სიმონა დოლიძე
სიმონა დოლიძე (დ. 1885, ამაღლება — გ. 25 სექტემბერი, 1911, ნატანები) — ქართველი ფირალი და ტერორისტი. ფირალების მეორე ტალღის წარმომადგენელი. გადმოცემის მიხედვით, იყო საშუალო ტანის, მსუქანი, სქელი. ლამაზი სახის, თეთრფეროვანი და ჭრელთვალება. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ ადამიანს, თუმცა უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა.
სიმონა დოლიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1885 |
დაბ. ადგილი | ამაღლება, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 25 სექტემბერი, 1911 |
გარდაცვალების ადგილი | ნატანები, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
ეროვნება | ქართველი |
თანამშრომლობა | მელქისედეკ ბურჭულაძე |
ცნობილია, როგორც | ფირალი |
მამა | ნიკო დოლიძე |
იარაღი | მაუზერი, თოფი, რევოლვერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მამა ბათუმში, ნავსადგურში მტვირთავების ასისთავად მუშაობდა. სიმონა სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე დაიწყო მუშაობა. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება 1905 წლის რევოლუციაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა.
ფირალობა
რედაქტირებარევოლუციური კომიტეტის დავალებით დოლიძემ მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. 1908 წელს მოკლა ჯაშუში ესე ჯიბლაძე. მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. მოკლა მრავალი ჯაშუში და მღვდელი. მოკლა თავისი სოფლის ორი მამასახლისი: თეოფილე წეროძე და კეკელიძე. წეროძის მკვლელობის გამო სოფელს დიდი გადასახადი შეაწერეს. კეკელიძემ კი დოლიძის ცოლი დაიბარა, შეურაცხყოფა მიაყენა, სილა გაარტყა და ქმრის გაცემა მოსთხოვა. დოლიძემ დღეობიდან დაბრუნებული კეკელიძე მოკლა. მონაწილეობდა ქუცურბეგის მკვლელობაში დათიკო შევარდნაძესთან ერთად. მოკლა ჩოხატაურის ურიადნიკი. ცარიცინში თავს დაესხა მატარებელს. 1910 წელს ბახვში კიკია მამულაიშვილთან ერთად თავს დაესხა და მოკლა სამსონ ქიქოძე.
სიკვდილი
რედაქტირებადოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე და ფირალი მელქისედეკ ბურჭულაძე. ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ, სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა, ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს. ამ უკანასკნელმა გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ივანე ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა. გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოუკლავს. ცნობილია, რომ სიმონა დოლიძე ორ მაუზერს ატარებდა — კონდახიანს, რომელიც თოფის მაგივრობას უწევდა და მეორე უკონდახოს. ასევე ხმარობდა თოფს და რევოლვერს.
სხვა ვერსიით ივანე ჯაფარიძე არა სიმონა დოლიძემ, არამედ მისმა მოადგილემ მოკლა პირადი ინტერესის გამო, და იმ დროს, რომ სიმონა დოლიძეს დაბრალებოდა.[1]
პოპულარულ კულტურაში
რედაქტირებასიმონა დოლიძის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი და სიმღერა, რომელშიც პირველ პირშია გადმოცემული დოლიძის სიკვდილი.[2] ეს სიმღერა ისმის ქართულ კინოფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“[3] დოლიძის მშობლიურ სოფელში დგას მისი ძეგლი.
ლექსი სიმონა დოლიძეზე
რედაქტირება
ძმაბიჭებში დაჩაგრული უბედურად დადგა ჩემთვის წუხელ ძილში დამესიზმრა პოლიციამ შემიძულა მოღალატეს თვალებს ვთხრიდი რაც ყაჩაღად გადავედი ამოდიოდნენ სტრაჟები გავიგე ვერ მოვითმინე |
მინდოდა რომ დავსთხოვოდი ნატანებში გავემგზავრე იქ შევედი ნალიაში გზაში მეტად დავიღალე ამოვიღე და მივეცი ჯაფარიძე ურიადნიკი მაშინვე მათ მოახსენა [ანდრომ უთხრა თურმე მაშინ |
ვუყურეთ აღარ გამოჩნდა თურმე ანდრომ აისრულა გავიხედეთ მოდიოდა [გავიხედეთ, თავს დაგვესხა ისე დაგვაყარეს ტყვია უცებ აზრი მოვიკრიფე ჯაფარიძე ურიადნიკი აწ მშვიდობით ძმაბიჭებო ჩემს მტერს პასუხი გაეცით |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 147-150. ISBN 978-9941-403-95-8.
- ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 108-112.