დარჩელი
დარჩელი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დარჩელი, კიროვი).
სოფელი | |
---|---|
დარჩელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | დარჩელი |
კოორდინატები | 42°26′03″ ჩ. გ. 41°41′12″ ა. გ. / 42.43417° ჩ. გ. 41.68667° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2781[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 10 მ-ზე. ზუგდიდიდან დაშორებულია 20 კმ-ით.
ისტორია
რედაქტირებადარჩელი ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში, ამ დროს აქ აფხაზეთის კათალიკოსის ერთ–ერთი სასახლე იდგა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა დარჩელის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობა.[2] სოფელში ყოფილა პატარა ხის ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაუშლიათ და დარჩელში მშენებარე არასრული სკოლისათვის გადაუციათ. 2008 წელს ააგეს ახალი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
დარჩელი ძლიერ დაზარალდა საქართველოს სამოქალაქო ომის დროს. 1993 წლის 16 ნოემბერს სოფლის მახლობლად მოხდა შეტაკება გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონის“ წევრებსა და დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის, რის შემდეგაც „მხედრიონის“ მებრძოლებმა სოფელი დაიკავეს, გაძარცვეს და 27 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2781 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 4932 | 2320 | 2612 |
2014[1] | 2781 | 1332 | 1449 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 328.
- ჭითანავა დ., ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში : (უძველესი დროიდან დღემდე), გვ. 161-162 — თბ., 2010.
- არნანია ა. შონია ვ., „დარჩელი ნარკვევები სოფლის ისტორიიდან“, თბილისი, 1999
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 388.
- ↑ მხედრიონის მიერ გადამწვარი სახლების პატრონები კომპენსაციას დღემდე ელოდებიან. humanrights.ge. 10 ოქტომბერი, 2007.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.