ერგეტა

სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

ერგეტა სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერგეტას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ერგეტა, ცვანე).

სოფელი
ერგეტა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ერგეტა
კოორდინატები 42°23′00″ ჩ. გ. 41°40′37″ ა. გ. / 42.38333° ჩ. გ. 41.67694° ა. გ. / 42.38333; 41.67694
ცენტრის სიმაღლე 8
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 777[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ერგეტა — საქართველო
ერგეტა
ერგეტა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ერგეტა

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ბუის (ჭურიის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 8 მ-ზე, ზუგდიდან 26 კმ-ის დაშორებით.

ერგეტის მახლობლად არის უძველესი დროის რამდენიმე ნამოსახლარი ბორცვი, ე. წ. დიხაგუძუბა (ერგეტის არქეოლოგიური ძეგლები). სოფლის სახელს უკავშირებენ ძველი ქართველური ტომის — ეგრის და ეგრისის სახელწოდებას. სოფლის ტერიტორიაზე თანამედროვე დასახლება XIX საუკუნეში გაჩნდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 777 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 956 475 481
2014[1]   777 388 389

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II