გადამში
გადამში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, სორის თემში.[2] მდებარეობს კუპრის მთის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სართაულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1140 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
გადამში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | სორი |
კოორდინატები | 42°37′05″ ჩ. გ. 43°20′10″ ა. გ. / 42.61806° ჩ. გ. 43.33611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1140 მ |
მოსახლეობა | 2[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ოსები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 34 | 16 | 18 |
2014[1] | 2 | 1 | 1 |
ისტორია
რედაქტირებაგადამში წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში, გადაჴში-ს ფორმით. 1930-იან წლებამდე გადამშში იდგა რიყის ქვით ნაგები რამდენიმე სართულიანი ოთხკუთხა კოშკი, რომლის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 616.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II