გომი (ონის მუნიციპალიტეტი)
გომი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეული გომის (სოფლები: გომი, ჯინჭვისი) ცენტრი.[2]
სოფელი | |
---|---|
გომი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°36′52″ ჩ. გ. 43°31′55″ ა. გ. / 42.61444° ჩ. გ. 43.53194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 44[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს კედელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გომრულას (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1190 მეტრზე. ქალაქ ონიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის „დოშვერა მთავარანგელოზის“ ნანგრევები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 87 | 34 | 53 |
2014[1] | 44 | 24 | 20 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 214.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 93.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II