ანდრანიკ მარგარიანი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 19 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ანდრანიკ მარგარიანი (სომხ. Անդրանիկ Մարգարյան) — სომხეთის პრემიერ მინისტრი 2000 წლის 12 მაისიდან მის გარდაცვალებამდე, 2007 წლის 25 მარტის ჩათვლით.[1] ის იყო სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი.[2]

ანდრანიკ მარგარიანი
ანდრანიკ მარგარიანი
სომხეთის მე10 პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მაისი, 2000 – 25 მარტი, 2007
პრეზიდენტი  სერჟ სარქისიანი
წინამორბედიარამ სარქისიანი

დაბადებული12 ივნისი, 1951 წელი
გარდაცვლილი25 მარტი, 2007 წელი
მოქალაქეობადროშა: სომხეთი სომხეთი
ეროვნებასომეხი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
პროფესიაკომპიუტერული ინჟინერი

საბჭოთა სომხეთი

რედაქტირება

მარგარიანი დაიბადა ერევანში, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკაში. მისი ოჯახი თავის დროზე სასუნში (თურქეთი) ცხოვრობდა. თუმცა სომეხთა გენოციდის გამო მოუწიათ ერევანში დასახლება.[3] მან ისწავლა კიბერნეტიკა ერევნის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ის პროფესიით კომპიუტერული ინჟინერი გახდა.[4] მარგარიანი პოლიტიკაში გამოჩნდა გვიან 1970-იან წლებში მაშინ, როცა შეუერთდა იმ დროს უკანუნო ეროვნულ ერთიანობის პარტიას. ეს უკანასკნელი სომხეთის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისათვის იბრძოდა.[4][5] მარგარიანი დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდა არსებულ ტოტალიტარულ სტრუქტურას. 1974 წელს ის დააკავეს ორი წლით. პატიმრობა მოიხადა ლაბორის ბანაკებში ანტისაბჭოური იდეოლოგიის გამო.[4]

სომხეთის თავისუფლების შემდეგ

რედაქტირება

1992 წელს მარგარიანი გახდა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული წევრი. პარტიისა რომელიც იყო პირველი რეგისტრირებული პარტია სომხეთის მე-3 რესპუბლიკაში.[6] ის იყო პარტიის თავმჯდომარე 1993 წლიდან გარდაცვალებამდე.

2000 წელს გახდა სომხეთის პრემიერ მინისტრი მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტში ტერაქტი მოხდა და ამ ტრაგედიას მანამდელი პრემიერ მინისტრი ვაზგენ სარქისიანი შეეწირა. ტერაქტის შემდეგ 2000 წლის 2 მაისამდე პრემიერ მინისტრად ვაზგენის ძმა არამ სარქისიანი დაინიშნა, რომელიც მარგარიანმა შეცვალა.

გარდაცვალება

რედაქტირება

2007 წლის 25 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. მის რეზიდენციასთან ორი სამედიცინო დახმარების მანქანა იდგა, მათი განცხადებით მარგარიანმა რეანიმაციულ მკურნალობას აღარ უპასუხა.

დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.

  1. Armenian PM dies of heart attack. BBC News (2007-03-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-30. ციტირების თარიღი: 2007-03-25.
  2. Jefferies, Ian (2003). The Caucasus and Central Asian Republics at the Turn of the Twenty-First Century. Routledge, გვ. 66. ISBN 0-415-32592-7. 
  3. Adrineh Der-Boghossian. (July 13, 2010) ATP adds to Irind's community improvement. Armenian Reporter. ციტირების თარიღი: July 20, 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Andranik Markaryan Biography. ციტირების თარიღი: 2007-03-25.
  5. The passing of a statesman. Armenian Reporter. ციტირების თარიღი: 20 January 2013.
  6. Andranik Markaryan Death. ციტირების თარიღი: 2007-03-25.