ფარცხმა
ფარცხმა — ადმინისტრაციული ერთეული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მოიცავს სოფლებს ზემო ფარცხმა და შუა ფარცხმა.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნეში ფარცხმა წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოებას, რომელიც მოიცავდა სოფლებს ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა და ქვემო ფარცხმას 1898 წელს ფარცხმაში გაიხსნა ბიბლიოთეკა.[1] 1902 წელს ფარცხმის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 2349 ადამიანი. 1908 წელს ქვემო ფარცხმას ეწოდა გოგოლესუბანი. 1930 წელს ფარცხმის საზოგადოება დაიყო გოგოლესუბნის, ფარცხმის და ჩოხატაურის სასოფლო საბჭოებად.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ზემო ფარცხმა | შუა ფარცხმა | ქვემო ფარცხმა |
---|---|---|---|---|---|---|
1902[2] | 2349 | 1200 | 1149 | |||
1908[3] | 2623 | 1427 | 1196 | 612 | 470 | |
2002 | 1547 | 875 | 672 | - | ||
2014 | 1373 | 720 | 653 | - |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- სერგო მეგრელიშვილი (დ. 1884, ფარცხმა) — რევოლუციონერი
- ნამეტია ბერძენიშვილი (დ. 1891, შუა ფარცხმა) — ემიგრანტი
- ნიკოლოზ ბერძენიშვილი (დ. 1895, ქვემო ფარცხმა) — ისტორიკოსი
- ნოე მეგრელიშვილი (დ. 1898, შუა ფარცხმა) — თერაპევტი
- გაბრიელ მეგრელიშვილი (დ. 1906, ზემო ფარცხმა) — ეკონომისტი
- მარიამ სიხარულიძე (დ. 1907, ქვემო ფარცხმა) — აგრონომი
- ქსენია სიხარულიძე (დ. 1909, გოგოლესუბანი) — ფოლკლორისტი
- იური სიხარულიძე (დ. 1927, გოგოლესუბანი) — ისტორიკოსი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 236.