მარია კორინა მაჩადო

მარია კორინა მაჩადო (ესპ. María Corina Machado; დ. 7 ოქტომბერი, 1967, კარაკასი) — ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ფილანთროპი. ვენესუელის ეროვნულია ასმბლეის დეპუტატი 2011-2014 წლებში. მაჩადო პოლიტიკურ კარიერას იწყებს ალეხანდრო პლასსთან ერთად 2002 წელს, როგორც ხმის მონიტორინგის ჯგუფ „Súmate-ს“ დამფუძნებელი და ლიდერი.[5][6] 2018 წელს შევიდა BBC-ის 100 გავლენიანი ქალის სიაში.[7][8] მაჩადო განიხილება ვენესუელის ოპოზიციის წამყვან ფიგურად. ნიკოლას მადუროს მთავრობამ მაჩადოს ვენესუელის დატოვება აუკრძალა.

მარია კორინა მაჩადო
ესპ. María Machado
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1967(1967-10-07)[1] (57 წლის)
დაბადების ადგილი კარაკასი, ვენესუელა
მოქალაქეობა  ვენესუელა
განათლება Andrés Bello Catholic University და Institute of Advanced Studies in Administration
მეუღლე/ები უცნობი
ჯილდოები 100 ქალი[2] , ვაცლავ ჰაველის პრემია[3] და სახაროვის პრემია[4]

მაჩადო იყო 2012 წლის ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, მაგრამ ოპოზიციის პრაიმერი წააგო ენრიკე კაპრილესთან. 2014 წლის ვენესუელის საპროტესტო აქციების დროს, მაჩადო იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.[9]

მაჩადო იყო ვენესუელის პრეკანდიდატი 2023 წლის საპრეზიდენტო პარაიმერში, თუმცა 2023 წლის 30 ივნისს პოლიტიკიდან 15 წლით დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. [10] მისი დისკვალიფიკაცია დაადასტურა ვენესუელის იუსტიციის უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის იანვარში.[11] პრაიმერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მაჩადო გამოცხადეს ოპოზიციის კანდიდატად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,[12] თუმცა იგი შეცვალა კორინა იორისმა 2024 წლის 22 მარტს. იორისიც არ დაარეგისტრირეს კანდიდატად და იგი ჩაანაცვლა ედმუნდო გონსალესმა.

2024 წლის 24 ოქტომბერს ედმუნდო გონსალესთან ერთად გადაეცა სახაროვის პრემია.[13]

  1. ესპანური ვიკიპედია — 2001.
  2. https://www.bbc.com/news/world-46225037
  3. https://www.coe.int/es/web/portal/-/2024-v%C3%A1clav-havel-prize-awarded-to-venezuelan-political-figure-and-rights-defender-mar%C3%ADa-corina-machado
  4. https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20241017IPR24738/maria-corina-machado-and-edmundo-gonzalez-urrutia-awarded-2024-sakharov-prize
  5. Boustany, Nora (9 July 2004). „Signing On To Challenge Hugo Chavez“. The Washington Post. p. A.15. თარგი:ProQuest.
  6. de la Rosa, Alicia (11 July 2011). „Diputada Machado anunciará su precandidatura el próximo domingo“ [Deputy Machado will announce her pre-candidacy next Sunday]. El Universal (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2011. ციტირების თარიღი: 25 October 2023.
  7. „BBC 100 Women 2018: Who is on the list?“ (ინგლისური). BBC News. 19 November 2018. ციტირების თარიღი: 23 July 2019.
  8. Turkewitz, Julie; Herrera, Isayen; Fernandez, Adriana Loureiro (2024-07-24). „The ‘Iron Lady’ of Venezuela Threatens to Unseat Its Autocrat“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331.
  9. Kurmanaev, Anatoly (23 December 2014). „Venezuela Protests Drive Poor to Maduro as Death Toll Mounts“. Business Week. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 March 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2014.
  10. Armas, Mayela; Sequera, Vivian (30 June 2023). „Venezuela opposition candidate Machado barred from holding office-gov't“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 30 June 2023.
  11. Venezuela's Supreme Court disqualifies opposition leader from running for president en. AFP (27 January 2024). ციტირების თარიღი: 8 March 2024
  12. Garcia Cano, Regina (26 October 2023). „María Corina Machado is winner of Venezuela opposition primary that the government has denounced“. Associated Press. ციტირების თარიღი: 27 October 2023.
  13. María Corina Machado and Edmundo González Urrutia awarded 2024 Sakharov Prize en (24 October 2024). ციტირების თარიღი: 24 October 2024