შუა ამაღლება
შუა ამაღლება, ყოფ. შუა განახლება — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი შუა ამაღლება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 4 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 24 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. სოფელში ამზადებენ ქვის კეცებს. სოფლის ცენტრში დგას ეკლესია და სიმონა დოლიძის ძეგლი.
სოფელი | |
---|---|
შუა ამაღლება | |
უდაბნოს მონასტერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუა ამაღლება |
კოორდინატები | 42°02′07″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 42.03528° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. |
ადრეული სახელები | შუა განახლება |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 735[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი შუა ამაღლება შედიოდა ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში სოფლებთან ამაღლებასთან, ზემო და ქვემო ამაღლებასთან ერთად. საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ და ეწოდა შუა განახლება. 1954—1986 წლებში შუა განახლების სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფელი გოგოლესუბანი. 2012 წელს ეწოდა კვლავ ძველი სახელი.[2]
უდაბნოს მონასტერი
რედაქტირებასოფლის ჩრდილოეთით, ბურნათის მთაზე, მდებარეობს უდაბნოს მონასტერი. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. არქიტექტურული მონაცემებით ის VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება.
აბანოები
რედაქტირება1910-იან წლებში სოფელში, თავად ერისთავის მამულში, აღმოჩნდა სამკურნალო მინერალური წყალი. 1950-80-იან წლებში მინერალურ წყალზე მოქმედებდა აბანოები, რომლებიც გამოიყენებოდა რევმატული, სახსრების, კანის, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[3] | 834 | ||
2002[4] | 913 | 435 | 478 |
2014[1] | 735 | 353 | 382 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადნენ:
- მიხეილ ჯიბუტი (დ. 1954) — ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი
გალერეა
რედაქტირება-
უდაბნოს მონასტერი
-
მინერალური წყალი
-
მინერალური წყლის აბანო
-
სიმონა დოლიძის ძეგლი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 49.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N57, 2012 წლის 24 იანვარი
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II