ედმუნდო გონსალესი

ედმუნდო გონსალესი (ესპ. Edmundo González; დ. 29 აგვისტო, 1949, ლა-ვიქტორია) — ვენესუელელი პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც იყო 2024 წლის ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი პლატფორმის პოლიტიკური ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი. ვენესუელის მთავრობის მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, არ იყო დაფუძნებული რეალურ ხმებზე, განვითარდა ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისი.[2][3] ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყვეს ოფიციალური შედეგები და გონსალესი ცნეს არჩევნებში გამარჯვებულად,[4][5][6] ხოლო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და კუბა, გამარჯვებულად აღიარებს ნიკოლას მადუროს.[7][8]

ედმუნდო გონსალესი
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1949(1949-08-29) (75 წლის)
დაბადების ადგილი ლა-ვიქტორია
მოქალაქეობა  ვენესუელა
განათლება ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტი[1] და American University
ჯილდოები სახაროვის პრემია

მადურომ არ დათმო ძალაუფლება და სამაგიეროდ სთხოვა იუსტიციის უზენაეს ტრიბუნალს, რომელიც შედგება მადუროს ერთგული მოსამართლეებისგან, დაამტკიცოს შედეგები, რომელიც მათ „დაადასტურეს“. გონსალესზე დაპატიმრების ორდერი გამიცა, რომელსაც ბრალად ედებოდა „ფუნქციების უზურპაცია, საჯარო დოკუმენტების გაყალბება, კანონის დაუმორჩილებლობის წაქეზება და შეთქმულება“.[9] მას თავშესაფარი ესპანეთმა მისცა და ვენესუელა 2024 წლის 7 სექტემბერს დატოვა.[10][11]

2024 წლის 24 ოქტომბერს მარია კორინა მაჩადოსთან ერთად გადაეცა სახაროვის პრემია.[12]

  1. ¿Quién es Edmundo González Urrutia, el candidato de la Plataforma Unitaria en Venezuela? — 2024.
  2. Kurmanaev, Anatoly (6 August 2024). „Venezuela's Strongman Was Confident of Victory. Then Came the Shock“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2024. ციტირების თარიღი: 8 August 2024.
  3. Rueda, Jorge; Goodman, Joshua; Wilson, Joseph (8 September 2024). „Opposition presidential candidate González flees Venezuela for asylum in Spain“. Associated Press. ციტირების თარიღი: 8 September 2024.
  4. Wells, Ione. (2 August 2024) Overwhelming evidence Venezuela opposition won election - Blinken. ციტირების თარიღი: 2 August 2024.
  5. Jones, Sam (29 July 2024). 'Hard to believe': Venezuela election result met with suspicion abroad“. The Guardian. ციტირების თარიღი: 29 July 2024.
  6. Leaders across Americas react to Venezuela election results. ციტირების თარიღი: 29 July 2024
  7. Schmidt, Samantha; Sands, Leo; Herrero, Vanessa (29 July 2024). „World leaders cast doubt on Maduro's claim of victory in Venezuelan election“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 29 July 2024.
  8. Gibbs, Stephen (8 September 2024). „Venezuelan opposition leader Edmundo González flees to Spain“. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 8 September 2024.
  9. Sequera, Vivian; Armas, Mayela (2 September 2024). „Venezuela issues arrest warrant for opposition leader Gonzalez, AG says“. Reuters. ციტირების თარიღი: 3 September 2024.
  10. „Opposition presidential candidate González flees Venezuela for asylum in Spain“. AP News (ინგლისური). 8 September 2024.
  11. Cantero, Ana; Sequera, Vivian (9 September 2024). „Venezuela opposition leader Gonzalez lands in Spain seeking asylum“. Reuters. ციტირების თარიღი: 19 September 2024.
  12. María Corina Machado and Edmundo González Urrutia awarded 2024 Sakharov Prize en (24 October 2024). ციტირების თარიღი: 24 October 2024