ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესია

ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესია (სვან. თარინგზელ) — შუა საუკუნეების მცირე ეკლესია სვანეთში. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშთხვერში.

ლაშთხვერის გარედან მოხატული ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ეკლესიის შიგნითა კედლის მოხატულობა ეთმობა მთავარანგელოზის თემას. გარედან კედლების ზედა ნაწილი შელესილია და დაფარულია XIV-XV საუკუნეების მოხატულობით. დასავლეთ ფასადზე ვედრების კომპოზიციაა, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია წმინდა ევსტათეს ნადირობის სცენა, ხოლო სამხრეთისაზე — ცხენზე ამხედრებული წმინდა მეომრები. განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის მოხატულობა საერთო შინაარსის სიუჟეტზე – მოსე ხონელის რომანის „ამირან-დარეჯანიანის“ ილუსტრაციები. მოხატულობა გასდევს კედლის მთელ სიგრძეს. ცალკეულ სცენებსა და ფიგურებს ახლავს ასომთავრული წარწერები. ფერადოვან გამას ქმნის ცისფერის, რუხის, ყავისფერის, აგურისფერისა და მოოქროსფრო-ყვითელის შეხამება.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება