მომხმარებლის განხილვა:M./არქივი 5

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala თემაში ფონიჭალა

ვიკიშეხვედრა

რედაქტირება

გთხოვთ დროულად დააფიქსიროთ თქვენი აზრი თარიღთან დაკავშირებით--დათო1010   03:57, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მე ვერ ვიქნები და რა აზრი აქვს? მადლობა ყურადღებისთვის --M. განხილვაწვლილი 12:00, 14 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი

რედაქტირება

გამარჯობა, როგორც მივხვდი ინფორმაცია გქონია „გურიას“ სტადიონის შესახებ, ჩელე არენა რომ მივუთითო სწორი იქნება ხომ?--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 09:39, 19 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა. „გურიას“ სტადიონი „ევგრაფი შევარდნაძეა“, მაგრამ ამ სეზონში იქ არცერთი თამაში არ ჩატარებულა. იქ რემონტი დაიწყეს და ვერ დაამთავრეს, თამაშობენ „ჩელე არენაზე“, ქობულეთი უთმობს უფასოდ. სტატიიდან ამიტომ ამოვიღე, თარგშიც გასასწორებელია, უმაღლესი ლიგის სტადიონებში „ჩელე არენა“ რომ მიეთითოს სწორი იქნება, მაგრამ კლუბის სტატიაში ინფოდაფაში მაინც „შევარდნაძე“ იყოს, თუმცა შეიძლება სტატიაში ჩაემატოს მცირე ტექსტი --M. განხილვაწვლილი 10:58, 19 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

თარგი:დაბადების თარიღი

რედაქტირება

თარგი:დაბადების თარიღი — გთხოვ ჯერჯერობით თავი შეიკავო მისი გამოყენებიდან. მადლობა.--ცანგალა () 08:46, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:დაბადების თარიღი და ასაკი -ცანგალა () 11:31, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ვნახე განხილვა, აღარ გამოვიყენებ --M. განხილვაწვლილი 12:08, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობას კენჭისყრა. გთხოვ მიიღო მონაწილეობა.--ცანგალა () 13:09, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#რეზიუმე — აქ იხილე კენჭისყრა, გთხოვ, დააფიქსირე აზრი ხმის მიცემით. მადლობა  . Deu. 13:16, 29 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

თარგი:ქობულეთის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

თარგი:ქობულეთის მუნიციპალიტეტი — ასეთი შეკითხვა მაქვს. ამ სოფლებიდან რომელი იყო ზედა ულიანოვკა და ქვედა ულიანოვკა. ცუდი არ იქნება თუ მივუთითებთ, რომ ამადა ამ წლამდე(...) ერქვა ეს სახელი.--ცანგალა () 17:49, 10 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

ზედა ულიანოვკა ახლა არის საჩინო, მანამდე ერქვა ბუკნარი. ქვედა ულიანოვკა ვერ ვიპოვე. ქსე-ს მიხედვით ჩაქვის სადაბო საბჭოში იყო, მაგრამ ჩაქვის სოფლები სახალვაშო და ბუკნარია და ქსე-შიც ამავე სახელებითაა. ახლა რასაც არქმევენ ეგენი მარტივი მოსაძებნია, ყველაფერი matsne.gov.ge-ზე იდება, მაგრამ ძველებს რა მოძებნის. მაგალითად ოზურგეთში 1988-89-90 წლებში შეიცვალა სახელები ძირითადად, მაშინდელ გაზეთებშია გაბნეული ცნობები, შემთხვევით თუ გადააწყდება კაცი. --M. განხილვაწვლილი 18:30, 10 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
მადლობა. თუ რამეს მიაგენი ჩაამატე. --ცანგალა () 11:17, 12 აპრილი 2014 (UTC)პასუხი
ბუკნარი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) და საჩინო (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) სხვადასხვა სოფლებია. ზედა ულიანოვკა, რომ ნამდვილად საჩინოა დოკუმენტაციაში ნათლად ჩანს, შესაბამისად ბუკნარი უნდა იყოს ქვედა ულიანოვკა. ვიკიმაპიაზე კარგად არის გამოკვეთილი სოფლების მდებარეობა,--GagaVaa განხილვაწვლილი 17:21, 12 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ბოლნისის შესახებ

რედაქტირება

გამარჯობა. ფეისბუკზე თუ შეგიძლია დამიკავშირდე გადმოგიგზავნი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გადმოგზავნილ ცხრილს, რომელშიც ჩამოწერილია სოფლების ძველი და ახალი სახელწოდებები. ვფიქრობ ბევრ სიცხადეს შეიტანს ეს სია ჩვენს საიტზე. --JABA 1977 14:14, 23 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

