დერმიშა გოგოლაძე
დერმიშა ანდროს ძე გოგოლაძე (დ. 21 დეკემბერი, 1924, სოფ. გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი — გ. 13 დეკემბერი, 2002, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელის პოზიციაზე. საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1952–1955 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1956 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდგომ უფროსი და წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, 1977–1997 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 1986-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, 1996-1997 წლებში მუშაობდა თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის რექტორად.
სადისერტაციო თემა — „საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიან ფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა)-1800-1864წწ.,“ დაიცვა 1972 წელს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- ხუთი მედალი და სიგელი (დიდი სამამულო ომი)
- საპატიო სიგელი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ( პრემია)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „აფხაზთა“ საერისთავოს, დღევანდელი აფხაზეთის ძველ ეთნოსთა ვინაობისა და ეთნოსის მკვიდრობის საკითხი (ავტორი). - თბილისი, წ.კ. გამ. საზ. სათათ. საგამ. განყ-ბა, 1995. - 46გვ.
- ქართული სოფელი ფეოდალიზმის ხანაში (VI - XVIII სს.) - სტრუქტურა და შინაგანი ორგანიზაცია (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 254გვ.. - ISBN: 5-520-01314-4
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები XV - XIX სს., ტ. IV (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1973. - 665გვ.
- საქართველოს სოციალურ - ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა) - 1800 - 1864 წწ. (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1971. - 479გვ.
- სამთამადნო, სამთო - საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი XVIII - XIX სს. (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1966. - 211გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 69.