წამოიჭრას, თუნდაც ხვალ. ერთადერთი გამოსავალი ეგაა დღეს, აბა ჩვენც ძმაბიჭებს ხომ არ შემოვყრით აქ. ასე თვალებში ნაცრის შეყრა არ გამიგია, ბედი ჩვენი მაშინდელივით არ წალეკეს ფორუმი. Vano 3333 20:41, 30 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

რატომღაც არც კი გამკვირვებია, მრავალგზის ნაცადი ხერხია :)))) Gobrona განხილვაწვლილი 09:19, 31 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

დაიკიდეთ რა   -- OpusDEI 22:25, 31 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრაში მონაწილეობა

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ქართულ ვიკიპედიაში უკვე დიდი ხანია არსებობს ე.წ. მკვდარი სულების პრობლემა, რომლის შესახებ ზემოთ უკვე ისაუბრა გიორგი ჩუბინიძე-მ. ვიზიარებ მის მოსაზრებას, და მეც ვთვლი, რომ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. აქედან გამომდინარე, რამდენიმე უცხოენოვან ვიკიპედიაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გთავაზობთ კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ საბაზისო კრიტერიუმებს:

1.) მომხმარებელი უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე.
2.) მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 300 რედაქტირებისა ბოლო 1 წლის განმავლობაში.
3.) კენჭისყრის დაწყებამდე 7 (შვიდი) დღით ადრე, მომხმარებელს უნდა უფიქსირდებოდეს ყოველდღიური მინიმალური წვლილი, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით.
3.1.) გამნაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელს ჩასმული ჰქონდეს {{თ|ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და ხმის მიცემამდე მას მინიმუმ 2 დღის განმავლობაში დაუფიქსირდეს რედაქტირება.

აბა, რას იტყვით.--Melberg მიწერა 08:56, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, მშვენიერია მაგრამ ჩემი აზრით 3 თვე ძაან ცოტაა, პლუს რედაქტირებები ზემოთხსენებულ პიროვნებებსაც უფიქსირდებათ, რომელთა წვლილიც მხოლოდ კონკურსებისაა და კონკურსიდან კონკურსამდე არ ჩნდებიან, ანუ ვამბობ რომ მიმდინარე მოვლენებზე ყურადღება არ აქვთ გამახვილებული, მეტიც გარტყმაში არ არიან. არ ვფიქრობ რომ ასე რობლემა გადაიჭრება, მთავარი მიზანია მსგავსი მომხმარებლების მოხმობა და მათით მანიპულირება შეწყდეს. აქ არსებული სიტუაცია ბევრ უცხოენოვან ვიკიპედიას ვერ შეედრება, ამიტომაც პირადად წესების გამკაცრების მომხრე ვარ. Vano 3333 10:30, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: მელ, პირველ რიგში მადლობა დაგვიანებული, მაგრამ საჭირო პრობლემის გადაწყვეტის წამოწყებისთვის. რამდენიმე შესწორებას გავაკეთებ, რომ საჭირო დროს წესების გააზრების სხვადასხვაგვარი მცდელობა არ მოხდეს.

1.) 3 თვით ადრე ნორმალურია, მაგრამ მონაწილეს უნდა ჰქონდეს სანდო მომხმარებლის სტატუსი. ვფიქრობ ესეც უნდა მივუთითოთ;
2.) თუ 3 თვეა რეგისტრაციის მინიმალური პერიოდი, რედაქტირებების საჭირო რაოდენობაც 3 თვეზე უნდა იყოს გაწერილი და არა ერთ წელზე. ეს შემდგომში წვლილის გამოთვლისას არაერთ პრობლემას გამოიწვევს. ამ მხრივ ბევრად მეტი სიმკაცრე გვაქვს რჩეული სტატიის გამოვლენის კენჭისყრაში, სადაც წერია ,,დადებითი ხმის მიცემის უფლება არა აქვს მომხმარებელს, რომლის ვიკიპედიაში რეგისტრაციიდან არ გასულა ერთი თვე და არ აქვს განხორციელებული სულ მცირე 150 რედაქტირება”. ანუ რედაქტირებიდან 1 თვეში - მინიმუმ 150 რედაქტირება. და ჩვენ დანარჩენ, შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან კენჭისყრებში იმაზე ნაკლები წვლილის მქონე ადამიანებს ვრთავთ, ვიდრე რჩეულის გამოვლენისას? ამიტომ ვფიქრობ წვლილის მინიმალური რაოდენობა პირველი პუნქტიდან გამომდინარე 3 თვეზე უნდა გაიწეროს და რაოდენობაც გაიზარდოს, როგორც ეს რჩეული სტატიის გამოვლენისას გვაქვს;
3.) აქ ვფიქობ ასე უნდა მოხდეს ფორმულირება - ,,კენჭისყრის დაწყებამდე 7 (შვიდი) დღით ადრე მომხმარებელს უნდა უფიქსირდებოდეს ყოველდღიური მინიმალური წვლილი, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით” კი არა, არამედ ,,კენჭისყრის დაწყებამდე 7 (შვიდი) დღის განმავლობაში მომხმარებელს უნდა უფიქსირდებოდეს ყოველდღიური მინიმალური წვლილი, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით”;
3.1) თუ ზემოთ ეს პუნქტები რედაქტირდება 3.1.-ის პუნქტთან არავითარი პრობლემა, პირადად მე, არ მაქვს. ერთადერთი, აქაც უნდა დაკონკრეტდეს ვადები {{თ|ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და ხმის მიცემამდე 7 დღით ადრე.

ესაა ჩემი აზრი ამ საკითხზე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:48, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Vano3333:პატივი ეცი საკუთარ თავს, რა ლექსიკით მოიხსენიებ მომხმარებლებს? ან რა ბრალდებებია? დაამტკიცე ან მიიღე გაფრთხილებად. — Mikheil მიწერა 13:05, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება მელბერგის შემოთავაზებას, აბსოლუტურად მივესალმები. — Mikheil მიწერა 13:06, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: ადმინი ხარ მეტი გმართებს, ეგ მაკლია საკუთარი თავის პატივისცემა მასწავლოს ვინმემ. გავშიფრავ მეტი სიმარტივისთვის. ჩემი აზრია რომ ეგრე არის, ანუ ჩემი აზრია და აქვს არსებობის უფლება,პლუს ათასჯერ დამტკიცებულა ეგ და დაბლოკე მომხმარებლები, რომლებმაც თქვეს ეგ. მერე მეორე ავდექი და მოვიხსენიე ეს და ეს იყოთქო? რათქმაუნდა იცი რომლებიც ვიგულისხმე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ეგრე წყდება და. ბრალდებას რაც შეეხება, არავის არაფერს ვაბრალებ და ვარაუდებს არ გამოვთქვამ, ეგრეა და მაგას წყალი არ გაუვა, ბრმა არავინაა. გაფრთხილებას რაც შეეხება უფრო სათუთად მოეპყარი, არაა ეგ ბრმად სასროლი იარაღი. Vano 3333 13:18, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები მელბერგის მიერ წარმოდგენილ ნიმუშის ყველა მუხლს, თუმცა ვფიქრობ გიორგის შენიშვნა სწორია მესამე პუნქტთან დაკავშირებით 7 (შვიდი) დღის განმავლობაში და არა 7 (შვიდი) დღით ადრე. რაც შეეხება სანდო მომხმარებლის სტატუსს ვფიქრობ აქ პრობლემაა აქტიური მომხმარებელი და არა „სტატუსიან“ მომხმარებელი. ამ პირობის შემოტანით ვუზღუდავთ მონაწილეობას პირობითად სამი თვის წინ დარეგსტრირებულ აქტიურ, მაგრამ სანდოს სტატუსის არმქონე მომხმარებელს (არა მგონია სამ თვეში ვინმემ მიიღოს სანდოს სტატუსი, მაგრამ 300 ცვლილება შეიძლება დააგროვოს). --Wiki - ჯაბა 13:30, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. 3.1 პუნქტში ამ სიტყვებს თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. შევცვლიდი ასე: თუმცა კენჭისყრის დაწყების მომენტისთვის იმყოფება ვიკიშვებულებაში. --Wiki - ჯაბა 13:37, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, მელბერგის შემოთავაზებულ ვერსიაში, 3.1-ში წერია, რომ ვიკიშვებულებიდან მინიმუმ ორი დღის დაბრუნებულ მომხმარებელს შეუძლია მონაწილეობა. ვიკიშვებულებაში მყოფს რატომ უნდა ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. ის ხომ ისვენებს ვიკიპედიის საკითხებისგან? პირადად მე მელბერგის ამ ვერსიას ვეთანხმები, მაგრამ შვებლებიდან კენჭისყრამდე აქაც ერთ კვირიან სამუშაო შუალედს ვისურვებდი რომ 7 (შვიდი) დღის განმავლობაში დაუგროვდეს წვლილი (დღეში მინიმუმ ერთი რედაქტირება).--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:01, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მელბერგის 3.1 პუნქტში ჩემი აზრით ჩასამატებელი სამი სიტყვა არაფერს ცვლის, უბრალოდ დაზუსტებაა. მეც ვეთანხმები. --Wiki - ჯაბა 14:06, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება მე ვერ მივხვდი სწორად, მაგრამ შენ მგონი ასე გიწერია, რომ ,,შეცვლიდი ასე: თუმცა კენჭისყრის დაწყების მომენტისთვის იმყოფება ვიკიშვებულებაში.” - ეს კი ბევრ რამეს ცვლის. ანუ ასე ვიკიშვებულებაში მყოფსაც შეუძლია კენჭისყრაში მონაწილეობა. მაგრამ მელბერგის ვერსიაში შვებულებიდან ორი დღის დაბრუნებული უნდა იყოს, ჩემი ვერსიით ერთი კვირის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:10, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

