ქსენია სიხარულიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიხარულიძე.

ქსენია ალექსის ასული სიხარულიძე (დ. 20 ივნისი , 1909, გოგოლესუბანი, ოზურგეთის მაზრა — გ. 13 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი ფოლკლორისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1954), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1936 წლიდან მუშაობდა უნივერსიტეტთან არსებულ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში. 1940 წლიდან კითხლობდა ლექციებს თსუ-ში. 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტიკის კათედრას. იკვლევდა ქართული ფოლკლორის აქტუალურ პრობლემებს: საბავშვო ფოლკლორს, საწესჩვეულებო პოეზიას, საგმირო და საისტორიო ზეპირსიტყვიერებას, ფოლკლორულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს და სხვა. ძირითადი ნაშრომები: „ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება“ (1949), „ქართველი მწერლები და ხალხური სიტყვიერება“ (I, 1956: II, 1966), „ქართული ხალხური საინტერესო სიტყვიერება“( სამ ტომად, 1961, 1964, 1967), „ქართული ხალხური საგმირო პოეზიის საკითხები“ (1970), „ქართული ფოლკლორისა და თეორიის საკითხები“ (1976) და სხვა. დიდი ამაგი დასდო ფოლკლორულ ნიმუშთა შეკრებასა და გამოცემას. ნაშრომები თარგმნილია რუსულ, უნგრულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზანდუკელი, ფ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 414.
  • ზანდუკელი, ფ. გამოჩენილი ფოლკლორისტი, კრებული ფოლკლორის თეორია და ისტორია, თბილისი, 1979
  • ცანავა, ა., ქსენია სიხარულიძე, თბილისი, 1971

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება