ზემო აბაშასოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გამოჩინებულის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო აბაშა, ქვემო აბაშა). მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 250 მეტრი, სამტრედიიდან 20 კილომეტრი, საჯავახოდან 10 კმ.

სოფელი
ზემო აბაშა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გამოჩინებული
კოორდინატები 42°04′35″ ჩ. გ. 42°19′57″ ა. გ. / 42.07639° ჩ. გ. 42.33250° ა. გ. / 42.07639; 42.33250
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 154 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები,
ზემო აბაშა — საქართველო
ზემო აბაშა
ზემო აბაშა — იმერეთის მხარე
ზემო აბაშა
ზემო აბაშა — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ზემო აბაშა

გამოჩინებულის თემი იყო საჯავახოს მხარის ნაწილი. სავარაუდოდ ამიტომ გამოჩინებულის ეკლესიის ადგილმდებარეობად ქსე-ს მე-9 ტომში სოფელი საჯავახოა შეცდომით მითითებული.[1] გამოჩინებულის საბლაღოჩინო XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს ანექსიის მიერ მიეკუთვნა ქუთაისის მაზრას. 1902 წლის მონაცემებით აბაშის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 6 სოფელს და მისი მოსახლეობა იყო 4129 ადამიანი.[2] 1926 წლისთვის გამოჩინებულის თემი შედგებოდა 14 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 6744 ადამიანს, ხოლო ფართობი 59 კმ²-ს.[3]

მოსახლეობა

რედაქტირება

2002 წლის აღწერაში სოფლები ზემო და ქვემო აბაშა ცალ-ცალკე იყო აღწერილი, 2014 წლის აღწერაში კი ერთად.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 154

გამოჩინებულის ეკლესია

რედაქტირება

სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის გამოჩინებულის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია 1519 წლით თარიღდება. გამოჩინებულის მონასტერი გურიის ქედის ერთ-ერთ მაღლობზე დგას, ვრცელი გადასახედი აქვს და ამიტომაც ჰქვია გამოჩინებული. ეკლესიას გარს აკრავს თხილისა და ჭადრის ტევრი. ეკლესია მომცრო კვადრატული ფორმის უგუმბათო შენობას წარმოადგენს.[4]

ეკლესიის დასავლეთით დგას ქვიტკირის ორსართულიანი სამრეკლო, რომელსაც აღმოსავლეთით კარის თავზე ჰქონდა მხედრული წარწერა „მოსახსენებლად სულთა გიგო კალოიანისა და მშობელთა თვისთა ამ სამრეკლოის აშენებაზე შევაწიე სამი თუმანი აზნაურმა ოტია კალოიანმა ჩყნე წელსა (1856 წ.)“.

ძველად არსებობდა წესი: აღდგომის წინ, წითელ პარასკევს თარგამაძეების გვარის კაცი ჩამოატარებდა სოფელში დროშა ჯვარს შეჭედილს ვერცხლით და შემკულს წარწერით (ამავე ჯვრით უძღვებოდნენ ძველად მიცვალებულს მნათეს მიჰქონდა იგი წინ), ხალხი ნებაყოფლობით სწირავდა ფულს. მოგროვილი ფულით ყიდულობდნენ ზვარაკს (ცხვარს), რომელსაც აღდგომის დილას, წირვის შემდგომ შემწვარს მიართმევდნენ კალოიანებს (გვარია). ისინი ბეჭებს აიღებდნენ და შემდეგ ხალხს დაუძახებდნენ: „ზვარაკი არის და მოგროვდითო“. ხალხი მოგროვდებოდა, აიღებდნენ კალოიანები და ზვარაკს ხალხს უნაწილებდნენ.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში გამოჩინებულში მოქმედებდა საეპისკოპოსო კათედრა, რაც გამოწვეული იყო ხინოწმინდის საეპისკოპოსოს გაუქმებით ოსმალეთის მიერ. ხინოწმინდიდან გამოჩინებულში გადაასვენეს ღვთისმშობლის ოქროს ხატი, რომელიც ტაძრიდან მოიპარეს 1904 წელს. გამოჩინებულში მოღვაწეობდა გამოხიზნული ეპისკოპოსი იოანე ხინოწმინდელი. გამოჩინებულის ეკლესიაში დიაკვნად მსახურობდა ეფთვიმე გენათელი. [5]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში გავრცელებული გვარია ქორიძეები. სოფელში დაიბადა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და ქართული საგალობლების ჩამწერი ფილიმონ ქორიძე. გამოჩინებულში დაიბადა ქართველი მეღვინე ვალერიან კანდელაკი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 505.
  • გიორგი ბოჭორიძე - იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ. 40, 1995 წელი.
  1. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  2. Кавказский календарь... - Тифлис, 1845-1916
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
  4. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.197 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  5. გვენეტაძე ე. გაგუა გ. „გამოჩინებულის წმინდა გიორგის ეკლესია“