შავღელე

სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში

შავღელე (მეგრ. უჩაღალი) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი შავღელე).

სოფელი
შავღელე
მეგრ. უჩაღალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი შავღელე
კოორდინატები 42°10′23″ ჩ. გ. 41°46′19″ ა. გ. / 42.17306° ჩ. გ. 41.77194° ა. გ. / 42.17306; 41.77194
დაარსდა 1980-იანი წლები
ამჟამინდელი სტატუსი 2011
მოსახლეობა 581[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შავღელე — საქართველო
შავღელე
შავღელე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
შავღელე

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 581 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 581 306 275

დასახლება გაჩნდა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც იქ მაღალმთიანი აჭარიდან სტიქიისგან დაზარალებული 300 ოჯახი დასახლდა[2]. თავდაპირველად დასახლება სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო მოქცეული. სოფლის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის 7 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის № 360 ბრძანების საფუძველზე.[3]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ghn.ge — ხობის რაიონს ახალი სოფელი შეემატა
  3. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ - ახალი სოფლის შექმნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2013-01-22.