გოგოლესუბანი
გოგოლესუბანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული გოგოლესუბანი).
სოფელი | |
---|---|
გოგოლესუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | გოგოლესუბანი |
კოორდინატები | 42°01′34″ ჩ. გ. 42°13′28″ ა. გ. / 42.02611° ჩ. გ. 42.22444° ა. გ. |
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა |
ადრეული სახელები | ქვემო ფარცხმა |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 858[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 %, სომხები 0,4 %, რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ტერასულ ვაკე-დაბლობზე, ზღვის დონიდან 140 მ., ჩოხატაურიდან 2,5 კმ, საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 21 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა.[2]
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა ქვემო ფარცხმა და შედიოდა ფარცხმის სასოფლო საზოგადოებაში. 1908 წელს ეწოდებოდა გოგოლესუბანი, თუმცა ამ სახელით იხსენიებოდა უკვე 1898 წელს.[3] 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ. 1954-1986 წლებში ეკუთვნოდა შუაგანახლების სასოფლო საბჭოს.
გოგოლესუბნის განძი
რედაქტირებასოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XII-XI სს.) სპილენძის ნივთების განძი. ნაპოვნი მასალა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უნდა იყოს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 858 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 470 | ||
1911[5] | 1165 | ||
2002[6] | 1051 | 515 | 536 |
2014[1] | 858 | 438 | 420 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ნიკოლოზ ბერძენიშვილი (1895-1965) — ისტორიკოსი
- მარიამ სიხარულიძე (1907-??) — აგრონომი
- ქსენია სიხარულიძე (1909-1976) — ფოლკლორისტი
- დერმიშა გოგოლაძე (1924-2002) ― ისტორიკოსი
- ვაჟა გოგოლაძე (1927-2006) ― ლოტბარი
- იური სიხარულიძე (1927-2022) — ისტორიკოსი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 200.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 69.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ „ცნობის ფურცელი“ N635 გვ. 2 22 სექტემბერი, 1898
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II