კოკის ეკლესია
სოფელ კოკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში.
ისტორია
რედაქტირებაძეგლთა დაცვის კომიტეტის სპეციალურმა კომისიამ აიღო სინჯები და პირვანდელი ტაძრის აშენების თარიღად XII–XIII მიიჩნია, რომელიც 1855 წელს რუსეთ–თურქეთის ომის დროს მტარვალებს დაუნგრევიათ. ომის შემდეგ იგი ისევ განუახლებიათ ხის ეკლესიით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც დანგრეულა. ის რისი დანგრევაც ბვერ მოასწრეს თურქებმა, უღმრთო ხელისუფლების მიერ იქნა დაშლილი და განადგურებული, ეკლესიის გარშემო სასაფლაო გაუმართავთ, ხოლო ნაეკლესიარი თანდათან ნაგავსაყრელად გადაუქცევიათ.
სოფლის მოსახლეობაში არ შემორჩა ცნობა იმის შესახებ თუ ვისი სახელობისა იყო პირვანდელი ტაძარი, მათ ამ საქმის გამოკვლევა სპეციალისტებს მიანდეს. ისტორიკოსმა მამანტი პაჭკორიამ მოიძია არქივის მასალები და აღმოჩნდა, რომ ცხრა საუკუნის წინ აშენებული ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ყოფილა. საეკლესიო უწყების 1908 წლის მონაცემების მიხედვით კორცხელის ოლქის მთავარხუცესის ზედამხედველობაში მყოფ ტაძრებში მსახურ სასულიერო პირთა შესახებ მონაცემებში მოხსენიებულია კოკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია: მღვდელი ნესტორ ცხაკაია, მედავითნე აქვსენტი შონია, მამასახლისი მანუჩარ წულეისკირი.
ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, რომელიც აგრეთვე მშენებარე ეკლესიაში ხშირად იხდიდა პარაკლისებს. 2003 წლის 21 ივლისს ყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ტაძრის დღესასწაული აღინიშნება გიორგობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საიტი დაარქივებული 2014-09-03 საიტზე Wayback Machine.