კუდუხანთკარი
სოფელი საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში
კუდუხანთკარი, კუდუხაანთკარი, კუდუხაანი — სოფელი საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში. ფორმალურად ცალკე სოფლად არ ითვლება და საკორინთლოს ნაწილს წარმოადგენს. ახლოს არის ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერთან.[1] მდებარეობს ლეხურის ხეობაში, საკორინთლოს გაღმა. მისასვლელი გზა სოფელ გორაკიდან აქვს.[2]
სოფელში ცხოვრობენ კუდუხაშვილები, ერთი ოჯახი იყო ბიგანიშვილებისაც.[1] მოსახლეობის უმეტესობამ ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს კუდუხანთკარი დატოვა.[2]
სოფლის ჩრდილო-დასავლეთით დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის კუდუხაანთ ციხე და კუდუხაანის კომპლექსი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „კუდუხაანთ უბნის სიცარიელე“. qartli.ge. 2017-03-09. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 „უწყლო კუდუხანთკარი — ერგნეთის შეხვედრების მოლოდინში“. qartli.ge. 2020-09-09. ციტირების თარიღი: 1 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 206.