ზემო ფარცხმა
სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
ზემო ფარცხმა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფარცხმის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ჩოხატაურიდან 2 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში დაიბადა გაბრიელ მეგრელიშვილი. სოფელში მოქმედებს ღვინის მარანი, სადაც ჩხავერის ღვინო იწარმოება.[3]
სოფელი | |
---|---|
ზემო ფარცხმა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ფარცხმა |
კოორდინატები | 42°01′30″ ჩ. გ. 42°15′30″ ა. გ. / 42.02500° ჩ. გ. 42.25833° ა. გ. |
ადრეული სახელები | ფარცხმა |
მოსახლეობა | 720[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 720 ადამიანი. სოფელში გავრცელებული გვარებია ჩხიკვაძე და ცინცაძე, შედარებით ნაკლებად ძნელაძე და ელიეშვილი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 875 | 416 | 459 |
2014[1] | 720 | 364 | 356 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ Forbes.ge
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II