უი არა, მასე არც მიფიქრია... უყურე რაშია საქმე: ვინც იმყოფება კენჭისყრის დაწყებისთვის შვებულებაში, მას გამონაკლისის სახით არ უნდა მოეთხოვოს ბოლო შვიდი დღის განმავლობაში წვლილი, მას შეუძლია მოსხნას ვიკიშვებულების თარგი, დაუბრუნდეს ვიკის და მელბერგის ვერსიით 2 დღე საკმარისია იმისათვის რომ დააგროვოს წვლილი და მისცეს ხმა. მხოლოდ ეს ვიგულისხმე და დავწერე. --Wiki - ჯაბა 14:14, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@OpusDEI: @Vano3333: ორი სიტყვით გეტყვით, გადახედეთ ვიკიპედია:ხუთი პილასტრი (მე-4 პუნქტს). თუკი ვინმეს საზოგადოებაში თავის დაჭერის პრობლემა აქვს, აჯობებს საერთოდ შეიკავოს თავი კომენტარისაგან. ასეთი რეპლიკებით ირღვევა ეტიკეტის ნორმები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. - OTOGI Messages 16:25, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Vano3333: „გარტყმაში არ არიან“ და ასეთი ლექსიკა შეიძლება შენთვის მისაღებია, მაგრამ ვიკიში თავი შეიკავე. ადამიანებს აყენებ შეურაცხყოფას. შენი აზრი თუ სხვას ზიანს აყენებს და აბუჩად იგდებს, მხოლოდ შენ აღარ გეხება და ვგონებ, იმის შეხსენებაც გჭირდება, რა არის და რა არ არის ვიკიპედია. — Mikheil მიწერა 16:29, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: არაა სწორი ეგ. შეურაცხყოფა არაა ჩვენი აზრის არაფრად ჩაგდება? რამდენი ეგეთი გიქნიათ ადმინებს, თუ მე დავცინოდი მომხმარებელს პირში ინგლისურად არასწორად თარგმნისთვის, ადმინები არ იყავით? ვისაც ეთქმის და სამაგალითოა სულ შევისმენ რჩევა-დარიგებას. მაგაზე ვბრაზდები გარტყმაში რომ არ არიან.თუ არიან რას ფიქრობ? რომ არ არიან მაგიტომ ვთქვი, თუარა არ ვიტყოდი მაშინ. ჯობია ამით დასრულდეს ეს საუბარი. Vano 3333 16:54, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
სანდო მომხმარებლის ამბავს არ ვემხრობი, რადგან ამ ეტაპზე, რაღაც ხარვეზის გამო, ადმინების ხელსაწყოში სანდოს სტატუსის ვინმესთვის ჩართვა შეუძლებელია და არავინ იცის, როდის გასწორდება.— Mikheil მიწერა 16:30, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
ყველა საკითხზე შეიძლება მსჯელობა და კონკრეტულ ვადებსა და წვლილის რაოდენობაზე შეჯერება. რაც შეეხება კენჭისყრაში მხოლოდ „სანდო მომხმარებლის“ სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის მონაწილეობის უფლების მიცემას, ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს გარკვეული დისკრიმინაციაა.--დათო1010 16:45, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
დანარჩენზე თუ შევთანხმდებით ,,სანდო მომხმარებელს” კიდევ ავიტანთ. მაგრამ დისკრიმინაცია რა შუაშია. ,,სანდოს სტატუსი” რომ რაიმე უპირატესობა არაა ხომ ვიცით, უბრალოდ არის სტატუსი, რომელიც უკვე ვიკიპედიაში გათვითცნობიერებულ, წესების შედარებით მცოდნე და გააქტიურებულ მომხმარებელს ენიჭება და ლოგიკურია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც კენჭისყრაა ამ წესების მცოდნე ჩაერთოს. ამაში არაა დისკრიმინაციის მარცვალიც კი, მაგრამ თუ ეს სისტემური ხარვეზიცაა და გააუქმა სისტემამ ეს ფუნქცია რას ვიზამთ, და თუ გასწორებადია ამაზეც შეიძლება მსჯელობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:58, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
3 თვის დარეგისტრირებულ მომხმარებლებს სანდოს სტატუსს არ ვანიჭებთ, ამისთვის მინიმუმ 6 თვე მაინცაა საჭირო.--დათო1010 17:47, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: ამ ტრედში საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა. მე მგონი იუზერი შეგეშალა. გადაამოწმე. -- OpusDEI 18:10, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვარიანტი 2

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

პოზიციების გადაკითხვისა და შეჯერების შემდეგ, დაკორექტირებულ რედაქციას გთავაზობთ:

1.) მომხმარებელი უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე.
2.) კენჭისყრის დაწყების დღემდე, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 150 რედაქტირებისა ბოლო 3 თვის განმავლობაში.
3.) კენჭისყრის დაწყებამდე 7 (შვიდი) დღის განმავლობაში მომხმარებელს უნდა უფიქსირდებოდეს ყოველდღიური მინიმალური წვლილი, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით.
3.1.) გამნაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელს ჩასმული ჰქონდეს {{თ|ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დაწყებამდე მას მინიმუმ 2 დღის განმავლობაში დაუფიქსირდეს რედაქტირება, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით.

