ბაჯიხევი
ბაჯიხევი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, ცხმორის თემში.[2] მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჭილორისღელის (ჯეჯორის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1320 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ბაჯიხევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცხმორი |
კოორდინატები | 42°30′27″ ჩ. გ. 43°29′43″ ა. გ. / 42.50750° ჩ. გ. 43.49528° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1320 მ |
მოსახლეობა | 20[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება1901 წლის მონაცემებით ბაჯიხევის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა ხუთ სოფელს და 1870 მცხოვრებს.[3] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 20 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 45 | 17 | 28 |
2014[1] | 20 | 10 | 10 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 257.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ Кавказскій календарь на 1902 годъ, Тифлись, 1901, стр. 86.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II