ირისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, წედისის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ჯეჯორას მარჯვენა სანაპიროზე, ონი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქალაქ ონიდან დაშორებულია 11 კილომეტრით.

სოფელი
ირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი წედისი
კოორდინატები 42°31′00″ ჩ. გ. 43°33′00″ ა. გ. / 42.51667° ჩ. გ. 43.55000° ა. გ. / 42.51667; 43.55000
ცენტრის სიმაღლე 1262 მეტრი
მოსახლეობა 43[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ირი — საქართველო
ირი
ირი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ირი

სოფელში 1991 წლის მიწისძვრამდე მუშაობდა ბარიტის გამამდიდრებელი ფაბრიკა (ამდიდრებდა ჩორდის ბარიტის საბადოს მადანს).[3] აქვე იყო საბადოს სამმართველოც.

სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიის ნანგრევები. სოფლის მახლობლად გზის პირას ტყეში აღმართულია X საუკუნის მოჩუქურთმებული კანკელის ფილა. მორთულობის ხასიათით უახლოვდება ფოთოლეთის კანკელს (ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). როგორც ჩანს, ადრე აქ მდგარა ეკლესია, რომლისგანაც ამ ფილის გარდა არაფერი დარჩა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 43 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 75 28 47
2014[1]   43 18 25

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ორი ავტომატიანი რუსი რომ გადმოვიდეს, მთელ ხეობას დავკარგავთ — რეპორტაჟი ირიდან. მთის ამბები (10 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ირი&oldid=4396902“-დან