სერგო მეგრელიშვილი
სერგო სილიბისტროს ძე მეგრელიშვილი (დ. 12 ოქტომბერი, 1884, ფარცხმა — გ. 1938) — ქართველი ბოლშევიკი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1902 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1905-1907 წლებში მონაწილეობდა შეიარაღებულ გამოსვლებში გურიაში. რეაქციის წლებში აგრძელებდა არალეგალურ საქმიანობას აფხაზეთსა და გურიაში. 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ რამდენჯერმე დააპატიმრა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო. 1920 წლის მაისიდან მუშაობდა თიანეთის მაზრაში პატრიულ ორგანიზატორად. აქ ის კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს აზერბაიჯანში, სადაც მუშაობდა განჯის სამაზრო კომიტეტის მდივნად. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 536.