ოდიში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
ოდიში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარეების ჯუმისა და ინწრის სანაპიროებზე. ზღვის დონიდან 130 მეტრი, ზუგდიდიდან 5 კმ.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1846 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 2034 | 1005 | 1029 |
2014[1] | 1846 | 910 | 936 |
ოდიშის ნამოსახლარი
რედაქტირებასოფლის ბოლოს კორცხელის საზღვართან, მდინარე ჯუმის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა სანაპირო ზღვის დონიდან 273 მეტრზე აღმოაჩინეს გვიანდელი ნეოლითური ხანის ნამოსახლარი. იკვლევდნენ 1936–1937 წლებში. მოპოვებულია დაახლოებით 5050 ნივთი. იარაღის უმეტესი ნაწილი დამზადებულია კაჟისა (პრიზმული, კონუსური და ფანქრისებური ნუკლეუსები, ანატკეც–ანამტვრევები, ნამგლის ჩასართები და სხვ.) და რიყის ქვისაგან (გახეხილ–გაპრიალებული ცულები, სახეხები, შურდული ქვები, სანაყები, ხელისსაფქვავები, საპრიალებები და სხვ.). ობსიდიანი მცირე რაოდენობითაა გამოყენებული.
იქვე აღმოჩნდა ცილინდრული ბრტყელძირა კერამიკული ჭურჭლის ნატეხები, რომლებსაც აქვს ვერტიკალური ჭდეები და ნაკაწრები. მასალა აკრეფილია ზედაპირულად. უძრავი კულტურული ფენა არ აღმოჩენილა. ოდიშის ნამოსახლარი კავკასიაში ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის ერთ–ერთი კლასიკური ძეგლია.
აღმოჩენილი მასალა ურთის, ანასეული II-ის, გურანთის და სხვა გვიანდელი ენეოლითური მასალის მსგავსია და მათთან ერთად დასავლეთ ამიერკავკასიის კულტურულ წრეში ერთიანდება. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და პეტერბურგის მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთგოგრაფიულ და ანთროპოგენულ მუზეუმებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გრიგოლია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 502.
- ნებიერიძე ლ. დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ. 1972.
- „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 54-55.
- კალანდაძე ა., მეზოლითურ და ნეოლითურ კულტურათა ნაშთები საქართველოში «ენიმკის მოამბე», 1939, ტ. 4, ნარკ. 3
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II