კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან რვა კილომეტრზე – მის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზუგდიდ–წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდი დაარქივებული 2014-09-03 საიტზე Wayback Machine.