გაბრიელ მეგრელიშვილი
გაბრიელ ივანეს ძე მეგრელიძე (დ. 1 იანვარი, 1906, ზემო ფარცხმა — გ. 7 ნოემბერი, 1978) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967)
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1940-1945 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე. 1945-1956 წლებში ხელმძღვანელობდა ასპირანტურის განყოფილებას სსრკ მეცნირებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1968 წლიდან იყო თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტეკონომიის კათედრის პროფესორი. მისი ნაშრომები ეძვნება ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხებს და პოლიტეკონომიის პრობლემებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ვ.ი. ლენინი და თანამედროვე იმპერიალიზმის ეკონომიკური პრობლემები, თბილისი, 1970
ლიტერატურა
რედაქტირება- კახნიაშვილი, ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 536.