აქვე, @Vano3333: ჩვენ ვერ მივიღებთ წესს, რომელიც კონკრეტული გზით შემოსული მომხმარებლების წინააღმდეგ იქნება მიმართული - ვიკიპედიის მთავარი პრინციპი თანასწორობაა, რომ ყველა მომხმარებელი თანასწორია. ამას ემატება ფონდ ვიკიმედიისა და ვიკიმედია საქართველოს სტრატეგიები, რომლებიც, ორივე, ახალი მომხმარებლების მაქსიმალურ ინტეგრაციას ემხრობა, მათ შორის - კონკურსით შემოსულის. --Melberg მიწერა 18:49, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: მელბერგ მე თუ მკითხავთ ახალი მომხმარებლები კონკრეტულად კონკურსების გზით აღარ შემოდიან. სიმართლე გითხრათ სწორედ ქიმიის თემის კონკურსში ჩავერთე თავდაპირველად და მას მერე ვარ აქ, თუმცა თუ თვალყურს ადევნებთ მაგ კონკურსებს, ნათლად ჩანს, რომ ახალი მომხმარებლები იჩაგრებიან, ვინაიდან ყველაფერს ერთიდაიგივე ხალხი იგებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რეალობაც. თანასწორობაზე მე არანაირად ვდაობ, მაგას ვერავინ გააკრიტიკებს, მე უბრალოდ ვანსხვავევ მიმდინარე მოვლენებში გარკვეულ და გაურკვეველს. Vano 3333 18:57, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მელ, მადლობა რომ შუალედური ტექსტია ყველას შენიშვნიდან გამომდინარე, თუმცა ბოლო ნაწილს მაინც ვერ დავეთანხმები. ვიკიშვებულებიდან კენჭისყრის დაწყებამდე ორი დღის ნაცვლად 7 დღე მნიშვნელოვანია, რომ ამან შემდგომი კონფლიქტებისგან აგვარიდოს, რაც სრულიად შესაძლებელია მოხდეს. ჩვეულებრივ კენჭისყრები 3 დღე მაინც გრძელდება. მას წინ უძღვის დიდი განხილვები, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იქნება, ბევრად სამართლიანი და გარდა ამისა ასე ეს გამონაკლისი პირველ, მეორე და მესამე პუნქტებს ერთად დააკმაყოფილებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:02, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

კონკრეტული შეკითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ. დავშვათ მე ვარ ვიკიშვებულებაში და დაიწყო კენჭისყრა, რომელიც დავუშვათ 4 დღე გრძელდება. გავიგე კენჭისყრის შესახებ და კენჭისყრის მეორე დღეს გამოვედი ვიკიშვებულებიდან. მაქვს თუ არა ხმის მიცემის უფლება და როდის? --Wiki - ჯაბა 19:23, 1 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
არსებული რედაქციით: მაგ. კენჭისყრა იწყება 10 აპრილს. მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 პუნქტს; ვიკიშვებულების თარგი ჩასვა 28 მარტს; 11 აპრილს შემოვიდა და თარგი ამოიღო - გააკეთა პირველი რედაქტირება; 12 აპრილს - მეორე; 12 აპრილსვე მისცა ხმა. არსებული რედაქციით, ეს ხმა ჩაითვლება; გიორგის რედაქციით (სადაც 7 დღეზეა საუბარი) - არა.--Melberg მიწერა 04:48, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
სწორედ ამის გამოა აუცილებელი 7 დღის მიღება, რომ კენჭისყრისთვის არ ,,გაცოცხლდეს" მომხმარებელი, და სერიოზულ, სანდო და დემოკრატიულ გარემოში გადაწყდეს საკითხები. მელ, ვფიქრობ მესამე ვარიანტიც გვჭირდება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:52, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ვერსიით ეგ რაღა გამონაკლისია? მაშინ პირდაპირ ჩაწერეთ რომ შვებულებაში მყოფ პირს ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. კენჭისყრა სამი დღე მიმდინარეობს და შვიდი დღის მერე რაღა აზრი აქვს? ან რას ქვია „გაცოცხლდეს“? თუკი მომხმარებელი 1 და 2 პუნქტებს აკმაყოფილებს ე. ი. „ცოცხალია“. მოკლედ როცა კენჭისყრა 4 დღეა და 7 დღიან გამონაკლისს ითხოვ, აზრს კარგავს ეს გამონაკლისი და ცოტა აბსურდული მეჩვენება. მე არსებულ ვერსიას ვემხრობი. --Wiki - ჯაბა 15:15, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამონაკლისი არის ის, რომ მომხმარებელი შეიძლება წლები იყოს ,,ვიკიშვებულებაში". ახლად დაბრუნებულს დახვდეს კენჭისყრა და მიიღოს მონაწილეობა. ,,ვიკიშვებულების" ხანგრძლივობას არ აქვს ვადები ერთი წლის წინ თუ წვლილი ჰქონდა და ერთი წელი შვებულება, 1 და 2 პუნქტების დაკმაყოფილება სულაც არ ნიშნავს რომ ,,ცოცხალია", ეს ნიშნავს რომ კენჭისყრისთვის აქვს თავი ,,შემონახული". ერთი კვირის შუალედიც კი ვერ ჭრის ამ პრობლემას, რომ ,,მომხმარებლებით თამაშის" ეჭვიც კი გაქრეს, მაგრამ ყველაზე ნორმალური ვარიანტია, თან დააკმაყოფილებს სამივე პუნქტს და თან იქნება გამონაკლისიც. ,,რაღა გამონაკლისი" არა, დაფიქრდით ყველა და მიხვდებით რომ ეს დიდი გამონაკლისია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:30, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

წლები იყოს ვიკიშვებულებაში? და ბოლო სამი თვე როგორ დააგროვებს 150 რედაქტირებას მერე? :) ერთი წლის წინ თუ წვლილი ჰქონდა ის როგორ მიიღებს მიონაწილეობას კენჭისყრაში? ვიმეორებ ბოლო 3 თვეში არ ექნება 150 ცვლილება. :) ახლა უფრო ღრმად დავრწმუნდი რომ აბსურდია 7 დღე, მადლობა რომ დამარწმუნე. --Wiki - ჯაბა 15:34, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მგონი ვერ მიხვდი რას გულისხმობს პირველი და მეორე პუნქტის დაკმაყოფილება და რაში დაგარწმუნე? ვერ მივხვდი. ვიკიშვებულებამდე თუ უგროვდება წვლილი და ვიკიშვებულებამდე მინიმუმ სამი თვით ადრეა რეგისტრირებული შეძლებს მონაწილეობის მიღებას. აი აქედან ექნება ის წვლილიც.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:45, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგი მართლა ჩანს რომ ვერ მიხვდი, მოდი სხვანაირად გეტყვი:

  1. როდესაც წერ წლებია შებულებაშიო აბა გაიაზრე როგორ დააკმაყოფილებს ასეთი ადამიანი მეორე პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ბოლო 3 თვეში 150 რედაქტირებას? თუ ერთი წელი შვებულებაში ვიყავი ბოლო 3 თვეში როგორ დავაგროვებ 150 რედაქტირებას?
  2. როდესაც წერ 1 და 2 პუნქტების დაკმაყოფილება სულაც არ ნიშნავს რომ „ცოცხალია“, სწორედაც რომ „ცოცხალია“ რადგან ბოლო სამ თვეში 150 რედაქტირება აქვს. წესებში ამას უწერ და ახლა ამბობ ცოცხალი არ არისო?
  3. როდესაც კენჭისყრა 3 დღე მიდის და გამონაკლისის სახით მომხმარებელს სთავაზობ შვებულებიდან გამოსვლის მერე 7 დღის მანძილზე დააგროვოს წვლილი ეს ლოგიკურია? სხვაგვარადაც გეტყვი: დავუშვათ 3 აპრილს დაიწყო კენჭისყრა სამ აპრილს მომხმარებელმა ამოიღო თარგი:ვიკიშვებულება. კენჭისყრა მთავრდება 7 აპრილს, ხოლო მომხმარებელს კენჭისყრაში მონაწილეობსი უფლება 10 აპრილს ეძლევა? ეს აბსურდია აბა რაა? :) უფრო ლოგიკური არაა ორი დღე იაქტიუროს, გაეცნოს ვიკისიტუაციას და მესამე დღეს მისცეს ხმა?
  4. და მთავარი, მე მგონი ვერ გაარკვიე რას ეხება გამონაკლისი. აგიხსნი არ მაქვს პრობლემა: გამონაკლისი ეხება მე-3 პუნქტს, რომელიც გვეუბნება: მომხმარებელმა ხმა რომ მისცეს აუცილებელია ბოლო 7 დღე უფიქსირდებოდეს მინიმალური წვლილი, მაგრამ ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ადამიანზე რომელიც ვიკიშვებულებაშია და კენჭისყრის პერიოდში გამოდის ვიკიშვებულებიდან. თუ გამონაკლისს უშვებ ლოგიკურია მომხმარებელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს, მაგრამ შენი ვერსიით მონაწილეობას ვერ მიიღებს და რაღა გამონაკლისია მერე ეს?

