ნიკო დადიანი (ისტორიკოსი)
ნიკო გიორგი ძე დადიანი (დ. 1764, ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 25 თებერვალი, 1834) — ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1804), მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან „დიდ ნიკოდ“ წოდებული. 1804 წლიდან სამეგრელოს უმაღლესი საგამგებლო საბჭოს წევრი. 1805 წელს ხელმძღვანელობდა დეპუტაციას, რომელიც პეტერბურგში ალექსანდრე I-თან იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს (სამეგრელოს სამთავროს) პოლიტიკურ ურთიერთობათა მოსაგვარებლად. პოლიტიკურ ასპარეზზე ენერგიულად იღწვოდა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის გავლენის შესუსტების და რუსული ორიენტაციის გაძლიერებისათვის. რუსეთ-ოსმალეთისა (1806-1812, 1828-1829) და რუსეთ-ირანის (1826-1828) ომების მონაწილე, რისთვისაც გენერალ-მაიორობა ებოძა. 1810 წელს და 1819-1820 წლებში ეხმარებოდა რუსეთის მთავრობას იმერეთის აჯანყებების ჩაქრობაში. წლების მანძილზე იყო სამეგრელოს სამთავროს მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგთუხუცესი). მას ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები: „ქართველთ ცხოვრება“ (1823-1824), „დასტურლამა“ (სამეგრელოს სამთავროს მართვა–გამგეობის განწესება), „მიმოსვლა ნიკოლაი დადიანოვისა“ (დაწერილია რუსეთში, ჩვენამდე არ მოუღწევია) და რამდენიმე ლექსი.
გარდაიცვალა 1834 წელს, დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში. დაჯილდოებულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენითა და წმინდა ანას I ხარისხის ორდენით.
ოჯახი
რედაქტირება1822 წლის 12 (24) დეკემბერს გარდაიცვალა შვილი — გიორგი ნიკოლოზის ძე დადიანი[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ხანთაძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 253.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება