მსაჯულთუხუცესივახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ფეოდალური საქართველოს მთავარი მსაჯული, სასამართლო უწყების უფროსი, რომელსაც როსტომ მეფის ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ მდივანბეგი ეწოდა. მსაჯულთუხუცესის „ჴელისა იყვნენ ყოველნი მსაჯულნი, ბჭენი, ჴევისბერნი, ჴევისთავნი, და ესე სჯიდა საბრძანოსა მეფისასა“ (ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. 2, სიმონ ყაუხჩიშვილს გამოცემა, თბ., 1973, გვ. 21).

ლიტერატურა

რედაქტირება