ესეც თუ ვერ გაიაზრე ნამდვილად აღარ ვაპირებ რამე მოგწერო. მე ვემხრობი ამ შეჯერებულ ვარიანტს. --Wiki - ჯაბა 15:59, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, პირველ რიგში გთხოვ ნუ გადაგყავს მსჯელობა კონფლიქტურ სიტუაციაში, მითუმეტეს რომ მე ჩემი ტექსტებიდან აქ ამის საფუძველს არ ვიძლევი. ,,ესეც თუ ვერ გაიაზრე ნამდვილად აღარ ვაპირებ რამე მოგწერო” - ეს ტონი არ არის ის ტონი, რომელიც შეიძლება მსჯელობისას ვიკიკოლეგასთან გამოიყენო. აზროვნება არ მიჭირს, მითუმეტეს ასეთ მარტივ საკითხებზე და თუ რამ პოზიციას ემხრობი აქ ჩემი მიზანი არაა გადაგარწმუნო, ჩემი მიზანია კარგად გააზრებულად და გასაგებად მივიღოთ წესი, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის მომავალში ამ სივრცეში.
მოდი კიდევ ერთხელ განვმატავს და შენი ნებაა წაიკითხავ თუ არა, სხვები წაიკითხავენ მომავალში.
ვიმეორებ, თუ ერთი წელი შვებულებაში იყავი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული წესით შვებულებამდე უნდა გიგროვდებოდეს წვლილი 150 რედაქტირების ოდენობით, შვებულებამდე 3 თვის პერიოში. სულ ეს ამბავი ტრიალებს აქ და @Melberg: გთხოვ გადაიკითხე და თუ რამეს არასწორად განვმარტავ მითხარი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:22, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი ახლა სხვა რამეს წერ :) სად წერია რომ შვებულებამდე პერიოდში უნდა გიგროვდებოდეს 150 რედაქტირება? ზემოთ წერია რომ ბოლო 3 თვეში 150 რედაქტირებაო. ამ სამ თვეში შედის ვიკიშვებულების პერიოდიც. --Wiki - ჯაბა 16:45, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, სად წერია და აი აქ წერია ,,3.1.) გამნაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში”. სიტყვა ,,შვებულება” უკვე გულისხმობს იმას, რომ მანამდე არსებული აქტივობები გენახება და ის ითვლება იმ სამთვიან წვლილში. როგორც მე ვიცი ამას გულისხმობს მელბერგიც, მაგრამ თუ ვცდები ველოდები რომ გადაიკითხოს ეს განხილვა და კიდევ ერთხელ განმარტოს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:51, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
რეგისტრაცია + სამთვიანი პერიოდი + 150 წვლილი (- ვიკიშვებულება) + (2 დღე ერთი ვარიანტით) ან (7 დღე მეორე ვარიანტით) = კენჭისყრაში მონაწილეობას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:57, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
დაველოდოთ, თუ მაგას ნიშნავს ეგ ჩანაწერი, არც მე დავუჭერ მხარს. --Wiki - ჯაბა 16:58, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

3.1.) გამნაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელს ჩასმული ჰქონდეს {{ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დაწყებამდე მას მინიმუმ 2 დღის განმავლობაში დაუფიქსირდეს რედაქტირება, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით, ასევე ძალაში რჩება ცენზი 3 თვეში 150 რედაქტირებასთან დაკავშირებით.

ვარიანტი 3

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
1.) მომხმარებელი უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე.
2.) კენჭისყრის დაწყების დღემდე, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 150 რედაქტირებისა ბოლო 3 თვის განმავლობაში.
3.) კენჭისყრის დაწყებამდე 7 (შვიდი) დღის განმავლობაში მომხმარებელს უნდა უფიქსირდებოდეს ყოველდღიური მინიმალური წვლილი, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით.
3.1.) გამნაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელს ჩასმული ჰქონდეს {{თ|ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დაწყებამდე მას მინიმუმ 2 დღის განმავლობაში დაუფიქსირდეს რედაქტირება, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით, ამავე დროს ძალაში რჩება 1 და 2 პუნქტებში მითითებული მოთხოვნები. 
  • @Jaba1977:, @გიორგი ჩუბინიძე: - გამნაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელს ჩასმული ჰქონდეს {{ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დაწყებამდე მას მინიმუმ 2 დღის განმავლობაში დაუფიქსირდეს რედაქტირება, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით, ამავე დროს ძალაში რჩება 1 და 2 პუნქტებში მითითებული მოთხოვნები ანუ: ცენზი 3 თვეში 150 რედაქტირებასთან დაკავშირებით და რეგისტრაცია 3 თვით ადრე).--Melberg მიწერა 17:28, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ამავე დროს ძალაში რჩება 1 და 2 პუნქტებში მითითებული მოთხოვნები - ესაა ის რასაც ვამბობდი: გამონაკლისს არეგულირებს მეორე პუნქტი. თუმცა თუ ასე უფრო მარტივი გასაგებია, ეწეროს. --Wiki - ჯაბა 17:30, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მელ, სამ თვეში შედის ვიკიშვებულების პერიოდიც, თუ როგორც მე გავიაზრე - ანუ ითვლება შვებულებამდე არსებული სამთვიანი პერიოდი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:34, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
Case1: მომხმარებელი A დარეგისტრირდა 2021 წლის 1 იანვარს. იმუშავა-იმუშავა და 2021 წლის 1 აპრილისთვის აქვს 500 რედაქტირება. დაიღალა - გავიდა 2 კვირიან შვებულებაში, ჩასვა თარგი. მოხმარებელმა B წამოიწყო სამდღიანი კენჭისყრა 14 აპრილს. მომხმარებელი A დაბრუნდა ვიკიში 13 აპრილს: 13-ში და 14-ში აქვს რედაქტირება, აძლევს ხმას 14-ში. ხმა ვალიდურია.
Case2: მომხმარებელი A დარეგისტრირდა 2021 წლის 1 იანვარს. იმუშავა-იმუშავა და 2021 წლის 1 აპრილისთვის აქვს 500 რედაქტირება. დაიღალა - გავიდა 4 თვიან შვებულებაში, ჩასვა თარგი. მოხმარებელმა B წამოიწყო სამდღიანი კენჭისყრა 14 ივლისს. მომხმარებელი A დაბრუნდა ვიკიში 13 ივლისს: 13-ში და 14-ში აქვს რედაქტირება, აძლევს ხმას 14-ში. ხმა არ არის ვალიდური.--Melberg მიწერა 17:40, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია. აქედან გამომდინარე პასუხი - სამთვიან პერიოდში შედის ვიკიშვებულების პერიოდიც. გასაგებია. როგორც მე გავიაზრე შვებულება ნიშნავს პაუზას და მეგონა შვებულებამდე არსებული სამი თვე იყო გამონაკლისი. თუ შვებულების პერიოდიც შედის ჩემთვის ეს მისაღებია. კარგია რომ ამ განხილვით მომავალში ეს წესი მეტად გასაგები და განმარტებული იქნება. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:47, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
დაველოდოთ სხვების მოსაზრებას და შემდეგ დავიწყოთ კენჭისყრა.--Melberg მიწერა 17:49, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მადლობა მელბერგ, რომ სინათლე მოჰფინე საკითხს. მგონია რომ მინაწერი: ამავე დროს ძალაში რჩება 1 და 2 პუნქტებში მითითებული მოთხოვნები ზედმეტია, რადგან ამავე მუხლის დასაწყისში ნათლად წერია, რომ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას. თუმცა ვიმეორებ ეწეროს, ასე დაზუსტდეს რომ მარტივად გასააზრებელი გახდეს სხვა მომხმარებლებისათვის და საკუთარი ვარაუდებით არ მიუდგნენ საკითხს. --Wiki - ჯაბა 17:58, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