სამტრედო (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

რედაქტირება

გამარჯობა! შენი ჩასმულია თარგი შერწყმა. სამტრედო (ბოლნისის მუნიციპალიტეტი) ისტორიულ სოფელ სამტრედოსთან რატომ უნდა გავაერთიანო ?. - ოთოჯი განხილვა 14:18, 17 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ერთიდაიგივე სოფლებია ესენი. ქსე-ში სამტრედოზე როგორც სოფელზე არაფერი წერია, იმიტომ რომ ჯაფარლო ერქვა იმ დროს, მერე დაუბრუნეს სახელი. --M. განხილვაწვლილი 13:38, 18 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ეგ გავიგე, მაგრამ ისტორიულ სოფლებზე ცალკე სტატიებს აღარ ვწერთ ვიკიპედიაში ?. - ოთოჯი განხილვა 18:06, 18 მაისი 2014 (UTC)პასუხი
ისტორიული სოფელი რომ დღესაც იმავე სახელით და იმავე ტერიტორიაზე არსებობს ამას რად უნდა ცალკე სტატია? ყველა მეორე, თუ მეტი არა, ისტორიული სოფელია საქართველოში. ნიკორწმინდა ისტორიულისოფელია, მაგრამ ცალ-ცალკე სტატია ხომ არ გვაქვს მასზე როგორც ისტორიულ სოფელზე და ცალკე როგორც თანამედროვე სოფელზე. --M. განხილვაწვლილი 19:14, 18 მაისი 2014 (UTC)პასუხი
კარგი, გავაერთიანებ ისტორიას, თუმცა ასეთ შემთხვევებში გადამისამართების გაკეთებაც საკმარისია. - ოთოჯი განხილვა 12:16, 19 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ინფორმაცია

რედაქტირება

გამარჯობა. როლები, როგორც ვნახე უცხოურ რესურსებზე და ზოგადად, იწერება ყველგან - ინფოდაფაშიც, სტატიაში (აბზაცებში) და სიის სახითაც (როგორც დაამატე). ამოშლა რატომ მოხდა? და ისტორიის ავტორებისაც? ეს ხომ ყველაფერი ზოგადად საჭირო ინფორმაციაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:10, 22 მაისი 2014 (UTC)პასუხი

კი არ ამომიშლია, სიის სახით გადავიტანე. კი, დიდ სტატიებში შესავალშიც გვხვდება და ცალკე სექციადაც, იმიტომ რომ იქ საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა როლების სექციამდე (დიდი შესავალი, სიუჟეტის სექცია) და შეიძლება მომხმარებელი არ ჩავიდეს, ამიტომ შესავალშივეა ყველაფერი მოკლედ. აქ შესავალს პირდაპირ მოსდევს როლების სექცია და ამიტომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ ერთიდაიგივე ორჯერ გამეორებულიყო თანმიმდევრობით. აღადგინე თუ არ მეთანხმები. ისტორიის ავტორები თავის ადგილზეა. --M. განხილვაწვლილი 10:18, 22 მაისი 2014 (UTC)პასუხი

გადავიტანე უკვე, არა უშავს. მსახიობების სია როლებით, თავისთავად, დავტოვე + იმ რუსულიდან გადმოტანილი თარგის მიხედვით (თარგი:როლებში) გავაკეთე ეგ სია (ექსპერიმენტის სახით. ეს სტანდარტი არაა, უბრალოდ ვივარჯიშე). კი, ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ თუ გაფართოვდება სტატია, აღარ იქნება ეს პრობლემა. ოდესმე, უცნობ მომავალში ეს წესით უნდა მოხდეს, თუკი განვითარდება ქართული ვიკი.

კიდევ სულ მინდოდა მეთქვა და მავიწყდებოდა - თარგი:ფილმში - აქ დოკუმენტაცია ჩავუმატე, უბრალოდ ზოგი პარამეტრი ჯერ არ მუშაობს, მივხედავ როგორმე, მაგალითად, ანიმაციური სერიალის, ტელეფილმის და მოკლემეტრაჟიანი ფილმის თარგებია შესაქმნელი, გავაკეთებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:28, 22 მაისი 2014 (UTC)პასუხი

ინფოდაფა

რედაქტირება

სალამი. ამ დღეებში გაჩნდა ტექნიკური პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ კინოს ინფოდაფაში არავის არანაირი ცვლილება შეუტანია, ყველა სურათი თავისით დაპატარავდა. საბოლოოდ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, ოღონდ ასე - პარამეტრი

სურათის ზომა

აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ოღონდ ცარიელი ველით. შესაბამისად, ყველა პოსტერი ავტომატურად იქნება 220 პიქსელი, როგორც უწინ იყო. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:27, 1 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

თარიღები

რედაქტირება

გამარჯობა. ასეთი თხოვნა-რჩევით რომ მოგმართო - შეგიძლია ხოლმე დაბადების/გარდაცვალების თარიღები გადმოაკოპირო ინგლისური ვიკიდან (birth date and age, death date and age რომ არის, თარგები)? პირველ რიგში, ეგ ფაქტობრივად სტანდარტად იქცა. მართალია, ჩვენთან ქართულში არ ყოფილა საუბარი, რომ ეს სტანდარტია და მხოლოდ ასე უნდა იყოს, მაგრამ ორი მიზეზით არის ძალიან ხელსაყრელი

  • პირველ რიგში, ავტომატურად უთითებს, თუ რამდენი წლის არის (დაბადების თარიღზე) ან რამდენი წლის იყო (როდესაც გარდაიცვალა).
  • თუ ვინმე მოკვდება, მაინც არ გაგვეპარება, ინტერნეტთან ვურთიერთობთ და ადვილად შევიტყობთ და შევცვლით.
  • მეორე რიგში - თარიღების ბმულებსაც ავტომატურად აკეთებს. მაგალითად, შეგხვდა {{birth date and age|1952|3|19}}. გადმოიტან, ავტომატურად გამოჩნდება 19 მარტი, 1952 (1952-03-19) (72 წლის) და აღარ მოგიწევს ხელით ჩაწერა [[19 მარტი]], [[1952]].

