შაკირა
შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი (დ. 2 თებერვალი, 1977) — ცნობილი როგორც შაკირა, კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მუსიკალური პროდიუსერი და მოცეკვავეა, რომელიც ლათინური ამერიკის პოპ მუსიკის სცენაზე წამყვანი ფიგურაა შუა 1990-იანი წლებიდან. 2001 წელს იგი ინგლისურენოვან ბაზარზე შეიჭრა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომით Laundry Service, რომელიც მსოფლიოს გარშემო ოცი მილიონი ეგზემპლიარით გაიყიდა. ორგზის გრემის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი შაკირა კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალია 70 მილიონი ალბომით. ის ასევე ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერალია, რომელმაც პირველ ადგილს მიაწია Billboard Hot 100, Australian ARIA, United World Chart და UK Singles Chart-ში. United World Chart-ის ინფორმაციით შაკირა 2007 წლისათვის 2000-იან წლების ყველაზე წარმატებული მეოთხე შემსრულებელი იყო.
შაკირას მამა ლიბანელია, დედა კი კოლუმბიელი. მას შვიდი და-ძმა ჰყავს. შაკირას თავისი დამსახურებების გამო ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, ხოლო მშობლიურ ქალაქში მომღერლის ქანდაკება აღმართეს.
სხვა საქმიანობარედაქტირება
შაკირამ დააარსა ბავშვთა უფლებათა დაცვის ფონდი „Pies Descalzos“ .
დისკოგრაფიარედაქტირება
- Magia (1991)
- Peligro (1993)
- Pies Descalzos (1995)
- Dónde Están los Ladrones? (1998)
- Laundry Service (2001)
- Fijación Oral Vol. 1 (2005)
- Oral Fixation, Vol. 2 (2005)
- She Wolf (2009)
- Sale el Sol (2010)
- Shakira (2014)
- El Dorado (2017)
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შაკირა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- შაკირა საიტზე Allmusic
- შაკირა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)