დაველოდოთ. ისე კარგი იქნება თუ კენჭისყრას ჩავატარებთ აქ ვიკიპედია:კენჭისყრა და მიღებული შედეგიც აქ ჩაიწერება. აქვე კითხვა მაქვს - მიღებული შედეგი გავრცელდება თუ არა ყველა სახის კენჭისყრაში? მათ შორის რჩეული სტატიის გამოვლენისას?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:59, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
აქვე, ეს არაა მესამე ვარიანტი, ესაა ისევ მეორე ვარიანტი, რომელსაც უკვე მხარს ვუჭერ. უბრალოდ ვისურვებდი უკვე წარსადგენ ვერსიაში ჩაიწეროს ის რა პასუხიც მივიღე, რომ სამთვიან პერიოდში ითვლება ვიკიშვებულების პერიოდიც, რადგან არ მოხდეს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მომავალში. ჯაბას ნახსენებ ,,საკუთარი ვარაუდებს” რაც შეეხება ეს ვარაუდი გამომდინარეობდა სიტყვა ,,შვებულების” კლასიკური გააზრებიდან. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:05, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ეგ რასაც ითხოვ გიორგი ცოტა ზემოთაც დავწერე: უკვე ორჯერ წერია. :) --Wiki - ჯაბა 18:12, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. მეორე პუნქტში დაწერილ ბოლო „სამ თვეს“ როგორი კლასიკური გაგება აქვს? :) --Wiki - ჯაბა 18:13, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ამ ცინიზმით კიდევ ერთხელ ქმნი კონფლიქტურ სიტუაციას და მოდი ეს მიიღე გაფრთხილებად. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:20, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მელბერგ, კენჭისყრას როდის ვიწყებთ? --Wiki - ჯაბა 18:34, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

დავაცადოთ რამდენიმე დღე, იქნება სხვებსაც ჰქონდეთ მოსაზრება.--Melberg მიწერა 19:05, 2 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კენჭისყრა დაიწყება 2021 წლის 5 აპრილს 00:01 საათზე (თბილისის დროით) და გაგრძელდება 2021 წლის 9 აპრილის 00:01 საათამდე (თბილისის დროით). ერთ მომხმარებელს აქვს ერთი ხმის უფლება. კენჭისყრისას დასაშვებია მხოლოდ {{ჰო}}-ს ან {{არა}}-ს გამოყენება - გთხოვთ, თავი შეიკავოთ კომენტარებისგან და მხოლოდ ხმა დააფიქსიროთ.

კენჭისყრაში მონაწილეობის მინიმალური კრიტერიუმები

1.) მომხმარებელი უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე.
2.) კენჭისყრის დაწყების დღემდე, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 150 რედაქტირებისა ბოლო 3 თვის განმავლობაში.
3.) კენჭისყრის დაწყებამდე 7 (შვიდი) დღის განმავლობაში მომხმარებელს უნდა უფიქსირდებოდეს ყოველდღიური მინიმალური წვლილი, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით.
3.1.) გამონაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს 1 და 2 მოთხოვნას, თუმცა იმყოფება ვიკიშვებულებაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელს ჩასმული ჰქონდეს {{თ|ვიკიშვებულება}} კენჭისყრის დაწყებამდე და კენჭისყრის დაწყებამდე მას მინიმუმ 2 დღის განმავლობაში დაუფიქსირდეს რედაქტირება, ყოველდღე მინიმუმ 1 რედაქტირების სახით, ამავე დროს ძალაში რჩება 1 და 2 პუნქტებში მითითებული მოთხოვნები. 

წინააღმდეგი

რედაქტირება

თემების კატეგორიები

რედაქტირება

ჩემი აზრით, საქართველოს სოფლების თემების კატეგორიები გასაუქმებელია და ისეც მუნიციპალიტეტის კატეგორიაშია ჩასაყრელი. ხშირად ძალიან დიდი სისულელეც გამოდის უბრალოდ სახელშიც (მაგ., კატეგორია:ახალსოფლის თემის სოფლები (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) და ასეთი რამდენია კიდევ). ასევე, გვაქვს იმ სოფლების სტატიებიც, რომლებიც ოფიციალურ დოკუმენტაციაში ან აღწერებში არ ხვდება (მაგ., კუდუხანთკარი), ან სადავოა მათი რომელიმე თემისათვის მიკუთვნება (ოკუპირებული სოფლების შემთხვევაში). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თემიც არ ჰქვია ოფიციალურ დონეზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩემი აზრით უმჯობესი იქნება თუკი ამ კატეგორიებს გავაუქმებთ. გიო ოქრო 19:12, 20 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, ამიტომ   (მომხრე) ვარ. --Mehman 97 22:11, 20 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

თემი ოფიციალურ დონეზე ამ მნიშვნელობით არ წერია თვითმმართველობის კოდექსში და კონსტიტუციაში, მაგრამ მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოების დადგენილებებში ოფიციალურად ფიგურირებს. დავტოვოთ ის რაც გარკვეულია და გაურკეველი გაუქმდეს, ასე პრობლემაც მოგვარდება. მაგალითად ხაშურის მუნიციპალიტეტს გარკვეული აქვს თუ რომელ თემებში ერთიანდებიან მუნიციპალიტეტის სოფლები. ამიტომ რას ვერჩით, რატომ ვაუქმებთ? თემებს ჰყავთ მუნიციპალიტეტის მერის რწმნუნებულებიც, ამიტომ ეს ოფიციალურ დონეზეა და წესით ვიკიპედიაც უნდა მიჰყვეს ამას. რაღაც რომ გაურკვეველია მათ გამო გარკვეულ საკითხებსაც არ უნდა შევუშალოთ ხელი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:40, 21 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

მერე გამოდის არეულ-დარეული, ზოგი თემში წერია და ზოგი არა, მათ შორის ერთი მუნიციპალიტეტის სოფლების. მერიის დებულებებში რაც არის ხოლმე სოფლების ჩამონათვალი, ხშირად არ ემთხვევა იმ სოფლებს, რაც რეალურად გვაქვს ვიკიპედიაში. გიო ოქრო 17:25, 21 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე) ეგ კატეგორიები არ აადვილებს მომხმარებლისთვის ძიებას და შექმნილია წესების მანიპულირებით. --Wiki - ჯაბა 17:29, 21 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვინ რით მანიპულირებს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად თემი, როგორც სოფლების ერთობა სოციალურ-კულტურული ერთობაცაა და მომხმარებლისთვის ძებნის გაადვილებას ნამდვილად უწყობს ხელს. ასე მაგალითად, ორჯერ ვიყავი ეთნოლოგიური ექსპედიციის მონაწილე, როცა კონკრეტულ თემებში შემავალი სოფლები ჩვენი კვლევის არეალი იყო. ასეთ სიტუაციებში ნამდვილად საჭიროა და ვინმემ შეიძლება ,,დაგუგლოს” კიდევ. ნუ რაც გარკვეულია, თორემ ბევრი სოფელი ნამდვილად გაურკვეველია ოფიციალური დოკუმენტაციით და არ მაქვს იმათზე პოზიცია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:39, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
„თემი“ ჩემი აზრით გამოგონილი ტერმინია, როგორც „მხარე“. ოფიციალურად მასე არ არის. გაურკვეველი სოფლების დიდი რაოდენობის და ოფიციალური და რეალური სოფლების დაუმთხვევლობის გამო ვთვლი, რომ მუნიციპალიტეტის კატეგორიაში ჩავყაროთ ყველა. ოფიციალური ადმინისტრაციული დაყოფა კი მუნ-ტის სტატიაში წარმოვაჩინოთ. გიო ოქრო 15:45, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

