ჭაქვინჯი
სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ჭაქვინჯი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ჭაქვინჯი ამავე სახელწოდების თემის ცენტრია. თემში ასევე შედის სოფ. ბაღმარანი. მდებარეობს სამეგრელოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციაში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ქ. ზუგდიდიდან 16 კმ, ზღვის დონიდან 130 მ.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 996 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 3399 | ||
1911[3] | 4626 | ||
2002[4] | 1089 | 507 | 582 |
2014[1] | 996 | 481 | 515 |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაჭაქვინჯის მახლობლად არის ციხესიმაგრე, რომელიც შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. ციხის ეზოში სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ბევრი ნანგრევია. გვიან შუა საუკუნეებში ციხე დადიანთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, აქვე დაიბადა დავით დადიანი, სამეგრელოს მთავარი (1846-1853 წწ.).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 409.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II