ამჟამად, როგორც წესი, ყველა შემოქმედს თუ სხვა საქმიანობის პიროვნებას თარიღები უწერია ეგეთი სტანდარტით, ამიტომ, გამორიცხულია, ვერ მოძებნო, შეგხვდება ინგლისურში და არ მოგიწევს ცალკე წერა. ანუ მაგ თარგის ხელით ჩაწერა არ მოგიწევს. შენთვისაც უფრო ადვილი იქნება, დაგეხმარება საქმის წინ წაგდებაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:47, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი, მაგას ვიყენებდი ადრე, მაგრამ შემდეგ კენჭისყრა იყო მაგაზე, აქვე ნახე, ჩემივე განხილვის გვერდზე, მესამე სექცია. --M. განხილვაწვლილი 12:59, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ანუ ბოლო რეზოლუცია ეგ იყო? სამუდამოდ შევწყვიტეთ? ბოდიში, ნამდვილად არ ვიცოდი, ვინაიდან ვიკიში ამ განხილვების შემდეგ დავბრუნდი. მე იმან დამაბნია ფორუმის განხილვაში, რომ birth date and age-ის მასობრივად ჩანაცვლებაზე აღარაფერია ნათქვამი. ანუ ამჟამად დატოვებულია ვიკიში, როგორც მუშა თარგი და სტატიებში მისი ჩანაცვლება სხვა თარგით არ მომხდარა. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:09, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

@Otogi: - ოთო, შენ ხომ არ იცი, რა იქნება ამაზე? ანუ წაიშლება, ჩაენაცვლება ყველა სტატიაში სტანდარტული თუ როგორ? --Henry McClean განხილვაწვლილი 13:14, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მე კი ვიყავი გამოყენების მომხრე, მაგრამ უმრავლესობა არა. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/6#თარგი:დაბადების თარიღი და ასაკი აქ არის კენჭისყრა. --M. განხილვაწვლილი 13:17, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

კი, მადლობა...მაგას გადავხედე ზუსტად და მიუხედავად იმისა, რომ არგამოყენება გადაწყდა, თავად თარგის ბედი, ჩაანაცვლოს თუ არა ბოტმა ეს თარგი ყველა სტატიაში ავტომატურად, არ არის. ამის გარკვევას ვცდილობ ახლა. თუ სტანდარტია მიღებული, სტანდარტი იყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:18, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
ის განხილვა იყო ერთგვარად პოზიცია. ვიკიპედიაში ვერავის ვერ ავუკრძალავთ ამ თარგის გამოყენებას. ჰენრი, უწინდებურად შეგიძლია განაგრძო ამ თარგის გამოყენება, კიდევ ერთხელ ვიძახი ამ თარგის გამოყენებას ვერავინ ვერ აკრძალავს. მეორე მხრივ, რომ არ გამოვიყენოთ ეს თარგი არც ეს არის დიდი პრობლემა. იმ კენჭისყრაში მომხმარებლებმა არსებული სირთულეებიდან გამომდინარე დააფიქსირეს პოზიცია (მათ შორის მეც), რადგან ყველაფრის თვალის მიდევნება შეუძლებელი ხდებოდა, იმ მიზეზების გამო, რომ აქ ცოტანი ვართ. ეს არის და ეს. სტანდარტს ამ მიმართულებით ალბათ, ჯერ ვერ დავამკვიდრებთ. ბუნებრივია თარგის გამოყენება შეიძლება. - ოთოჯი განხილვა 13:59, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა, ოთო, ეს მაინტერესებდა, თორემ დავრბივარ სტატიებში და ვასწორებ, თურმე არც შეცდომა ყოფილა. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:04, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი, იმ სიას შენც ემატები და სამომავლოდ სხვაც დაემატება. ის კენჭისყრა წარიმართა იმის გამო, რომ არსებობდა გარკვეული სახის სირთულეები, რის გამოც წარმოიშვა ამ თარგის არგამოყენების საკითხი. ამ თარგს ჯერ ტაბუს ვერ დავადებთ, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მაინც გამოიყენებს ამ თარგს. სტანდარტი მაშინ დამკვიდრდება, როდესაც ვიკიპედიის საზოგადოების 100% ერთ აზრზე შეჯერდება, მანამდე ამ თარგის გამოყენება შეიძლება. ვერც შენ აგიკრძალავს ვინმე ამ თარგის გამოყენებას, ჰენრი. - ოთოჯი განხილვა 14:13, 6 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ციხესულორი

რედაქტირება

M. გამარჯობა. ძალიან მერიდება, რომ დიდი შრომა ჩაგიყარე წყალში და შენს მიერ სტატიაში, წყაროებზე დაყრდნობით ლოგიკურად დალაგებული მსჯელობა ისევ ჩემს მიერ დაწერილ ტექსტზე დავაბრუნე,მაგრამ ჩემს მიერ შეტანილი ინფორმაცია ნამდვილად მართალია და აბსოლიტურად არანაირი ცვლილების შეტანას არ საჭიროებს. კონკრეტულად: სოფელ ციხესულორის ზედა უბანი, 1985 წელს მაშინ როდესაც დაბა ვანს ქალაქის სტატუსი მიენიჭა მაშინ შეუერთდა ქალაქ ვანს რადგან ქალაქის სტატუსის მისაღებად ერთერთი პირობა 7 ათასს კაცზე მეტი მაცხოვრებელი იყო. ზედა ციხესულორი საქალაქო საბჭოში და შემდეგ სარებულოში როგორც ასეთი არ არსებობდა, ის იყო ჩვეულებრივ ქალაქ ვანის ტერიტორია. მეტი სიზუსტისთვის გეტყვი, რომ 1986 წელს მე დავიბადე რეგისტრაციის მისამართით — ქალაქი ვანი, თავისუფლების 123. მოგვიანებით, როგორც მახსოვს 2000-2001 წლებში შეგროვდა ხელმოწერები მოსახლეობაში კვლავ სოფლის შემადგენლობაში დაბრუნებაზე, ძირითადი მიზეზი თუ არ ვცდები იყო გადასახადები, ოღონდ რა სახის აღარ მახსოვს. მე ნამდვილად ამ დოკუმენტების გარდა არანაირი პირადი ინფორმაცია არ მაქვს რამდენი ხანი ერქვა ზედა და ქვედა ციხესულორი და რამდენ ხანს იყო ცალცალკე სოფლები მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ 2003 წელს, როდესაც პირადობის მოწმობა ავიღე მომენიჭა მისამართი — ვანის რაიონი, სოფელი ციხესულორი. ანუ გაერთიანებაც აშკარად 2010 წლამდე მოხდა. მოკლედ ასე...--GagaVaa განხილვაწვლილი 17:08, 12 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

იყოს,კი ბატონო, ჩემი აზრით ასეც სწორია და ისიც სწორი იყო. უბრალოდ ვანის საქალაქო საბჭო (1998-დან საკრებულო) ნამდვილად არსებობდა. პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც ასე წერია, საკრებულოდან გამოიყოსო და არა ადმ. საზღვარი შეიცვალოსო. მაგრამ იყოს ასე, მკითხველისთვის ამ დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. ახლა სხვა თემა, შენ ამბობ 1985-დანო, ვანის შესახებ სტატიაში წერია რომ ქალაქის სტატუსი 1981 წლიდან აქვს. ესაა დასაზუსტებელი 1981 დან თუ აქვს ქალაქის სტატუსი და თუ ქალაქის სტატუსის მისანიჭებლად მიუერთეს ეს სოფელი, მაშინ 1981-შივე მიუერთებდნენ, ან იქნებ 1985 მიენიჭა ვანს სტატუსი? --M. განხილვაწვლილი 18:10, 12 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
1985 მახსოვდა, მე არ მოვსწრებივარ მაგ ამბავს, უბრალოდ მექანიკური შეცდომა მომივიდა ნამდვილად 1981, მაშინ როცა ვანს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ფაქტია და ნამდვილად ვიცი, რომ 1986 წელს ე. წ. ზედა ციხესულორი, რომელიც როდის და რა პერიოდში არსებობდა ეგეც არ ვიცი (მარტო 2002 წლის აღწერაში ჩანს მემგონი სხვაგან არც არის ნახსენები თუ არ ვცდები), არ იყო სოფელი ვანის საქალაქო საკრებულოს შემადგენლობაში, ციხესულორის ეგ ნაწილი იყო ქალაქ ვანის თავისუფლების ქუჩის გაგრძელება (113 ნომრიდან ზევით), ტიციან ტაბიძის ქუჩა და ლორთქიფანიძის ქუჩა. დღემდე არის შემორჩენილი მისამართის დაფები სახლებზე, ის შენობაც რაც სტატიაშია და სოფლის სკოლაა დღეისთვის, იყო ქალაქ ვანის სამხედრო კომისარიატი. წელი არც აქ არ მახსოვს, ნუ სადღაც 2000-ის ფარგლებში ნამდვილად შეგროვდა ხელმოწერები და ეს ქუჩები კვლავ ციხესულორს შეუერთეს. როგორც ზედა ციხესულორი შევიდა საკრებულოში თუ პირდაპირ ციხესულორს მიუერთეს არც ეგ ვიცი, 2003 წელს რომ მისამართში არანაირი ზედა არ ფიგურირებდა ეგეც ვიცი. თან ერთი მომენტიცაა მაგალითად ვანში არის სოფლები ზედა და ქვედა ბზვანი, ზედა და ქვედა მუქედი და მართლა ცალცალკე სოფლებია, აი ციხესულორი ისტორიულად ზედა-ქვედად ვერ იქნებოდა გაყოფილი, არანაირი საზღვარი ფიზიკურ-გეოგრაფიული ან განსახლების მხრივ არ არსებობს.
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ამბობ ვანის საქალაქო საბჭო შემდეგში საკრებულო ნამდვილად არსებობდაო, და დღეს არ არსებობს??? ანუ სავალდებულოა, რომ რომელიმე სოფელი ექვემდებარებოდეს ქალაქს, საკრებულო რომ გააჩნდეს?
კიდევ ერთი: ამბობ, რომ წერია საკრებულოს გამოეყოსო და არა ადმინისტრაციული საზღვარი შეეცვალოსო, ვფიქრობ სწორად წერია რადგან თუ შევიდა ციხესულორის თემში, როგორც სოფელი და არა მიუერთდა სოფელს მაშინ ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილება არ იქნებოდა სწორი განმარტება. ანუ ერთადერთი რაც ცუდად გვხვდება თვალში არის ის რომ წერია გამოეყოს ვანის საკრებულოსო და არა ქალაქ ვანს, გასაგებია უფრო ისე ჟღერს, როგორც შენ იფიქრე მაგრამ ორაზროვანიც არის დამეთანხმე. დასაშვებია ასევე, რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდა: როცა პროცესი მიდიოდა ქალაქიდან გამოყოფის ჯერ შეიქმნა როგორც ზედა ციხესულორი ვანის საკრებულოს დაქვემდებარებაში, შემდეგ შეუერთეს ციხესულორის თემს და შემდეგ გააერთიანეს ერთ სოფლად.
უბრალოდ არ მინდა არგუმენტაციის გარეშე მოგახვიო თავს ჩემი ინფორმაცია, ამიტომ ვეცდები რაიმე პირადი დოკუმენტი მოგაწოდო, ჩემი პირადობა ნამდვილად არ მაქვს შემორჩენილი, მაგრამ რაიმე დოკუმენტს მოვიძევ.--GagaVaa განხილვაწვლილი 07:17, 13 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ჯანგო

რედაქტირება

გამარჯობა გრიგოლ. ჯანგოს გარჩეულებაზე რას იტყვი? შეგვიძლია სექციები გავიყოთ და ერთობლივად დავწეროთ, თუ სურვილი და დროს გაქვს. :) – BruTe () 17:33, 4 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

კი, რატომაც არა? დავიწყოთ. სექციები როგორ გავინაწილოთ? --M. განხილვაწვლილი 07:28, 5 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
მე მაგალითად შემიძლია შექმა (Production) ავიღო ჩემ თავზე. შენ შეგიძლია Distribution ან Reception დაწერო და მერე შევთანხმდებით კიდევ. :) – BruTe () 19:19, 6 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

სანდრო, აქვე გკითხავ, სპაგეტი-ვესტერნის ნაცვლად იტალო-ვესტერნი ხომ არ გამოვიყენოთ? ან იტალიური ვესტერნი. ზოგ ვიკიში ასეცაა. ფაქტია რომ სპაგეტისთან ამ ჟანრს არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სპაგეტი იტალიასთან ასოცირდება. --M. განხილვაწვლილი 06:27, 15 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ეხლა ვნახე შენი კითხვა. მაგაზე მეც ვფიქრობდი და მგონი აჯობებს შენი ვერსია. ეხლა დავამატე კიდევ რაღაც-რაღაცეები და მგონი მიეცა დასრულებული სახე სტატიას (კი ვიზარმაცე მე, მაგრამ მაინც :)). შენ რას იტყვი? – BruTe () 19:12, 7 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

სხვა არაფერი, მე მგონი, დასრულებულია ეს სტატია. მეტი რაღა უნდა დაგვემატებინა? კინოზე ვერც ვიპოვე სხვა რჩეული ამის გარდა რომ შევადაროთ. მხოლოდ რამდენიმე წინადადება მაქვს:

  1. სპაგეტი-ვესტერნის ნაცვლად იტალო-ვესტერნი, როგორც დავწერე უკვე ზემოთ
  2. კობრუჩი ალბათ სერჯო უნდა იყოს (და არა სერჯიო ან სერჟიო) შდრ სერჯო ლეონე
  3. თომას გეინსბოროს „ცისფერი ბიჭი“ ამ წიგნის მთარგმნელს ნახსენები აქვს როგორც თომას გეინზბორო, „ცისფერი ბიჭუნა“ და შეგვიძლია გავითვალისწინოთ, საკმაოდ კარგი და სანდო გამოცემაა

მეტი რა ვიცი, გავიტანოთ ნომინაციაზე და სხვებიც დაწერენ, თუ რაიმე შენიშვნა ექნებათ --M. განხილვაწვლილი 06:15, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გათვალისწინებულია და გატანილია. – BruTe () 11:28, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