დასახლების ძირითადი სექციების სათაურები და თანმიმდევრობა

რედაქტირება

სალამი. დასახლებების შემთხვევაში გამოყენებული გვაქვს რამდენიმე მსგავსი შინაარსის სექციის სათაურები და თანმიმდევრობაც არ ემთხვევა ხშირად. ამიტომ, საჭირო მგონია წესად გავწეროთ ძირითადი სექციების სახელები და მათი თანმიმდევრობა. შემდეგ რეესტრშიც გადავიტან. ჩამოვთვლი ზოგიერთს:

  1. ეტიმოლოგია // დასახელება
  2. გეოგრაფია
  3. ისტორია
  4. მოსახლეობა (დემოგრაფიაზე უკეთესი ეს მგონია)
    1. ცნობილი ადამიანები // პიროვნებები
  5. ეკონომიკა
    1. სოფლის მეურნეობა
    2. მრეწველობა
      1. ენერგეტიკა (თუკი დიდი ზომისაა ცალკე იმ შემთხვევაში)
    3. მომსახურება
  6. ტრანსპორტი
  7. კულტურა
    1. მუზეუმები
    2. თეატრი და კინო (დიდი ზომის შემთხვევაში გაიყოს)
    3. ბიბლიოთეკები
  8. განათლება
  9. ჯანდაცვა (მცირე ზომის შემთხვევაში კულტურა, განათლება და ჯანდაცვა გაერთიანდეს ერთად შესაბამისი სათაურით)
  10. ღირსშესანიშნაობები // კულტურული მემკვიდრეობა (აქ პირველი უფრო სწორი მგონია, რადგან შესაძლოა არაარქიტექტორული [კულტურული] ძეგლიც იყოს წარმოდგენილი)
  11. დაძმობილებული ქალაქები
  12. გალერეა

აქედან ავარჩიოთ ორ-ორი წარმოდგეილი სახელებიდან ერთ-ერთი. აგრეთვე, გამოთქვით თქვენი აზრი რიგითობასთან დაკავშირებით.   კომენტარი: ეს რიგითობა შეეხება დასახლებებს (ქალაქებს, სოფლებს, დაბებს...). ქვეყებისა და რაიონების შემთხვევაში ცალკე განვსაზღვროთ. გიო ოქრო 17:06, 22 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

კარგი სიაა, მაგრამ ,,ღირსშესანიშნაობები // კულტურული მემკვიდრეობა” კულტურის ქვეკატეგორია უნდა იყოს, ჩემი აზრით, რადგან კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება იყოს მატერიალური (როგორც აშნიშნე არქიტექტურული) და არამატერიალურიც (არაარქიტექტურული). ,,ცნობილი ადამიანები // პიროვნებები” მოსახლეობაში არ მგონია სწორი იყოს. ზოგი მხოლოდ დაბადებითაა იმ კონკრეტული ქალაქის, თუ სოფლის ,,ცნობილი ადამიანი”, ეს უფრო ბოლოში, დაძმობილებული ქალაქების ზემოთ შეგვიძლია გავუშვათ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:35, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
ორივე მისაღები წინადადებაა. ღირსშესანიშნაობები იყოს კულტურის ქვესექცია და თუკი მხოლოდ მათზე იქნება საუბარი სტატიაში და სხვა სახის კულტურაზე არა, სექცია იწოდოს ღირსშესანიშნაობებად. გიო ოქრო 15:49, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი, უბრალოდ თუ საჭირო გახდა ,,არამატერიალური კულტურაც" კულტურის სექციად შეგვიძლია დავამატოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:27, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ონის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

ამ თვეში ვმუშაობდი ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებზე. მუნიციპალიტეტში დღეისათვის 60 სოფელია, რომლიდანაც ვიმუშავე ალფავიტის მიხედვით პირველ 50-ზე. შევამჩნიე, რომ ამ 50 სოფლის ნახევარზე მეტს არა აქვს მითითებული სიმაღლე ზღვის დონიდან. თუ თქვენი ნება იქნება ტოპოგრაფიული რუკის მეშვეობით იმ სოფლებს, რომელთაც არა აქვს სიმაღლე მითითებული ჩავუმატებ ამ გამოტოვებულ სიმაღლეს (ტოპოგრაფიულ რუკებზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას მრავალჯერ მაქვს ნამუშევარი, ასევე ახლაც სამსახურში). შეგიძლიათ მენდოთ, ტყუილებს ნამდვილად არ ჩავწერ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:43, 10 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

კარგს იზამთ. წარმატებები!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:01, 10 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: „შეგიძლიათ მენდოთ, ტყუილებს ნამდვილად არ ჩავწერ“ აქ ირღვევა ვიკიპედიის მთავარი პრინციპი. მე გირჩევდით მოგეძიებინათ წყარო და ისე ჩაგემატებინათ. ა-დან კ-მდე არსებობს ენციკლოპედია საქართველო. --Wiki - ჯაბა 05:09, 11 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

აგერ ენციკლოპედიის ელექტრონული ვერსია. --Wiki - ჯაბა 05:12, 11 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ქსე-შიც იქნება, არსებობს აგრეთვე საიტი Geonames, მაგალითად შოვი — ლოკატორის ღილაკზე დაწკაპუნებით გადავდივართ რუკაზე და მითითებულია ზღვის დონიდან სიმაღლეც. გიო ოქრო 05:37, 11 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გუშინ წავიკითხე თქვენი გამოგზავნილი შეტყობინებები, რაზედაც დიდ მადლობას გიხდით ყველას. მიღების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმაღლეების მითითება სადაც ის არ იყო ნაჩვენები. ცოტა დავფიქრდი და რამდენადაც ქართული ენციკლოპედიიდან სიმაღლის აღება ჩემთვის პირველი ხილი იყო, ხოლო Geonames-ს საკმაოდ ეჭვის თვალით ვუყურებ შვედური და სებუანოს ენის ვიკიპედიიდან (ისინი საკმაოდ ხშირად იყენებენ მას) გადავწყვიტე ალფავიტის მიხედვით (ა-დან დაწყებული (ახალი ჩორდი)) დამეწყო ყველა სოფლის სიმაღლის გადამოწმება ოთხივე კომპონენტის მიხედვით (1-Geonames, 2-ინფოდაფაზე კოორდინატებზე დაწკაპუნების შედეგად ამოსული ტოპოგრაფიულ რუკა, 3-ქართული ენციკლოპედია, 4-ჩვენი ინფოდაფა). უნდა გითხრათ, რომ რაც ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მე როდესაც სხვა მუნიციპალიტეტის სოფლებზე ვმუშაობდი ვადარებდი ჩვენ ინფოდაფებზე დაწერილ სიმაღლეებს ტოპოგრაფიულ რუკებთან (ყველა სოფელს არა, ზოგიერთებს შერჩევით) და იქ ცდომილება ყველაზე ხშირად იყო 20-30 მეტრი, იშვიათად 40-60 მეტრი, რასაც მე დასაშვებად ვხდი განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში (Geonames და ქართული ენციკლოპედია მაშინ არ მქონდა). ყველამ რომ იცოდეს ქვემოთ მოყვანილი მაქვს ონის მუნიციპალიტეტის 60 სოფლიდან ალფავიტის მიხედვით პირველი 30 სოფლის ზღვის დონიდან არსებული სიმაღლეები ზემოთ ნახსენები კომპონენტების მიხედვით:

სოფელი Geonames ტოპოგრაფია ქართ. ენციკლ. ინფოდაფა
ახალი ჩორდი 900 700 - -
ბაჯიხევი 1270 1320 - 1320
ბორცო 1440 1300 - 1400
ბოყვა 1200 1160 - 1060
გადამში 1060 1040 - 1140
გლოლა 1415 1360 - 1280
გომი 1180 1190 1160 1190
ზემო ბარი 1205 1200 1200 1200
ზვარეთი 1060 1160 1160 1100
ზუდალი 790 760 750 -
ირი 1400 1200 1180 -
კვაშხიეთი 1110 960 960 960
კომანდელი 870 880 - 880
ლაგვანთა 910 860 - 1120
ლაჩთა 950 880 - 900
მაჟიეთი 1250 1160 - 1120
მრავალძალი 1930 1840 - 1840
ნაკიეთი 990 950 - 1000
ნიგავზები 960 1040 - 1050
ნიგვზნარა 810 760 - -
ონჭევი 1070 1060 - 1100
პატარა ღები 1360 1380 - -
პიპილეთი 915 900 - -
ჟაშქვა 1200 1200 - 1220
საკაო 1290 1140 - -
სამთისი 990 1020 - 1000
სევა 1020 1000 - 960
სომიწო 890 1010 - 760
სორგითი 970 1020 - 960
სორი 680 680 - 720

მე მივიღე გადაწყვეტილება ასეთი აბდა-უბდა სიტუაციის გამო შევაჩერო ჩემი სურვილი ინფოდაფაზე ჩავუმატო გამოტოვებული სიმაღლეები. ჩემი აზრით ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ყველაფერი გაირკვევა (ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა). ეხლა უფრო გამყარდა ჩემი შეხედულება მასზე, რომ საზღვრების დემარკაცია უნდა მოხდეს არა 1:500 000 მასშტაბის რუკებით (რაც ჩემში აქამდეც სიცილს იწვევდა) არამედ მინიმუმ 1;200 000 და ჩემი აზრით 1:100 000 და უფრო დიდი მასშტაბის რუკებით.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:02, 12 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქართული ვიკიპედია ტვიტერზე

რედაქტირება

მეგობრებო თუ ადმინისტრაციიდან ვინმეს კიდევ გაქვთ წვდომა ამ ანგარიშზე [1] კარგი იქნება თუ გაანახლებთ, მითითებულია რომ პროექტში 135 000-ზე მეტი სტატიაა და 153 000-ს ავცდით უკვე :) შეიძლება ამით ისეთი არაფერი შავდება მაგრამ 135 000-ზე მეტი 135 001-ც არის :) მადლობა წინასწარ----ჯეო2007განხილვაწვლილი 15:32, 24 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

საღამო მშვიდობისათ ქალბატონებო და ბატონებო! ის რაც მე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებზე მუშაობისას ვნახე ჩემში დიდ გაკვირვებას იწვევს. შევეცდები მოკლედ აგიხსნათ შინაარსი.

  • 1. მოგეხსენებათ კოორდინატებზე დაწკაპუნებისას იხსნება სხვადასხვა რუკები. სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებობენ სოფლები, რომლებიც ერთ რუკაზე მდებარეობენ მაგალითად X წერტილში, იგივე სოფელი მეორე რუკაზე Y წერტილში და ასე შემდეგ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მე ვიმუშავე აღმოსავლეთ საქართველოს ყველა სოფელზე (გარდა ქვემო ქართლის სოფლებისა) და დასავლეთ საქართველოში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლებზე და ასეთი რამე მთლიანობაში სულ 15 სოფელზე თუ შეხვედრია. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის და რუკების ადმინისტრატორები ამას მომავალში გაასწორებენ.
  • 2. თუ გადავხედავთ თარგი:სამტრედიის მუნიციპალიტეტი, რომელიც შესაბამისად აისახება კატეგორია:სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლები-ზე ჩვენ ვაფიქსირებთ ზოგიერთ ისეთ სოფლებს, რომლების ჩემი აზრით დღეისათვის უკვე აღარ არსებობენ და არც 2014 წლის აღწერაში არ არიან დაფიქსირებულები. მაგალითად: ზემო აბაშა, ქვემო აბაშა და ქვაყუდე. პირველი ორი სოფელი გაერთიანდა ერთ სოფელში, რომელსაც დღეისათვის ქვია გამოჩინებული (თუ ამ სამი სოფლიდან გავხსნით ნებისმიერს, იქ წერია, რომ ისინი 2002 წელს შედიოდნენ (ქვაყუდეს გარდა) გამოჩინებულის თემში) და რომელიც ნაჩვენებია 2014 წლის აღწერის მონაცემებში. სოფელი ქვაყუდე კი 2002 წელს შედიოდა სოფელ გორმაღალის თემში და 2014 წლისათვის შეუერთდა მას (სტატიაში გორმაღალი შეადარეთ 2002 და 2014 წლის მოსახლეობის რაოდენობა ერთმანეთს).
  • 3. ტოლების თემში 2014 წლის აღწერის თანახმად არსებობს 7 სოფელი და არა 5, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ (იხ. კატეგორია:ტოლების თემის სოფლები). სოფელ ტოლების გარდა არსებობს სოფელი ზემო ტოლები და ქორეისუბანი. სოფელ ტოლების სტატიაში ვკითხულობთ, რომ სოფელი იყოფა ორ უბნად: ზემო და ქვემო ტოლები. ეს მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებში რომ წერია სოფლები ტოლები და ზემო ტოლები ეს ნამდვილად ვიცი. გარდა ამისა ამავე თემში 2014 წლის აღწერის მონაცემებში ნახსენებია სოფელი ქორეის უბანი, რომელსაც ჩვენ სტატიაში სოფელ ვაზისუბანს (ყოფ. ქორეისუბანი) ვუწოდებთ, ოღონდ ტექსტში არსად არ არის მითითებული დაახლოებით მაინც როდის გადაერქვა სახელი და თუ მართლა გადაერქვა 2014 წლის აღწერის მონაცემებში ორივე სოფელია დაფიქსირებული ვაზისუბანიც და ქორეისუბანიც.

