ფონიჭალა
ფონიჭალა (ყოფ. სოღანლუღი) — სოფელი თბილისში, კრწანისის რაიონში.[2] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 4452 ადამიანი.
უბანი | |
---|---|
ფონიჭალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | თბილისი |
რაიონი | კრწანისი |
კოორდინატები | 41°37′54″ ჩ. გ. 44°55′02″ ა. გ. / 41.631806° ჩ. გ. 44.917250° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1728 |
ცენტრის სიმაღლე | 370 მ |
მოსახლეობა | 4452 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 82,5 % ქართველები 15,9 % სომხები 0,9 %[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს თბილისის სამხრეთ ნაწილში, გარდაბნის ვაკეზე, რუსთავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 370 მ. უბანს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კვეთს თბილისი-მარაბდის სარკინიგზო ხაზი, რომელიც მას ზემო (დასავლეთით) და ქვემო (აღმოსავლეთით) ნაწილებად ჰყოფს.
ისტორია
რედაქტირება„მტკურის კიდეზედ არს ჭალა ყურყუთა, და აწ სონღალუღი წოდვილი, ნაყოფიერი ყოვლითავე“
| |
დასახლების ძველი სახელწოდებაა სოღანლუღი. „სოღანლუღი“ თურქულია, ნიშნავს სახახვეს ან სახახვეთს. სოღანლუღის ძველი ქართული სახელწოდებაა „გზისკარი“ და „ყურყუთა“. სხვა ვერსიით „სოღანლუღი“ სონღალუღის ასიმილაციის შედეგია, „სონღული“ თურქული წარმოშობისაა და შევარდენის მსგავსი მტაცებელი ფრინველის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები.
სოღანლუღს ეკავა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაშლილი ჭალები და ველები. სოღანლუღის მამულები მეფის საგვარეულოს და ამილახვრების კუთვნილება იყო. სოფელზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო (განჯის) გზა, ამიტომ ეს ადგილი მართკუთხა გეგმის მქონე ციხე-გალავნით იყო გამაგრებული, რომელიც მეფე ერეკლე II-ის თაოსნობით ააგეს 1762-1772 წლებში და განჯის გზას უწევდა კონტროლს. აქვე იდგა ეკლესია.
1930-იან წლებში სოფელ სოღანლუღის მიმდებარე ტერიტორიები იქცა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა დახვრეტის ადგილად. დახვრეტები ხორციელდებოდა ღამით, მინდორზე, სოღანლუღთან, მისგან 8 კილომეტრის დაშორებით.[3] 1973 წლიდან ეწოდა ფონიჭალა. შედიოდა გარდაბნის რაიონის შემადგენლობაში. განვითარებული იყო მებოსტნეობა, მეღორეობა, სასათბურე მეურნეობა, მოქმედებდა 20-მდე საწარმო და ორი ინსტიტუტი. 1980-იანი წლებიდან იგეგმებოდა მისი გაერთიანება თბილისში, სამრეწველო-საცხოვრებელი რაიონის სახით, სადაც გათვალისწინებული იყო 18 ათასამდე ადამიანის დასახლება 800 ჰექტარზე. რაიონი უნდა განთავსებულიყო ერევნისკენ მიმავალ რკინიგზასა და მტკვარს შორის სამ უბნად. 2006 წელს სოფელი ფონიჭალა შეუერთდა თბილისს.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 363.
- ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 484.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 99.
- ბერიძე თ., „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“ — თბილისი, 1977