ნარაზენი
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ნარაზენი — სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე. მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 130 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის საბჭოთა მეურნეობა და ჩაის ფაბრიკა.
სოფელი | |
---|---|
ნარაზენი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნარაზენი |
კოორდინატები | 42°24′45″ ჩ. გ. 41°56′46″ ა. გ. / 42.41250° ჩ. გ. 41.94611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 130 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2345[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის მიდამოებში დგას XVI-XVII საუკუნეების კვირეოს ციხე და ეკლესია „ნათლისმცემლის კვირეოს ხატი“. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2345 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1662 | 780 | 882 |
2014[1] | 2345 | 1135 | 1210 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 318.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II