ჩემი აზრით 1) სოფლები ზემო აბაშა და ქვემო აბაშა უნდა გავაერთიანოდ ერთ სოფლად და უნდა ვუწოდოთ მას გამოჩინებული. 2) სოფელი ქვაყუდე უნდა გავხადოთ ისტორიულ სოფლად, რადგან იგი შეუერთდა სოფელ გორმაღალს და ამ გაერთიანებულ სოფლებს დღეისათვის ქვია გორმაღალი. 3) უნდა შეიქმნას სტატიები ზემო ტოლები და ქორეისუბანი, როგორც წერია 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:23, 5 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგი გამარჯობა. სოფლის შექმნას, გაერთიანებას, გაუქმებას, საზღვრების შეცვლას და ა.შ. არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და არა აღწერა, რომელსაც დასახლებების სტატუსის დადგენის იურიდიული ძალა არ აქვს. 2016 წლამდე დასახლების სტატუსი განისაზღვრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2016 წლიდან ეს უფლებამოსილება აქვს https://matsne.gov.ge/ka/document/view/3328046?publication=0 საქართველოს მთავრობას]. შესაბამისად, თუ მოხდა დასახლების (სულერთია, სოფლის, დაბის თუ ქალაქის) სტატუსის ცვლილება (გაყოფა, გაერთიანება, გაუქმება და ა.შ.) უნდა იყოს შესაბამისი აქტი მიღებული. მხოლოდ ის რომ აღწერამ ორი სოფელი ერთად აღწერა, არაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ვთქვათ ორი სოფელი გაერთიანდა. მაგ. გამოჩინებულის შემთხვევაში უნდა არსებობდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ახალი დასახლების შექმნის შესახებ. მაგალითად იხილე შავღელე ან ფოლადაანთკარი. ასეთი ბრძანებულება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების შესახებ არ არსებობს. შემდეგმა აღწერამ შესაძლოა გამოასწოროს ეს შეცდომა და კვლავ ცალ-ცალკე აღწეროს ეს სოფლები როგორც 2002 წლის აღწერაშია. ასევე შეგიძლია იხილო სოფლები ლიხაური და ნიაბაური და ნახო სხვაობა მოსახლეობაში 2002 და 2014 წლებს შორის. 2002 წელს ნიაბაურზე მიწერილი მოსახლეობა 2014 წელს ლიხაურს მიაწერეს, თუმცა მხოლოდ აღწერის გამო ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამ სოფლების საზღვრები შეიცვალა. შესაბამისად: 1) ზემო და ქვემო აბაშა უნდა დარჩეს ცალკე სტატიებად, ორივეში მითითებულია რომ 2014 წლის აღწერამ ეს სოფლები ერთად აღწერა 2) ქვაყუდე უნდა დარჩეს, სანამ არ იქნება შესაბამისი აქტი მისი გაუქმების შესახებ 3) ქორეისუბანი რომ ვაზისუბნის ისტორიული დასახლებაა წერია ქსე-ში. სტატიიდან ქსე ამოიღეს და ამიტომ დარჩა ფაქტი წყაროს გარეშე. სახელწოდება როგორც ჩანს მის ერთ-ერთ უბანს შემორჩა და 2014 წლის აღწერამ სოფლის ორი უბანი ცალ-ცალკე სოფლებად აღწერა. მაგრამ აქაც, სანამ არ იქნება ოფიციალური აქტი, მხოლოდ აღწერის საფუძველზე სოფელი ვერ გაიყოფა --M. განხილვაწვლილი 06:01, 7 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

2002 წლის აღწერის მონაცემებში შუა გეზრული და ქვედა გეზრული ცალ-ცალკეა შეტანილი, ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებში მარტო გეზრული. 2014 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაბულებაშიც მარტო გეზრულია ნახსენები. ორი სოფელი ხომ არ გაერთიანდა? და თუ გაერთიანდა ჩვენც ხომ არ გაგვეკეთებინა შესაბამისი რეაგირება?GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:25, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

მოკლედ მეც და ალბათ თქვენაც გაწუხებთ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი. კერძოდ აქ მინდა რომ ვისაუბროთ რუკაზე, თუ როგორ უნდა იყოს ის განაწილებული.

ძირითადად არსებულ რუკებში ყურადღებას იპყრობს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიები. ანუ ოფიციალურად არსებობს ქურთის, ერედვის მუნიციპალიტეტები და ისინი რატომღაც ძველი დაყოფით გორის და სხვა რაიონებადაა წარმოდგენილი. ვთვლი რომ განსაკუთრებით დღეს, როცა გიო ოქრომ მათთვის ცალკე რუკები შექმნა ცხინვალის რეგიონის დაყოფაზე კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. თუ ვინმეს რამე კითხვები ან ეჭვები აქვს დარწმუნებული ვარ ამის დაძლევა ვიკიპადიაში გიოოქროსთან პირდაპირი კომუნიკაციით გადაწყდება.

ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე. ანუ როგორ უნდა დაიყოს აფხაზეთი. მისი დაყოფისათვის მოდით მივმართოთ ქე-ს. 1997 წელს გამოვიდა ქეს პირველი ტომი, 2012 წელს კი - მეორე. აჟარის მუნიციპალიტეტი შეიქმნა 2014 წელს, შესაბამისად ის ვერ მოხვდებოდა პირველ ტომში, ხოლო მეორე ტომში გამოქვეყნებული გულრიფშის მუნიციპალიტეტის რუკა სამართლიანად ძველი იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა ქეში გვაქვს გუდაუთის რუკა, რომელსაც ერთი მხრიდან გაგრის, ხოლო მეორე მხრიდან სოხუმის მუნიციპალიტეტები ემიჯნება. რადგანაც გაგრის მუნიციპალიტეტი რუსეთთან ქმნის საზღვარს ერთი მხრივ და მეორე მხრივ დღემდე უცვლელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი გვაქვს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ვიცით გაგრის რუკა. რადგანაც ვიცით გუდაუთის და გულრიფშის რუკები, ესეიგი ვიცით სოხუმის რუკა 2012 წლის მდგომარეობით. თუ დარჩენილი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოვხაზავთ 2014 წელს დაარსებული აჟარის მუნიციპალიტეტის რუკას, აღმოვაჩენთ რომ ის საერთოდ არ ეხება გალის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად გვაქვს შემდეგი სურათი: ვიცით აფხაზეთის დაყოფა გაგრა, გუდაუთა, სოხუმის და აჟარის მუნიციპალიტეტებისა. მართალია ხელთ არა გვაქვს უცვლელი გალის რუკა, და გულრიფში-ოჩამჩირეს შორის გამყოფი ხაზი აჟარის წარმოქმნის შემდეგ. ჩემი სუბიექტური აზრით გალის საზღვრები არ შეცვლილა, ისევე როგორც ოჩამჩირე-გულრიფშის დარჩენილი ნაწილი. ამასთანავე, არსებობს საკადასტრო რუკაც, სადაც მყარდება ჩემი ჰიპოთეზები.-Surprizi განხილვაწვლილი 05:09, 20 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ამ თემაზე შედარებით ვრცლად აქ დავიწყეთ. მინდა თქვენი პოზიცია. ენციკლოპედია საქართველო თავის მრავალტომელის მეორე ტომიდან ოყოლებული ავრცელებს მუნიციპალიტეტების სახელწოდებებს. ამის გარდა მის 2009 წლის გამოცემაში — საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში — ანალოგიურად დამკვიდრებულია მუნიციპალიტეტები (გაგრის ზონის გარდა). თუმცა ბოლო გამოცემებში ქე გაგრის ზონასაც მუნიციპალიტეტებად მოიხსენიებს. მაინტერესებს აზრთა შეჯერება. მომხმარებელი M-ს პოზიცია ჩემთვისს უკვე ცნობილია, მაინტერესებს სხვა მომხამრებელთა აზრიც. @გიო ოქრო: რას იტყვი აღნიშნულის თაობაზე? ანუ თუ ვიკიპედია ეყრდნობა უახლოეს და გავრცელებულ ინფორმაციებს, ასევე იმას თუ ეს წყარო მეორადია, ასევე ის რომ თუნდაც ეს წყარო ცდებოდეს, არის თუ არა ესეთი მცდარი და მეორადი ინფორმაციების ადგილი ვიკიპედიაში? 2009 წლის ლექსიკონში ჯავაზე წერია რომ ის მუნიციპალიტეტის ცენტრია, შემდეგ ტყველა ტომში ჯავას მუნიციპალიტეტად იხსენიებს. რა გვდგას წინ დავეყრდნოთ ენციკლოპედია საქართველოს უახლოეს გამოცემებს?--Surprizi განხილვაწვლილი 06:39, 21 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

გლოვის დღე

რედაქტირება
 

მოგეხსენებათ ხვალ საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. იქნებ ჩვენც შეგვეცვალა ხვალისათვის ერთი დღით ლოგო? @David1010, MIKHEIL: გიო ოქრო 16:09, 9 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

კი შევცვალოთ. ხვალ თუ ორშაბათს 11-შია გლოვის დღე? დათო1010 16:42, 9 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი, 11-შია, შემეშალა. გიო ოქრო 07:49, 10 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

რა არის "ატრინგენტი"? - სტატიიდან: გაციება და გრიპი გაწუხებთ?

რედაქტირება

სტატიაში მოცემულია რჩევა: გამოიყენეთ ატრინგენტი და იქვე: მიიღეთ ხახვი! მაინტერესებს ატრინგენტი რას ნიშნავს!