სასამართლო(ს) გადაწყვეტილებები

რედაქტირება

გამარჯობა, M.
რაკი იურისტი ხარ, შენი აზრიც მაინტერესებს, როგორ ავაგოთ ამ კატეგორიის სისტემა? ალბათ ქვეყნების მიხედვით, თითო ქვეყნის კატეგორიაში კი ინსტანციების და სპეციალიზებული სასამართლოებისათვის ცალ-ცალკე იქნება ქვეკატეგორიები, მე ასე ვიფიქრე. გარდა ამისა, როცა კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა საუბარი, მაშინ ვამბობთ ბლაბლაბლა სასამართლო გადაწყვეტილება (მაგ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება), მაგრამ უფრო ზოგად კატეგორიას რა დავარქვათ? მაგალიტად: საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებები, საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებები, საქართველოს სასამართლოები გადაწყვეტილებები, ქართული სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა.
მოკლედ, მარტომ ვერ გადავწყვიტე. Nodar Kherkheulidze-ც თუ მოგვემარება, კარგი იქნება.
მადლობა, Deu. 18:03, 5 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით ყველას ჯობია საქართველოს (გერმანიის, დანიის. და აშ.) სასამართლოების გადაწყვეტილებები, ანუ ეს მოიცავს ყველას. ასევე ალბათ უფრო ზოგადი კატეგორიებიც დაგვჭირდება, საერთაშორისო სასამართლოებისთვის, მაგ. ევროპის ადამიანის უფლებათა, ჰააგის და.შ. --M. განხილვაწვლილი 18:32, 5 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
გამარჯობა, კოლეგებო. ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ კატეგორიები ქვეყნებისა და თითოეული ქვეყნის სასამართლო სისტემის მიხედვით უნდა დაიყოს. რაც შეეხება ზოგად სახელს, ჩემი აზრით, „სასამარლო გადაწყვეტილებები“ უნდა იყოს. „სასამართლო გადაწყვეტილებები“, ჩემი გადმოსახედიდან, მიუთითებს აქტის ფორმაზე, ბუნებაზე (მაგალითად, ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, სამოქალაქო გადაწყვეტილება და ა.შ.), ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მეც ვფიქრობ, რომ, როგორც დათომ თქვა, სასამართლოს მიერ გამოტანილი აქტები იგულისხმება, ანუ პირველ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება გადაწყვეტილების ბუნებაზე, მეორეში — მისი სასამართლოს მიერ გამოტანაზე. საკანონმდებლო ბაზასაც რომ გადავხედოთ, მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVII და XXVIII თავებში მოხსენიებულია „სასამართლო გადაწყვეტილება“, რაც, ვფიქრობ, რომ ტერმინის ზოგად ხასიათზე მიუთითებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:20, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
ნოდარს ვეთანხმები, მეც სასამართლო გადაწყვეტილებები მგონია უფრო გამართლებული — საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებები. ცალკეული სასამართლოს გადაწყვეტილებებისათვის კი გამოგვადგება ასეთი კონსტრუქცია: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება საერთო სასამართლოებს, ალბათ გავაერთიანოთ ერთ კატეგორიაში: საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები. სააპელაციოს გაყოფასაც თბილისის და ქუთაისის სასამართლოებად ალბათ ჯობია გავაერთიანოთ ერთ კატეგორიაში: საქართველოს სააპელაციო სასამართლო(ები)ს გადაწყვეტილებები (მრავლობითში თუ მხოლობითში?).
მოკლედ, ნოდარ, დღეს წარმატებები! მერე მეც, შენც და M-იც უკეთ მოვიფიქრებთ : ). Deu. 09:28, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
გმადლობ, დათო (არ ვიცი, შენ აბარებ თუ არა...). კი, უნდა დავყოთ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. საერთო ინსტანციებად უნდა დავყოთ (უზენაესი, სააპელაციო, რაიონული (საქალაქო)), მაგრამ არ მგონია, რომ ტერიტორიული პრინციპითაც უნდა დავყოთ, ეს ზედმეტი იქნება. თანაც, ქართულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, არც გვაქვს ბევრი და ხშირი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომ, ჯერ ერთი, ვიკიპედიაში დაწერას იმსახურებდეს და, მეორეც, ასე დაწყვრილმანება (ტერიტორიულად) სჭირდებოდეს. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:19, 7 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მემფისი

რედაქტირება

გამარჯობა. მგონი ეს სტატია ზედმეტად გაქვს შექმნილი და მანდედან უბრალოდ უნდა აქ გადამისამართება.--Saliner 19:29, 5 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. მეგინა გადამისამართებული მქონდა უკვე. რატომღაც პირიქით იყო ისტორიაში --M. განხილვაწვლილი 19:32, 5 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჟანრი

რედაქტირება

გამარჯობა. მესმის, რომ ეს კატეგორია არსებობს („ფენტეზის ჟანრის“), მაგრამ, როგორც ვიცი, ჩვენთან ხდება მაქსიმალურად მოკლედ წერა და მაშინ გვექნებოდა „ფენტეზის ჟანრის რომანები“, „ფენტეზის ჟანრის მწერლები“ - ხოლო ამჟამად გვაქვს კატეგორია:ფენტეზი რომანები, კატეგორია:ფენტეზი მწერლები. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:05, 19 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

თუ ყველაში ჩავანაცვლებთ, კი. მეგონა უბრალოდ კატეგორიაა ჩაამატე, ახლა ჩავხედე სტატიის ისტორიას. მეც მასე ვფიქრობდა გეთანხმები. იგივე ეხება ვესტერნის ჟანრის ფილმებს, რაც შეიძლება იყოს მოკლედ 'ვესტერნები' --M. განხილვაწვლილი 09:41, 19 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჰო, აქ უფრო იმაზე მაქვს საუბარი, რომ ოპტიმიზაცია მოხდეს სათაურების, აქედან გამომდინარე ვივარაუდე და შევცვალე. იქ არის 10იოდე თუ მეტი ფილმი კატეგორიაში და შესაცვლელი იქნება. რა ვიცი, თუ გინდა, იყოს ჯერ და მერე გავაკეთოთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:07, 19 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

