ჩელე არენა
ქობულეთის ცენტრალური სტადიონი — სპორტული სტადიონი ქობულეთში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. სხვადასხვა დროს იყო „შუქურასა“ და „ქობულეთის“ საშინაო სტადიონი. დროებით არის ლანჩხუთის „გურიას“ საშინაო არენა. ტრიბუნები 6 000 ადამიანს იტევს.
დასავლეთ ტრიბუნა | |
მდებარეობა | ქობულეთი, საქართველო. |
---|---|
გაიხსნა | 1967 |
აღდგა | 2012 |
მესაკუთრე | საქართველოს მთავრობა |
საფარი | ხელოვნური |
ტევადობა | 6,000 |
გუნდები | |
ბათუმის დინამო შუქურა ქობულეთი |
სტადიონს ერთხელ უკვე ჩატარებული აქვს რეკონსტრუქცია,რის შემდეგაც სტადიონი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო და ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამებიც კი იყო დამონტაჟებული 6 000 ადამიანისთვის,მაგრამ მას შემდეგ, რაც ქობულეთში საფეხბურთო კლუბი აღარ არსებობდა, სტადიონი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და საფეხბურთო მატჩებისთვის აღარ გამოიყენებოდა. 2012 წელს ქობულეთის სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გამოიცვალა სკამები, რეაბიულიტაცია ჩაუტარდა ლოჟას, მინდვრის საფარის ნაცვლად დაიგო ხელოვნური საფარი. ლეგენდარული ქობულეთელი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად სტადიონს ეწოდა ჩელე არენა.