სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სასახლე (მრავალმნიშვნელოვანი).

სასახლე — მონუმენტური, საზეიმო დანიშნულების შენობა. თავდაპირველად მხოლოდ ხელისუფლების, შემდეგ კი საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლობის რეზიდენციაც იყო.

იუსტიციის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
სამეფო სასახლე, პარადსასვარი, უნგრეთი

საქართველოში სასახლეების არქიტექტურა უძველესი დროიდან არის ცნობილი. მატიანეში ხშირია სამეფო და ფეოდალური სასახლეების ხსენება, მაგრამ რეალურად თითო-ოროლაა გადარჩენილი და ისიც ნანგრევების სახით. წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, რომ თბილისის სამეფო რეზიდენცია XII საუკუნეში, ისანში მეტეხის ტაძრის გვერდით, მტკვრის კლდოვან ნაპირზე მდებარეობდა და მისი დარბაზები მოხატული იყო ქვეყნის სამხედრო ისტორიის სცენებით. ძველ სასახლეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გეგუთის სასახლე. კახეთში შემონახულია ნეკრესის მონასტრისა და ჭერემის საეპისკოპოსო სასახლეების, აგრეთვე ვაჩნაძიანისა და ვანათის ფეოდალური სასახლეების ნანგრევები. საქართველოში, მისი ისტორიულ-სოციალური ვითარების გამო, თვით XIX საუკუნებამდე ფეოდალური სასახლე ვერ გამოეთიშებოდა სიმაგრეს, ვერ უგულებელყოფდა სათავდაცვო საშუალებებს.

დღეს ტერმინი „სასახლე“ აღარ აღნიშნავს ნაგებობის ერთ გარკვეულ ტიპს. სასახლეს ეკისრება რამდენიმე ფუნქცია, მაგ., სპორტის სასახლის გამოყენება შეიძლება, როგორც ჰოკეის სათამაშოდ, ისე საგამოფენო დარბაზად, აუდიტორიად. თანამედროვე არქიტექტურამ შექმნა ახალი სასახლეები: ყრილობათა სასახლე,, მოსკოვის კრემლში, კულტურის, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;