შევცვალოთ რაც შესაცვლელია. ასევე ფილმები 3დ ფორმატში ნაცვლად 3დ ფილმები იყოს, ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ ამაზე. --M. განხილვაწვლილი 11:26, 19 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
გამარჯობა, ჰენრი, გრიგოლ. 3დ-ს რაც შეეხება: ჩემი აზრით, უნდა იყოს: კატეგორია:3D ფილმები და არა 3, რადგან
1.3D პოპულარული და გავრცელებული (შეიძლება ითქვას, საერთაშორისოდ აღიარებული) შემოკლებაა;
2.D აქ შემოკლებული ფორმაა ინგლისური სიტყვისა Dimension, ანუ განზომილება;
3.თუ ქართულად დავწერთ, მაშინ უნდა მთლიანად გადმოვაქართულოთ და დავწეროთ ან 3 განზომილებიანი ან 3გ, აქ კი კვლავ პირველ არგუმენტს ვეჯახებით.
19 ივლისს ჰენრის უკვე გაუკეთებია, როგორც მე ვფიქრობდი, ისე, ასე რომ შესაცვლელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღარაფერია.— G.G. 10:33, 8 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

იცით თუ არა, ჯანაშია

რედაქტირება

იცით თუ არაში ბმული ჩემპიონატზე სწორად გავაკეთე? : )) Deu. 12:18, 11 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

არა   ევროპის ლიგა სხვა ტურნირია. ევროპის ქვეყნების უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატებს რომ შეეხებოდეს, ასეთი სტატია არც ჩვენ გვაქვს და არც სხვა ვიკიში არის. ჯობია ან უეფა-ზე გადადიოდეს, ან სულ არ იყოს ბმული --M. განხილვაწვლილი 12:30, 11 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
უეფა დავტოვე. მდლ! :) Deu. 12:36, 11 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მსახიობის ინფოდაფის მაგივრად

რედაქტირება

სალამი. მოკლედ, ასეთი რაღაც არის - დამეთანხმები ალბათ, მსახიობის ინფოდაფები ვინაიდან მსახიობისაა და არა რეჟისორის, უმჯობესია გამოვიყენოთ თარგი:ინფოდაფა პიროვნება. ახლა მთავარი - ოსკარის და სხვათა ველები - პიროვნების ინფოდაფაში არის 7 საკუთარი ველის არჩევის საშუალება.

| სახელი1  =
| მოდული1 = 
| სახელი2  =
| მოდული2 = 
| სახელი3  =
| მოდული3 = 
| სახელი4  =
| მოდული4 = 
| სახელი5  =
| მოდული5 = 
| სახელი6  =
| მოდული6 = 
| სახელი7  =
| მოდული7 = 

ვაკეთებთ ასე

| სახელი1  = ჯილდოს სახელი 1 (მაგ. ოსკარი)
| მოდული1 = სია
| სახელი2  = ჯილდოს სახელი 2 (მაგ. ოქროს გლობუსი)
| მოდული2 = სია
| სახელი3  = ჯილდოს სახელი 3 (მაგ. ემმი)
| მოდული3 = სია

და ა.შ. მაგალითი იხ. ჯეიმზ კამერონი. --Henry (მომწერეთ) 12:43, 9 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

მე ვიზუალურად მსახიობის ინფოდაფაში როგორც ჩანს ის კი მირჩევნია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ასე რომკი ბატონო, იყოს პიროვნების ინფოდაფა --M. განხილვაწვლილი 12:54, 9 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

რედაქტირება

არც წელს არ აქვს აზრი რომ შევხვდეთ ერთმანეთს? --ცანგალა () 08:21, 9 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

სიამოვნებით მოვიდოდი შორს რომ არ ვიყო თქვენი შეხვედრის ტრადიციული ადგილისგან   --M. განხილვაწვლილი 08:33, 9 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
მადლობა პასუხისთვის. წინა წელთან შედარებით უკეთესია (ვგულისხმობ პასუხს).   --ცანგალა () 08:37, 9 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
სხვა რამ მინდოდა მეთქვა და სხვა რამ გამომივიდა მაშინ   --M. განხილვაწვლილი 08:43, 9 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

უღელი

რედაქტირება

07:54, 27 ივლისი 2012‎ M. (განხილვა | წვლილი)‎ . . (1,236 ბაიტი) (+43)‎ . . (გაუქმება | მადლობა) [შეამოწმა მომხმარებელმა M.] — შენს მიერ არის ჩასმული ლიტერატურა, რაც არ შეესაბამებოდა. დღეს ტექსტი მე შევცვალე. ამჟამად შეესაბამება. --ცანგალა () 15:36, 10 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ირაკლი ალასანია

რედაქტირება

გავაუქმე თქვე ცვლილება სტატიაში ირაკლი ალასანია, ქართული სიტყვები იყო ჩანაცვლებული ინგლისური შესატყვისებიტ. მაგალითადა თანამდებობა – პოსტი. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:32, 24 მარტი 2015 (UTC)პასუხი

თანამდებობა კია არა თანამჯდობა წერია ყველგან. გრამატიკული შეცდომები იყო და ახლაც არის. კეკელიძეს რაც შეეხება აქვე დავწერ, ყველაფერი ვიკიპედიაში შემოსატანი არ არის, თან დაუსაბუთებელი იყო ბევრი რამ. --M. განხილვაწვლილი 09:16, 24 მარტი 2015 (UTC)პასუხი

გიორგი კეკელიძე

რედაქტირება

სტატიაში გიორგი კეკელიძე რატომ ამოიღეთ ტექსტები ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:34, 24 მარტი 2015 (UTC)პასუხი

Translating the interface in your language, we need your help

რედაქტირება
Hello M., thanks for working on this wiki in your language. We updated the list of priority translations and I write you to let you know. The language used by this wiki (or by you in your preferences) needs about 100 translations or less in the priority list. You're almost done!
 
