ჩორდის ბარიტის საბადო

ჩორდის ბარიტის საბადობარიტის საბადო საქართველოში. მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში (სოფელ ჩორდის მიდამოებში). ბარიტის ძარღვები განლაგებულია ბაიოსის პორფირიტული წყლების ზედა ჰორიზონტების ნაპრალოვან ზონაში, რომლის სისქეა 150-200 . ბარიტის ძარღვების შემცველი ქანები მეტ-ნაკლებად შეცვლილია ჰიდროთერმული ხსნარების გავლენით. მადანი წვრილ- და მსხვილმარცვლოვანი, აგრეთვე ბრექჩიული ტიპისაა. ძარღვებში ბარიტის გარდა გვხვდება კვარცი, კალციტი, ზოგან — ვიტერიტი.

ბარიტის გამამდიდრებელი ფაბრიკა და მაღაროთა სამმართველო 1991 წლის რაჭის მიწისძვრამდე[1] მუშაობდა სოფელ ირში.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება