ვასილ ბარნოვის ქუჩა

ქუჩა თბილისში

ვასილ ბარნოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში (ვერე, ვაკე) ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე (ყოფილ ვაკის სკვერამდე). წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. 1884 წელს მას ღუნიბის ქუჩა ეწოდა (სახელი დაერქვა ღუნიბის ციხესიმაგრის დაცემისა და შამილის დატყვევების 25 წლისთავთან დაკავშირებით). ადრე მხოლოდ ვერის უბანს მოიცავდა. ვაკის უბნის განაშენიანების შემდეგ ქუჩაც გაიზარდა და 1922 წელს ვასილ ბარნოვის სახელი დაერქვა (იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა). გრძელდებოდა ვაკის პარკამდე. 1992 წელს მის ერთ მონაკვეთს, მრგვალი ბაღიდან არჩილ მიშველაძის ქუჩამდე ეწოდა ირაკლი აბაშიძის სახელი. ქუჩაზეა XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. ყოფილი ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიის შენობა (№10, XIX საუკუნის 90-იანი წლები). ბარნოვისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების შესაყართან, მრგვალ ბაღში, დგას რაფიელ ერისთავის ბიუსტი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტექტორი გ. მირიანაშვილი) და სკულპტურული კომპოზიცია „პატარა უფლისწული“ (მოქანდაკე ი. ჟვანია). აქვს 3 ჩიხი.

ვასილ ბარნოვის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი და ვაკის რაიონი
წინა სახელები ღუნიბის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება