ლაშთხვერი

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ლაშთხვერისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლენჯერის თემში (სოფლები: კაერი, ლაშთხვერი, ლემსია, ნესგუნი, სოლი, ქაშვეთი, ჰეშკილი). მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1380 მ, მესტიიდან 3 კმ.

სოფელი
ლაშთხვერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ლენჯერი
კოორდინატები 43°02′04″ ჩ. გ. 42°41′47″ ა. გ. / 43.03444° ჩ. გ. 42.69639° ა. გ. / 43.03444; 42.69639
ცენტრის სიმაღლე 1380
მოსახლეობა 92[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლაშთხვერი — საქართველო
ლაშთხვერი
ლაშთხვერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაშთხვერი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 92 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 194 88 106
2014[1]   92 52 40

ღირსშესანიშნაობა

რედაქტირება

სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების მთავარანგელოზის მცირე ზომის ეკლესია (სვან. თარნგზელ). ეკლესიის შიგნითა კედლის მოხატულობა ეთმობა მთავარანგელოზის თემას. გარედან კედლების ზედა ნაწილი შელესილია და დაფარულია XIV-XV საუკუნეების მოხატულობით. დასავლეთ ფასადზე ვედრების კომპოზიციაა, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია წმინდა ევსტათეს ნადირობის სცენა, ხოლო სამხრეთისაზე – ცხენზე ამხედრებული წმინდა მეომრები. განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის მოხატულობა საერთო შინაარსის სიუჟეტზე – მოსე ხონელის რომანის „ამირან-დარეჯანიანის“ ილუსტრაციები. მოხატულობა გასდევს კედლის მთელ სიგრძეს. ცალკეულ სცენებსა და ფიგურებს ახლავს ასომთავრული წარწერები. ფერადოვან გამას ქმნის ცისფერის, რუხის, ყავისფერის, აგურისფერისა და მოოქროსფრო-ყვითელის შეხამება. საქართველოში ეს სიუჟეტი გვხვდება ჩაჟაშის (უშგულის თემი) ეკლესიის ფასადის მოხატულობაშიც (XVII ს.).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II