თარგმანების ყველა ვიკიში დასამატებლად ან შესაცვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ მედიავიკების ლოკალიზაციის პროექტი translatewiki.net.

Please register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:07, 26 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

ფარცხმა

რედაქტირება

სტატიაში ფარცხმა ამჟამად არსებობს თემი. ფარცხმა აგრეთვე იყო ზემო ფარცმისა და შუა ფარცხმის ძველი სახელწოდება. ცუდი არ იქნება თუ ჩაიწერება. ქსე, ტ. 10 გვ. 236, თბ. 1986--ცანგალა () 07:17, 11 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

მადლობა, შევიტანე უკვე ეს ინფორმაცია --M. განხილვაწვლილი 10:01, 11 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

სიონი

რედაქტირება

სალამი, M. სტატიაში სიონი (საფეხბურთო კლუბი) შენ მიერ გაკეთებული ეს ცვლილება გასაუქმებელია და თუ სხვაგანაც არსებობს იგივე სახელის მქონე კლუბი, მაშ მრავალმნიშვნელობა უნდა გაკეთდეს... :) — GIO→13  09:21, 20 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

ჰო რა ვიცი, კი ბატონო იყოს მასე, მე ვფიქრობდი რომ სიონის საკმარისი იქნბოდა როგორც მმ გვერდი, „სიონი (საფეხბურთო კლუბი)„ ეს იქნებოდა შვეიცარიის სიონი და „სიონი ბოლნისი (საფეხბურთო კლუბი)„ ეს ქართულის. განხივლვის გვერდზეც ეს დავწერე --M. განხილვაწვლილი 12:30, 20 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

მოგვიანებით გილოცავთ

რედაქტირება

ძალზე მოგვიანებით (18 ივნისი) გილოცავთ დაბადების დღეს. სულ წარმატებული ყოფილიყავი.--ცანგალა () 08:57, 21 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი მადლობა--M. განხილვაწვლილი 09:35, 22 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

სექციის დამატება

რედაქტირება

ვფიქრობ სტატიაში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია ცალკე სექცია თბილისი უნდა დავამატოთ. რას იტყვი? --ჯაბა 1977 18:08, 24 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

მართალი ხარ. თბილისში შეიძლება ბევრ შენიბას ჰქონდეს ძეგლის სტატუსი, ცალკე სიაც შეიძლება გაკეთდეს. --M. განხილვაწვლილი 03:10, 25 ივნისი 2015 (UTC)პასუხი

გერბები და დროშები

რედაქტირება

გამარჯობა. ბოლო ცვლილებებში ვნახე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშასა და გერბთან ცვლილებები და დავინტერესდი. მერე ჰერალდიკა.გე-ზე ვნახე ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ხელახლა გამოუცხადებია კონკურსი და როგორ ფიქრობ ხომ არ ამოგვეღო სტატიიდან უკვე არარსებული გერბი? ისე დამაინტერესა ბევრი გერბი და დროშაა გაუქმებლი და რატომ ვერ გავიგე. --ჯაბა 1977 05:55, 15 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

სტატიაში რაც ზის, ის არის ახალი გერბი. ეს არის ახალი, რაც უკვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი ამ სტატიაში მე ძველ გერბზე ინფორმაციაც დავტოვე, არ წავშალე, რა ვიცი იყოს მაინც. რაც შეეხება რატომ ცვლიან, არ ვიცი, მგონი ძალიან ბანალური მიზეზის გამო, ახალ გამგებლებს ძველების არ მოსწონთ და ა.შ. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია --M. განხილვაწვლილი 12:12, 15 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

მადლობა. --ჯაბა 1977 13:45, 15 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

კომპიუტერი ბექას

რედაქტირება

იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.E1.83.99.E1.83.9D.E1.83.9B.E1.83.9E.E1.83.98.E1.83.A3.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.A0.E1.83.98_.E1.83.91.E1.83.94.E1.83.A5.E1.83.90.E1.83.A1 --ცანგალა () 17:00, 19 ნოემბერი 2015 (UTC)პასუხი

Request

რედაქტირება

Greetings.

Could you create in Georgian Wikipedia, the article en:Baku Zoo? (If not, could you pass this request to other Wikipedia users in Georgian Wikipedia, who would be interested to create them?)

Thank you.

Menikure Talk 14:47, 13 დეკემბერი 2015‎ (UTC)პასუხი

Dear Menikure, you can add any requested article here: Requested articles, so every editoრ could see it. --M. განხილვაწვლილი 06:35, 14 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი
Thank you for your advice.
Menikure Talk 01:24, 16 დეკემბერი 2015‎‎ (UTC)

ფონიჭალა

რედაქტირება

ფონიჭალა — იქნებ ინფორმაცია გაქვს მეტი?--ცანგალა () 16:53, 26 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

შევავსე რამდენადაც შეიძლებოდა. ჩემი აზრით სოღანლუღი იქ უნდა გადავამისამართოთ. --M. განხილვაწვლილი 17:51, 26 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა, რომ შეავსე. თუ სწორედ მიგაჩნია გადამისამართება მე პირადად საწინააღმდეგო არ მაქვს, განხილვის გვერდსაც გადაავლე თვალი.--ცანგალა () 19:16, 26 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

განხილვა:ფონიჭალა--ცანგალა () 06:40, 31 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

M./არქივი 5-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.