ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცრემლმდენი აირი — თვალებისა და ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი აირმაგვარი ნივთიერებების კრებითი სახელწოდება. გამოიყენება წესრიგის დამცველი ძალების მიერ დემონსტრაციების დასაშლელად და ქუჩების უწესრიგობების აღსაკვეთად.[1] იშვიათად გამოიყენება ასევე სამხედრო სფეროში, როგორც არალეთალური მოქმედების იარაღი. ცრემლმდენი აირი ქიმიური იარაღის კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა საერთაშორისო შეთანხმებების მიერ აკრძალული არ არის.

ფრანგული მობილური ჟანდარმერია სარკოზის საწინააღმდეგო მანიფესტაციას შლის 2007 წლის მაისში.
პოლიცია თბილისში სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას შლის 2007 წლის ნოემბერში. (ვარდების რევოლუციის მოედანი)
  1. Schep LJ, Slaughter RJ, McBride DI (June 2015). „Riot control agents: the tear gases CN, CS and OC-a medical review“. Journal of the Royal Army Medical Corps. 161 (2): 94–9. doi:10.1136/jramc-2013-000165. PMID 24379300.


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.